სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 04.08.2005
ძალის დაკარგვა 31.03.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №126
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 92, 05/08/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ჯანმრთელი კონტინგენტი |
| 2 | შშმ* ბავშვი – ფგკ** |
| 3 | შშმპ I ჯგუფი |
| 4 | შშმპ II ჯგუფი |
| 5 | შშმპ III ჯგუფი |
| 6 | ლტოლვილები |
| 7 | სარეცელზე მიჯაჭული |
| 8 | მარტოხელა პენსიონერები |
| 9 | ფეხმძიმე ქალი |
| 10 | მეძუძური დედა |
| 11 | მარტოხელა დედა |
| 12 | ობოლი (დედ-მამით) |
| კოეფიციენტი | თბილისი |
| მნიშვნელობა | -0.118 |
| L0 | 3.74 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 01.01.2015
- „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება 30.03.2010
დოკუმენტის ტექსტი
სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:Symbol;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:Symbol;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:Symbol; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 42.5pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №126
2005 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილების შესრულების მიზნით:
1. დამტკიცდეს „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების თანდართული მეთოდოლოგია”.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველ შინამეურნეობათა (შემდგომში – მაძიებელთა) კეთილდღეობის დონის შესაფასებლად ამ მეთოდოლოგიის მიხედვით გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება მე-2 მუხლით.
2. ამა თუ იმ მაძიებლის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლის პროცედურა ეფუძნება სოციალური აგენტის მიერ მისთვის ჩამორთმეული ინტერვიუს შედეგებს.
3. ინტერვიუს დროს სოციალური აგენტი ავსებს სპეციალურ კითხვარს, რომელშიც ფიქსირდება მაძიებლის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში (შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის სტრუქტურის აღწერაში მოცემული Yi,j და Yi,j,k სიდიდეები).
მუხლი 2🔗. შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის სტრუქტურა
1. შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი გამოითვლება ფორმულით:
სადაც
არის შინამეურნეობის სამომხმარებლო ინდექსი;
– შინამეურნეობის საჭიროების ინდექსი;
მოცემული მეთოდიკის მიხედვით რაც უფრო ნაკლებია კეთილდღეობის ინდექსი, მით უფრო დაბალია შინამეურნეობის კეთილდღეობის დონე.
მუხლი 3🔗. სამომხმარებლო ინდექსის გამოთვლა
1. შინამეურნეობის სამომხმარებლო ინდექსი გამოითვლება ფორმულით:
სადაც
არის კოეფიცენტი*;
– სასოფლო-სამეურნეო ქონების (მიწის) ინდექსი;
– სასოფლო-სამეურნეო ქონების (პირუტყვის) ინდექსი;
– არასასოფლო-სამეურნეო ქონების ინდექსი;
– შემოსავლების ინდექსი;
– ხარჯების ინდექსი;
– დემოგრაფიული ინდექსი;
– განათლებისა და ჩვევების ინდექსი;
– ბინის (საცხოვრებელი პირობების) ინდექსი;
– ტერიტორიული ინდექსი;
– ინტერვიუერის ინდექსი.
მუხლი 4🔗. სასოფლო-სამეურნეო ქონების (მიწის) ინდექსის გამოთვლა
სასოფლო-სამეურნეო ქონების (მიწის) ინდექსი გამოითვლება ფორმულით:
.
სადაც
და , j=1,2,...,6 არის კოეფიციენტები;
Y1,1 – შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული ვენახის ფართობი (ჰა);
Y1,2 – შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული ხეხილის ფართობი (ჰა);
Y1,3 – შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული ხორბლისა და მზესუმზირას ნათესის ფართობი (ჰა);
Y1,4 - შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული სიმინდის ნათესის ფართობი (ჰა);
Y1,5 -შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული კარტოფილის ნათესის ფართობი (ჰა);
Y1,6 - შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული თხილის ფართობი (ჰა).
მუხლი 5🔗. სასოფლო-სამეურნეო ქონების (პირუტყვის) ინდექსის გამოთვლა
სასოფლო-სამეურნეო ქონების (პირუტყვის) ინდექსი გამოითვლება ფორმულით:
.
სადაც
da , j=1,2,...,6 არის კოეფიციენტები;
Y2,1 – ძროხებისა და კამეჩების საერთო რაოდენობა შინამეურნეობაში;
Y2,2 – ცხენებისა და ხარების საერთო რაოდენობა შინამეურნეობაში;
Y2,3 – ცხვრებისა და თხების საერთო რაოდენობა შინამეურნეობაში;
Y2,4 – ბოცვრების რაოდენობა შინამეურნეობაში;
Y2,5 – სკების რაოდენობა შინამეურნეობაში;
Y2,6 – შინაური ფრინველის რაოდენობა შინამეურნეობაში.
მუხლი 6🔗. არასასოფლო-სამეურნეო ქონების ინდექსის გამოთვლა
არასასოფლო-სამეურნეო ქონების ინდექსი გამოითვლება ფორმულით:
.
სადაც:
da , j=1,2,...,19 არის კოეფიციენტები;
Y3,1 – საბჭოთა ავტომობილების რაოდენობა შინამეურნეობაში;
Y3,2 – უცხოური ავტომობილების რაოდენობა შინამეურნეობაში;
Y3,3 – ტრაქტორების რაოდენობა შინამეურნეობაში;
Y3,4 – პატარა ტრაქტორების რაოდენობა შინამეურნეობაში;
Y3,5 – მობილური ტელეფონების რაოდენობა შინამეურნეობაში;
Y3,6 – საბჭოთა სარეცხი მანქანების რაოდენობა შინამეურნეობაში;
Y3,7 – არასაბჭოთა სარეცხი მანქანების რაოდენობა შინამეურნეობაში;
Y3,8 – საბჭოთა ტელევიზორების რაოდენობა შინამეურნეობაში;
Y3,9 – არასაბჭოთა შავ-თეთრი ტელევიზორების რაოდენობა შინამეურნეობაში;
Y3,10 – არასაბჭოთა ფერადი ტელევიზორების რაოდენობა შინამეურნეობაში;
Y3,11 – საბჭოთა მაცივრების რაოდენობა შინამეურნეობაში;
Y3,12 – არასაბჭოთა მაცივრების რაოდენობა შინამეურნეობაში;
Y3,13 – არასაბჭოთა წყლის გამაცხელებელი ავზების რაოდენობა შინამეურნეობაში;
Y3,14 – გაზის წყლის გამაცხელებლების რაოდენობა შინამეურნეობაში;
Y3,15 – არასაბჭოთა გაზის გამათბობლების რაოდენობა შინამეურნეობაში;
Y3,16 – მიკროტალღოვანი ღუმელების რაოდენობა შინამეურნეობაში;
Y3,17 – პერსონალური კომპიუტერების რაოდენობა შინამეურნეობაში;
Y3,18 – ვიდეო ან ციფრული ფოტოკამერების რაოდენობა შინამეურნეობაში;
Y3,19 – დენის გენერატორების რაოდენობა შინამეურნეობაში.
მუხლი 7🔗. შემოსავლების ინდექსის გამოთვლა
შემოსავლების ინდექსი გამოითვლება ფორმულით:
.
სადაც
da , j=0,1,...,5 არის კოეფიციენტები;
Y4,1 – შინამეურნეობის წევრების ჯამური ხელფასი (თვეში);
Y4,2 – შინამეურნეობის წევრების ჯამური ფულადი შემოსავალი კერძო საქმიანობიდან (თვეში);
Y4,3 – შინამეურნეობის წევრების ჯამური პენსია (თვეში);
Y4,4 – შინამეურნეობის წევრების ჯამური სტიპენდია (თვეში);
Y4,5 – შინამეურნეობის წევრების მიერ ჯამურად მიღებული ალიმენტი (თვეში);
Y4,6 – შინამეურნეობის წევრების მიერ ჯამურად მიღებული ლტოლვილთა შემწეობა (თვეში);
Y4,7 – შინამეურნეობის ფულადი შემოსავალი მრავალშვილიანობის დახმარებიდან (თვეში);
Y4,8 – შინამეურნეობის ფულადი შემოსავალი მარტოხელობის დახმარებიდან (თვეში);
Y4,9 – შინამეურნეობის ფულადი შემოსავალი ობოლი ბავშვებისათვის განკუთვნილი დახმარებიდან (თვეში);
Y4,10 – შინამეურნეობის ფულადი შემოსავალი ინვალიდებისათვის დახმარებიდან (თვეში);
Y4,11 – შინამეურნეობის ფულადი შემოსავალი არამომუშავე ორი და მეტი პენსიონერისაგან შემდგარი ოჯახისათვის (თვეში);
Y4,12 – შინამეურნეობის ფულადი შემოსავალი ომში დაღუპულის ქვრივისათვის დახმარებიდან (თვეში);
Y4,13 – შინამეურნეობის ფულადი შემოსავალი მარჩენალდაკარგული ოჯახისათვის (თვეში);
Y4,14 – შინამეურნეობის ფულადი შემოსავალი 9 აპრილს დაზარალებულებისათვის (თვეში);
Y4,15 – შინამეურნეობის ფულადი დახმარება პოლიტიკურ რეპრესირებულად აღიარებულისა და მათი ოჯახის წევრებისათვისათვის (თვეში);
Y4,16 – შინამეურნეობის ფულადი შემოსავალი პერსონალური პენსიონერისათვის დახმარებიდან (თვეში);
Y4,17 – სხვა ჯამური ფულადი შემოსავალი (თვეში);
Y4,18 – შინამეურნეობის ჯამური წლიური ფულადი შემოსავალი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გაყიდვიდან;
Y4,19 – შინამეურნეობის ჯამური წლიური ფულადი შემოსავალი შინაური ცხოველებისა და ფრინველების და მათი პროდუქციის გაყიდვიდან;
Y4,20 – შინამეურნეობის ჯამური წლიური ფულადი შემოსავალი ქონების გაქირავებიდან;
Y4,21 – შინამეურნეობის ჯამური წლიური ფულადი დახმარება საქართველოში მცხოვრები ახლობლისაგან;
Y4,22 – შინამეურნეობის ჯამური წლიური ფულადი დახმარება საზღვარგარეთ მცხოვრები ახლობლისაგან;
sign(x) არის ინდიკატორ ფუნქცია : sign(0)=0 და sign(x)=1 თუ x>0.
მუხლი 8🔗. ხარჯების ინდექსის გამოთვლა
ხარჯების ინდექსი გამოითვლება ფორმულით:
.
სადაც
da , j=1,2,...,14 არის კოეფიციენტები;
Y5,1 – შინამეურნეობის წლიური ხარჯები ავტომობილის ან ტრაქტორის შეძენაზე;
Y5,2 – შინამეურნეობის წლიური ხარჯები ავეჯის შეძენაზე;
Y5,3 – შინამეურნეობის წლიური ხარჯები საოჯახო ნივთების შეძენაზე;
Y5,4 – შინამეურნეობის წლიური ხარჯები ელექტროსაქონლის შეძენაზე;
Y5,5 – შინამეურნეობის წლიური ხარჯები ბავშვების ჩასაცმელის შეძენაზე;
Y5,6 – შინამეურნეობის წლიური ხარჯები დიდების ჩასაცმელის შეძენაზე;
Y5,7 – შინამეურნეობის წლიური ხარჯები ფასიანი სწავლების გადასახდელზე;
Y5,8 – შინამეურნეობის წლიური ხარჯები სასწავლო წიგნებსა და ინვენტა-რზე;
Y5,9 – შინამეურნეობის წლიური ხარჯები სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე;
Y5,10 – შინამეურნეობის წლიური ხარჯები დასვენებაზე;
Y5,11 – შინამეურნეობის წლიური ხარჯები გათბობაზე;
Y5,12 – შინამეურნეობის წლიური ხარჯები რემონტზე;
Y5,13 – შინამეურნეობის წლიური ხარჯები ელექტროენერგიის გადასახ-დელზე;
Y5,14– შინამეურნეობის წლიური ხარჯები ბუნებრივი გაზის გადასახდელზე.
მუხლი 9🔗. დემოგრაფიული ინდექსის გამოთვლა
დემოგრაფიული ინდექსი გამოითვლება ფორმულით:
სადაც
, j=1,2,3,4 არის კოეფიციენტები;
Y6,1 – შინამეურნეობის წევრთა რაოდენობის ლოგარითმი;
Y6,2 – 18-დან 59 წლამდე ასაკის წევრთა წილი შინამეურნეობაში;
Y6,3 – ოჯახის უფროსის დასაქმება. ეს არის დიხოტომური ცვლადი: (Y6,3=1, თუ ოჯახის უფროსი ბოლო სამი თვის განმავლობაში დასაქმებული იყო. Y6,3=0, თუ ოჯახის უფროსი ბოლო სამი თვის განმავლობაში არ იყო დასაქმებული);
Y6,4 – ოჯახის უფროსის სქესი (Y6,4=1, თუ ოჯახის უფროსი ქალია, Y6,4=0, თუ ოჯახის უფროსი კაცია).
მუხლი 10🔗. განათლებისა და ჩვევების ინდექსის გამოთვლა
განათლებისა და ჩვევების ინდექსი გამოითვლება ფორმულით:
სადაც
, j=1,2,3 არის კოეფიციენტები;
Y7,1 – საშუალო განათლებაზე უფრო მაღალი განათლების დონის მქონე წევრთა წილი შინამეურნეობის 16 წელზე უფროსი ასაკის წევრებში;
Y7,2 – უფილტრო სიგარეტის მწეველთა წილი შინამეურნეობის 16 წელზე უფროსი ასაკის წევრებში;
Y7,3 – ფილტრიანი სიგარეტის მწეველთა წილი შინამეურნეობის 16 წელზე უფროსი ასაკის წევრებში.
მუხლი 11🔗. ბინის (საცხოვრებელი პირობების) ინდექსის გამოთვლა
ბინის (საცხოვრებელი პირობების) ინდექსი გამოითვლება ფორმულით:
სადაც
, da , j=1,2,...,6 არის კოეფიციენტები;
Y8,1 – ოთახების რაოდენობა ერთ სულზე;
Y8,2,1 – ბინის გათბობის ინდიკატორი (Y8,2,1=1, თუ ბინა ზამთარში არ თბება. Y8,2,1=0, თუ ბინა ზამთარში თბება);
Y8,2,2 – ბინის ბუნებრივი აირით გათბობის ინდიკატორი (Y8,2,2=1, თუ ბინა ზამთარში ბუნებრივი გაზით თბება. Y8,2,2=0, თუ ბინა ზამთარში ბუნებრივი გაზით არ თბება);
Y8,2,3 – ზაფხულში საჭმლის ბუნებრივი აირით მომზადების ინდიკატორი (Y8,2,3=1, თუ ზაფხულში საჭმლის მოსამზადებლად ხმარობენ ბუნებრივ აირს. Y8,2,3=0, თუ ზაფხულში საჭმლის მოსამზადებლად არ ხმარობენ ბუნებრივ აირს);
Y8,2,4 – ზაფხულში საჭმლის თხევადი აირით მომზადების ინდიკატორი (Y8,2,4=1, თუ ზაფხულში საჭმლის მოსამზადებლად ხმარობენ თხევად აირს. Y8,2,4=0, თუ ზაფხულში საჭმლის მოსამზადებლად არ ხმარობენ თხევად აირს);
Y8,2,5 – ზაფხულში საჭმლის ნავთით/დიზელის საწვავით მომზადების ინდიკატორი (Y8,2,5=1, თუ ზაფხულში საჭმლის მოსამზადებლად ხმარობენ ნავთს/დიზელის საწვავს. Y8,2,5=0, თუ ზაფხულში საჭმლის მოსამზადებლად არ ხმარობენ ნავთს/დიზელის საწვავს);
Y8,2,6 – ზამთარში საჭმლის ბუნებრივი აირით მომზადების ინდიკატორი (Y8,2,6=1, თუ ზამთარში საჭმლის მოსამზადებლად ხმარობენ ბუნებრივ აირს. Y8,2,6=0, თუ ზამთარში საჭმლის მოსამზადებლად არ ხმარობენ ბუნებრივ აირს).
მუხლი 12🔗. ტერიტორიული ინდექსის გამოთვლა
ტერიტორიის ინდექსი გამოითვლება ფორმულით:
სადაც
, j=1,2,...,9 არის კოეფიციენტები;
Y9,1 – შიდა ქართლის ინდიკატორი (Y9,1=1, თუ შინამეურნეობა შიდა ქართლშია, და Y9,1=0 წინააღმდეგ შემთხვევაში);
Y9,2 – სამცხე-ჯავახეთის ინდიკატორი (Y9,2=1, თუ შინამეურნეობა სამცხე ჯავახეთშია, და Y9,2=0, წინააღმდეგ შემთხვევაში);
Y9,3 – აჭარის ინდიკატორი (Y9,3=1, თუ შინამეურნეობა აჭარაშია, და Y9,3=0 წინააღმდეგ შემთხვევაში);
Y9,4 – გურიის ინდიკატორი (Y9,4 =1, თუ შინამეურნეობა გურიაშია, და Y9,4 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში);
Y9,5 – სამეგრელოს ინდიკატორი (Y9,5 =1, თუ შინამეურნეობა სამეგრელოშია, და Y9,5 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში);
Y9,6 – იმერეთის ინდიკატორი (Y9,6 =1, თუ შინამეურნეობა იმერეთშია, და Y9,6=0 წინააღმდეგ შემთხვევაში);
Y9,7 – მცხეთა-მთიანეთის ინდიკატორი (Y9,7=1, თუ შინამეურნეობა მცხეთა-მთიანეთშია, და Y9,7=0 წინააღმდეგ შემთხვევაში);
Y9,8 – რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის ინდიკატორი (Y9,8=1, თუ შინამეურნეობა რაჭა-ლეჩხუმში ან სვანეთშია, და Y9,8=0 წინააღმდეგ შემთხვევაში);
Y9,9 – დასახლებული პუნქტიდან რაიონულ ცენტრამდე მანძილის ინდიკატორი (Y9,9=1, თუ დასახლებული პუნქტიდან რაიონულ ცენტრამდე მანძილი 20 კმ-ზე ნაკლებია, და Y 9,9=0 წინააღმდეგ შემთხვევაში).
მუხლი 13🔗. ინტერვიუერის ინდექსის გამოთვლა
ინტერვიუერის ინდექსი გამოითვლება ფორმულით:
სადაც:
da , i=1,2,...,5, j=1,2,...,5 არის კოეფიციენტები;
Y10,1,1 – ფარდების მდგომარეობა: Y10,1,1=1, თუ ფარდების მდგომარეობაა ძალიან ცუდი, Y10,1,1=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;
Y10,1,2 – ფარდების მდგომარეობა: Y10,1,2=1, თუ ფარდების მდგომარეობაა ცუდი, Y10,1,2=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;
Y10,1,3 – ფარდების მდგომარეობა: Y10,1,3=1, თუ ფარდების მდგომარეობაა საშუალო, Y10,1,3=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;
Y10,1,4 – ფარდების მდგომარეობა: Y10,1,4=1, თუ ფარდების მდგომარეობაა კარგი, Y10,1,4=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;
Y10,1,5 – ფარდების მდგომარეობა: Y10,1,5=1, თუ ფარდების მდგომარეობაა ძალიან კარგი, Y10,1,5=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;
Y10,2,1 – ავეჯის მდგომარეობა: Y10,2,1=1, თუ ავეჯის მდგომარეობაა ძალიან ცუდი, Y10,2,1=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;
Y10,2,2 – ავეჯის მდგომარეობა: Y10,2,2=1, თუ ავეჯის მდგომარეობაა ცუდი, Y10,2,2=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;
Y10,2,3 – ავეჯის მდგომარეობა: Y10,2,3=1, თუ ავეჯის მდგომარეობაა საშუალო, Y10,2,3=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;
Y10,2,4 – ავეჯის მდგომარეობა: Y10,2,4=1, თუ ავეჯის მდგომარეობაა კარგი, Y10,2,4=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;
Y10,2,5 – ავეჯის მდგომარეობა: Y10,2,5=1, თუ ავეჯის მდგომარეობაა ძალიან კარგი, Y10,2,5=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;
Y10,3,1 – Y10,3,1 =1, თუ შინამეურნეობას კბილის პასტა აქვს, Y10,3,1 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში;
Y10,3,2 – Y10,3,2 =1 თუ შინამეურნეობას შამპუნი აქვს, Y10,3,2 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში;
Y10,3,3 – Y10,3,3 =1, თუ შინამეურნეობას სარეცხი საპონი/ფხვნილი აქვს, Y10,3,3 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში;
Y10,3,4 – Y10,3,4 =1, თუ შინამეურნეობას ჭურჭლის სარეცხი საშუალება აქვს, Y10,3,4=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;
Y10,4,1 – სახლ-კარის მდგომარეობა: Y10,4,1=1, თუ სახლ-კარის მდგომარეობაა ძალიან ცუდი, Y10,4,1=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;
Y10,4,2 – სახლ-კარის მდგომარეობა: Y10,4,2=1, თუ სახლ-კარის მდგომარეობაა ცუდი, Y10,4,2=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;
Y10,4,3 – სახლ-კარის მდგომარეობა: Y10,4,3=1, თუ სახლ-კარის მდგომარეობაა საშუალო, Y10,4,3=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;
Y10,4,4 – სახლ-კარის მდგომარეობა: Y10,4,4=1, თუ სახლ-კარის მდგომარეობაა კარგი, Y10,4,4=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;
Y10,4,5 – სახლ-კარის მდგომარეობა: Y10,4,5=1, თუ სახლ-კარის მდგომარეობაა ძალიან კარგი, Y10,4,5=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;
Y10,5,1 – ინტერვიუერის ზოგადი შეფასება: Y10,5,1=1, თუ ინტერვიუერის შეფასებაა საშუალოზე მაღალი შეძლების, Y10,5,1=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;
Y10,5,2 – ინტერვიუერის ზოგადი შეფასება: Y10,5,2=1, თუ ინტერვიუერის შეფასებაა საშუალო შეძლების, Y10,5,2=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;
Y10,5,3 – ინტერვიუერის ზოგადი შეფასება: Y10,5,3=1, თუ ინტერვიუერის შეფასებაა ღარიბი, Y10,5,3=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;
Y10,5,4 – ინტერვიუერის ზოგადი შეფასება: Y10,5,4=1, თუ ინტერვიუერის შეფასებაა ღატაკი, Y10,5,4=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;
Y10,5,5 – ინტერვიუერის ზოგადი შეფასება: Y10,5,5=1, თუ ინტერვიუერის შეფასებაა უკიდურესად ღატაკი, Y10,5,5=0 წინააღმდეგ შემთხვევაში.
მუხლი 14🔗. კოეფიციენტების ცხრილები
1. კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში სხვადასხვა ტიპის დასახლებულ პუნქტებში ინდექსების კოეფიციენტები განსხვავებულია. კერძოდ, გამოიყო ოთხი ტიპის დასახლებული პუნქტი:
ა) თბილისი;
ბ) დიდი ქალაქი;
გ) პატარა ქალაქი;
დ) სოფელი.
2. kij კოეფიციენტები ყველა ტიპის დასახლებული პუნქტებისათვის ერთი და იგივეა. მათი მნიშვნელობები მოცემულია №1 ცხრილში:
ცხრილი №1
კოეფიციენტი
k1,1
k1,2
k1,3
k1,4
k1,5
k1,6
k2,1
k2,2
k2,3
k2,4
k2,5
k2,6
მნიშვნელობა
0.470
0.447
0.040
0.358
0.710
0.301
0.106
0.106
0.014
0.018
0.014
0.018
კოეფიციენტი
k3,1
k3,2
k3,3
k3,4
k3,5
k3,6
k3,7
k3,8
k3,9
k3,10
k3,11
k3,12
მნიშვნელობა
0.623
1.004
0.954
0.681
0.484
0.120
0.505
0.120
0.182
0.336
0.120
0.336
კოეფიციენტი
k3,13
k3,14
k3,15
k3,16
k3,17
k3,18
k3,19
k4,0
k4,1
k4,2
k4,3
k5,1
მნიშვნელობა
0.336
0.120
0.338
0.088
0.351
0.336
0.132
0.139
0.184
0.248
0.522
0.361
კოეფიციენტი
k5,2
k5,3
k5,4
k5,5
k5,6
k5,7
k5,8
k5,9
k5,10
k5,11
k8,21
k8,22
მნიშვნელობა
0.241
0.266
0.277
0.357
0.407
0.330
0.163
0.177
0.372
0.226
-0.724
0.132
კოეფიციენტი
k8,23
k8,24
k10,1,1
k10,1,2
k10,1,3
k10,1,4
k10,1,5
k10,2,1
k10,2,2
k10,2,3
k10,2,4
k10,2,5
მნიშვნელობა
0.150
0.233
-0.145
-0.072
0.000
0.072
0.145
-0.112
-0.056
0.056
0.056
0.112
კოეფიციენტი
K10,3,1
k10,3,2
k10,3,3
k10,3,4
k10,4,1
k10,4,2
k10,4,3
k10,4,4
k10,4,5
k10,5,1
k10,5,2
k10,5,3
მნიშვნელობა
0.203
0.367
0.149
0.075
-0.187
-0.062
0.000
0.062
0.125
0.355
0.237
0.118
კოეფიციენტი
K10,5,4
k10,5,5
მნიშვნელობა
-0.118
-0.355
3. და კოეფიციენტების მნიშვნელობები განსხვავებული ტიპის დასახლებული პუნქტისათვის სხვადასხვაა. მათი მნიშვნელობები მოცემულია №2 ცხრილში:
ცხრილი №2
კოეფიციენტი
თბილისი
დიდი ქალაქი
პატარა ქალაქი
სოფელი
L0
3.74
3.57
3.57
3.93
L1
0
0
0.37
0.44
L2
0
0
0
0.33
L3
0.61
0.66
0.34
0.49
L4
0.66
0.31
0.77
0.29
L5
0.33
0.60
0.48
0.24
L6,1
0.50
0.50
0.27
0.44
L6,2
0.24
0.18
0.34
0.13
L6,3
0
0
0
0.07
L6,4
0
0
-0.17
0
L7,1
0.18
0
0
0.12
L7,2
0
0
0
-0.15
L7,3
0
0
0
0.11
L8,1
0
0.18
0
0
L8,2
0.18
0
0.44
0
L9,1
0
0
0.01
0.00
L9,2
0
0
-0.02
0.04
L9,3
0
0
0.00
-0.03
L9,4
0
0
0.01
0.03
L9,5
0
0
0.06
0.00
L9,6
0
0
0.08
0.03
L9,7
0
0
-0.02
-0.04
L9,8
0
0
-0.03
-0.05
L9,9
0
0
0
0.04
L10
0.12
0.13
0.29
0.11
მუხლი 15🔗. შინამეურნეობის საჭიროების ინდექსის გამოთვლა
1. შინამეურნეობის საჭიროების ინდექსის დასადგენად უნდა დავადგინოთ ეკვივალენტურ მოზრდილთა ჯამური რაოდენობა შინამეურნეობაში.
2. ეტალონურ მოზრდილად ითვლება 30-39 წლის ჯანმრთელი მამაკაცი.
3. ეკვივალენტურ მოზრდილთა ჯამური რაოდენობა შინამეურნეობაში გამოითვლება შემდეგი წესით:
შინამეურნეობის ყოველი i-ური წევრისათვის, მისი სქესის, ასაკისა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, განისაზღვრება ეკვივალენტობის კოეფიციენტი: რიცხვი ei, რომელიც გამოხატავს ამ წევრის საჭიროების დონეს ეტალონურ მოზრდილთან მიმართებაში.
ეკვივალენტურობის კოეფიციენტები მოცემულია №3 ცხრილში:
ცხრილი №3
სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფი
0–3
4–6
7–12
13–17
18–29
კაცი
18–29
ქალი
30–39
კაცი
30–39
ქალი
40–59
კაცი
40–59
ქალი
60+
კაცი
60+
ქალი
№
კატეგორია
1
ჯანმრთელი კონტინგენტი
0.90
0.83
0.85
0.90
0.97
0.86
1.00
0.90
0.96
0.84
0.87
0.75
2
შშმ* ბავშვი – ფგკ**
1.54
1.42
1.46
1.53
-
-
-
-
-
-
-
-
3
შშმპ I ჯგუფი
-
-
-
-
1.75
1.63
1.78
1.68
1.74
1.61
1.65
1.53
4
შშმპ II ჯგუფი
-
-
-
-
1.64
1.53
1.67
1.57
1.63
1.51
1.56
1.42
5
შშმპ III ჯგუფი
-
-
-
-
1.48
1.36
1.50
1.40
1.47
1.34
1.38
1.26
6
ლტოლვილები
1.18
1.01
1.06
1.11
1.20
1.09
1.23
1.13
1.19
1.07
1.10
0.98
7
სარეცელზე მიჯაჭული
1.63
1.46
1.51
1.56
1.71
1.60
1.74
1.64
1.70
1.58
1.60
1.49
8
მარტოხელა პენსიონერები
-
-
-
-
1.42
1.31
1.45
1.35
1.41
1.29
1.32
1.20
9
ფეხმძიმე ქალი
-
-
-
0.93
-
0.89
-
0.93
-
0.87
-
-
10
მეძუძური დედა
-
-
-
0.97
-
0.93
-
0.97
-
0.91
-
-
11
მარტოხელა დედა
-
-
-
1.02
-
0.98
-
1.02
-
0.96
-
-
12
ობოლი (დედ-მამით)
1.16
0.94
0.98
1.03
-
-
-
-
-
-
-
-
შენიშვნა: თუ პიროვნება მიეკუთვნება რამდენიმე კატეგორიას, მაშინ მას მიენიჭება ის კოეფიციენტი, რომელიც უდიდესია (მაგ. თუ 45 წლის მამაკაცი არის ლტოლვილი და ამასთან II ჯგუფის ინვალიდი, მას მიენიჭება კოეფიციენტი 1.63, რომელიც არის უდიდესი 1.19 და 1.63 რიცხვებს შორის).
შინამეურნეობაში ეკვივალენტურ მოზრდილთა ჯამური რაოდენობა (E) ტოლია მისი თითოეული წევრის ეკვივალენტობის კოეფიციენტის ჯამის:
.
4. შინამეურნეობის საჭიროების ინდექსი გამოითვლება ფორმულით:
,
სადაც, n არის შინამეურნეობის წევრთა რაოდენობა. b=0.2 – თანაცხოვრების ეფექტის მაჩვენებელი, ხოლო – ეკვივალენტურ მოზრდილთა რაოდენობა შინამეურნეობაში.
– მინიმალური სამომხმარებლო კალათის ღირებულება ფორმულის შექმნის მომენტში.
მუხლი 16🔗. შინამეურნეობის სარეიტინგო ქულის გამოთვლა და გამოყენება
1. იმისათვის, რომ გამოვითვალოთ მაძიებლის სარეიტინგო ქულა, მე-15 მუხლში მოყვანილ ფორმულებში Yi,j და Yi,j,k სიდიდეების ნაცვლად უნდა შევიტანოთ მონაცემები ამ მაძიებელთან სოციალური აგენტის მიერ შევსებული კითხვარიდან, Li, Li,j, ki,j და ki,j,m კოეფიციენტების მნიშვნელობები №1-2 ცხრილებიდან, ხოლო ei-ს მნიშვნელობები №3 ცხრილიდან. ამის შედეგად მიღებული სამომხმარებლო და საჭიროების ინდექსების ფარდობა მოგვცემს მაძიებლის კეთილდღეობის ინდექსს.
2. მაძიებლის სარეიტინგო ქულა გამოითვლება ფორმულით:
სადაც
არის მაძიებლის კეთილდღეობის ინდექსი;
int(x) აღნიშნავს x რიცხვის მთელ ნაწილს, ანუ იმ უდიდეს მთელ რიცხვს, რომელიც x-ს არ აღემატება.
ამგვარად, სარეიტინგო ქულა არის დადებითი მთელი რიცხვი;
3. მას შემდეგ რაც მაძიებლები დალაგდებიან სარეიტინგო ქულების ზრდის მიხედვით, ყოველი კონკრეტული სოციალური პროგრამისათვის შესაძლებელი გახდება ამ პროგრამის ბენეფიციარების შერჩევა.
4. იმ მაძიებლებს, რომელთაც ექნებათ ერთნაირი სარეიტინგო ქულები, ექნებათ პროგრამის ბენეფიციარად გახდომის თანაბარი უფლება.
* ა მუხლში გამოყენებული ყველა კოეფიციენტის მნიშვნელობა მოცემულია №1 ცხრილსა და №2 ცხრილში.