⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (21.07.2006)
გაუქმებულია:

სამეწარმეო რეესტრის წარმოების წესის დამტკიცებისა და რეგისტრაციისათვის უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 10.08.2005
ძალის დაკარგვა 21.07.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №127
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 93, 10/08/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,141 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.08.2005 მიღება
21.07.2006 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
1 2
საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა იურიდიული მისამართი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სამეწარმეო რეესტრის წარმოების წესის დამტკიცებისა და რეგისტრაციისათვის უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოების განსაზღვრის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:30.0pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in .75in 45.0pt 60.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №127 2005 წლის 4 აგვისტო ქ. თბილისი სამეწარმეო რეესტრის წარმოების წესის დამტკიცებისა და რეგისტრაციისათვის უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოების განსაზღვრის შესახებ „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 4.6 პუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს „სამეწარმეო რეესტრის წარმოების წესი” დანართებთან ერთად. 2. საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაციისათვის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოებად განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის: ა) თბილისის საგადასახადო ინსპექცია; ბ) ბათუმის საგადასახადო ინსპექცია; გ) რუსთავის საგადასახადო ინსპექცია; დ) ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია; ე) ფოთის საგადასახადო ინსპექცია; ვ) გორის საგადასახადო ინსპექცია; ზ) თელავის საგადასახადო ინსპექცია; თ) ახალციხის საგადასახადო ინსპექცია; ი) აფხაზეთის საგადასახადო ინსპექცია. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) 2005 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ დადგენილების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საგადასახადო ორგანოებში საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაციისათვის საჭირო ორგანიზაციული (მ.შ. საშტატო), მატერიალურ-ტექნიკური და სასწავლო-მეთოდური ღონისძიებების განხორციელება. 4. ეთხოვოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს (ვ. ცერცვაძე) დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს საერთო სასამართლოებიდან სამეწარმეო რეესტრისა და საარქივო მასალების გადატანის პროცესის ორგანიზაციული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტაში. 5. დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2005 წლის 1 სექტემბრიდან, მე-3 და მე-4 პუნქტები კი გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი        ზ. ნოღაიდელი სამეწარმეო რეესტრის წარმოების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სამეწარმეო რეესტრი არის საჯარო (სახელმწიფო) ნუსხა იმ ფაქტებისა, რომელთაც ეკონომიკურ ურთიერთობებში სამართლებრივი მნიშვნელობა აქვთ. 2. სამეწარმეო რეესტრს აწარმოებენ ამ დადგენილებით განსაზღვრული საგადასახადო ინსპექციები. 3. სამეწარმეო რეესტრის წარმოება არის საგადასახადო ორგანოს მიერ სახელმწიფო რეგისტრაციისას განსახორციელებელი იმ სათანადო ღონისძიებების პროცესი, რომლებიც განსაზღვრულია „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით. 4. ერთიანი სამეწარმეო რეესტრი არის უფლებამოსილი საგადასახადო ინსპექციების მიერ სამეწარმეო რეესტრში შეტანილი მონაცემების სისტემატიზაციის შედეგად მიღებული კონსოლიდირებული (ნაერთი) ინფორმაცია, რომელსაც აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი. 5. საგადასახადო ორგანოების მიერ საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაცია ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესებისა და ვადების მიხედვით. 6. აღნიშნული წესი ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოზე, ინდივიდუალური საწარმოს გარდა.     მუხლი 2🔗. საგადასახადო ორგანოების მიერ სამეწარმეო რეესტრში ინფორმაციის შეტანის წესი 1. განცხადება (დანართი №1) საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ შეიტანება საწარმოს ადგილსამყოფლის მიხედვით საგადასახადო ინსპექციაში. 2. რეგისტრაციისათვის პასუხისმგებელი პირი წარმოდგენისთანავე ამოწმებს სარეგისტრაციო განცხადებაში შეტანილ მონაცემთა სისწორეს, განცხადებისათვის თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას კანონით დადგენილ მოთხოვნებთან და, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებს საწარმოს რეგისტრაციისათვის დადგენილ პირობებს, დაუყოვნებლად (იმავე ან მეორე დღეს) გადასცემს წარმოდგენილ დოკუმენტებს ინსპექციის უფროსს (მოადგილეს) გადაწყვეტილების მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები შეიცავს კანონით დადგენილ საფუძვლებს საწარმოს რეგისტრაციისათვის უარის თქმის თაობაზე ან ხარვეზიანია, რეგისტრაციისათვის პასუხისმგებელი პირი დაუყოვნებლად (იმავე ვადებში) ინსპექციის ხელმძღვანელობას წარუდგენს მოხსენებით ბარათს აღმოჩენილ ნაკლოვანებათა შესახებ. 3. ინსპექციის უფროსი (მოადგილე) საწარმოს რეგისტრაციის თაობაზე საგადასახადო ინსპექციაში შემოსული განცხადებისა და მისთვის თანდართული დოკუმენტების მიღებიდან სამ სამუშაო დღეში იღებს გადაწყვეტილებას (გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს) საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით ხდება საწარმოს გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე აყვანა, საწარმოს ენიჭება შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი და გადაეცემა გადასახადის გადამხდელის მოწმობა. ბრძანების გამოცემისთანავე ინსპექციამ დაუყოვნებლად უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მონაცემების სამეწარმეო რეესტრის ფორმულარებში შეტანა და ამის შემდეგ სარეგისტრაციო მოწმობის (დანართი №2) გაცემა. 4. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები შეიცავს კანონით დადგენილ საფუძვლებს საწარმოს რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, რეგისტრაციისათვის პასუხისმგებელი პირის მოხსენებითი ბარათის მიღებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა ინსპექციის უფროსი (მოადგილე) იღებს გადაწყვეტილებას (გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს) საწარმოს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. საგადასახადო ინსპექციის მიერ ამ აქტთან ერთად განმცხადებელს უბრუნდება რეგისტრაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაცია. 5. თუ განცხადება ხარვეზიანია, საგადასახადო ინსპექციის უფროსი (მოადგილე) რეგისტრაციისათვის პასუხისმგებელი პირის მოხსენებითი ბარათის მიღებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უგზავნის წერილს განმცხადებელს არსებული ხარვეზის თაობაზე და აძლევს 15-დღიან ვადას ხარვეზის შევსებისათვის. ხარვეზის აღმოფხვრამდე მე-3 პუნქტში მითითებული განცხადების განხილვის ვადა შეჩერებულად ითვლება. 15 დღის ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირის მოხსენებითი ბარათის მიღებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა ინსპექციის უფროსი (მოადგილე) იღებს გადაწყვეტილებას (გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს) საწარმოს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. საგადასახადო ინსპექციის მიერ ამ აქტთან ერთად განმცხადებელს უბრუნდება რეგისტრაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაცია. 15 დღის ვადაში ხარვეზის შევსების შემთხვევაში რეგისტრაციისათვის პასუხისმგებელი პირი დაუყოვნებლად (იმავე ან მეორე დღეს) გადასცემს წარმოდგენილ დოკუმენტებს ინსპექციის უფროსს (მოადგილეს), რომელიც იღებს გადაწყვეტილებას (გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს) საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ. 6. საგადასახადო ორგანოს უარი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის ან/და საზოგადოების რეგისტრაციის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 7. რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების ყოველი ცვლილება საჭიროებს რეგისტრაციას, რისთვისაც საზოგადოების ხელმძღვანელმა (ხელმძღვანელებმა) კანონით დადგენილი წესით (პროცედურებით) განცხადებით და თანდართული დოკუმენტებით უნდა მიმართონ შესაბამის საგადასახადო ინსპექციას, რომელიც ცვლილების რეგისტრაციის შემდეგ ახდენს შესაბამის მონაცემთა შეტანას სამეწარმეო რეესტრის ფორმულარებში. 8. საგადასახო დეპარტამენტის სისტემაში იქმნება სამეწარმეო რეესტრის ფორმულარებში შეტანილი მონაცემების ელექტრონული ბაზა, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის გაცემა.     მუხლი 3🔗. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი და მისი გაცემის წესი 1. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი არის კონკრეტულ საწარმოზე სამეწარმეო რეესტრში შეტანილი ძირითადი სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ფაქტების შემცველი დადგენილი ფორმის დოკუმენტი (დანართი №3). 2. სამეწარმეო რეესტრის მონაცემები საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს საწარმოს შესახებ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართოს საგადასახადო ინსპექციას საწარმოს ადგილსამყოფლის მიხედვით. 3. ინსპექცია ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღეში გასცეს მოთხოვნილ საწარმოზე სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი. 4. იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ინსპექციაში სამეწარმეო რეესტრის ფორმულარების ბაზა (მ.შ. ელექტრონული) არ შეიცავს მოთხოვნილ ინფორმაციას საწარმოს შესახებ, ინსპექცია საგადასახადო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის მეშვეობით აზუსტებს მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემისათვის უფლებამოსილ საგადასახადო ინსპექციას და აღნიშნულის თაობაზე შესაბამის ინფორმაციას არა უგვიანეს 10 დღისა აწვდის განმცხადებელს. 5. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი მოიცავს: ა) საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას; ბ) იურიდიულ მისამართს; გ) საქმიანობის სახეს; დ) მონაცემებს საწესდებო კაპიტალის შესახებ; ე) მონაცემებს დამფუძნებლ(ებ)ის, დირექტორ(ებ)ის (ხელმძღვანელ(ებ)ის) და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შესახებ; ვ) მონაცემებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების შესახებ; ზ) მონაცემებს სავაჭრო წარმომადგენლების ან პროკურისტების შესახებ; თ) მონაცემებს სახელმწიფო რეგისტრაციის (რეგისტრაციაში ცვლილებ(ებ)ის) შესახებ თარიღისა და ნომრის მითითებით; ი) მარეგისტრირებელ ორგანოს; კ) ამონაწერის გაცემის თარიღს. 6. სამეწარმეო რეესტრში საწარმოს შესახებ არსებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი უნდა მოიცავდეს შესაბამის ცვლილებებს მისი გაცემის დღისათვის არსებული მდგომარეობით. 7. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერს ხელს აწერს რეგისტრაციისათვის პასუხისმგებელი პირი და ხელმოწერა მოწმდება საგადასახადო ინსპექციის ბეჭდით. 8. ამონაწერის მოქმედების ვადაა 15 დღე გაცემის თარიღიდან.     მუხლი 4🔗. გარდამავალი დებულებები 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა: ა) განახორციელოს საერთო სასამართლოებიდან საგადასახადო ინსპექციებში შესაბამისი დოკუმენტაციის გადატანასთან დაკავშირებით ინსპექციების მიერ გაწეული საქმიანობის კოორდინაცია; ბ) უზრუნველყოს სახელმწიფო რეესტრის წარმოების კომპიუტერული პროგრამის შემუშავება. 2. დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა საგადასახადო ინსპექციებმა უზრუნველყონ სასასამართლოებიდან გადმოცემული დოკუმენტების (მასალების) საფუძველზე შესაბამისი მონაცემების შეტანა სამეწარმეო რეესტრის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. დანართი №1 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . საგადასახადო ინსპექციას  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .             (საწარმოს პარტნიორ(ებ)ი ან დირექტორი) გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარების თაობაზე 1. საწარმოს საფირმო სახელწოდება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2. საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3. ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4. მონაცემები სამეურნეო წლის დასაწყისისა და დამთავრების შესახებ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5. ყოველი დამფუძნებლის ა) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .                      (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი) ბ) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (იურიდიული პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება და რეგისტრაციის მონაცემები (იურიდიული მისამართი, იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც რეგისტრაციაში გაატარა იურიდიული პირი, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, მისი წარმომადგენლის მონაცემები) 6. წარმომადგენლობის უფლებამოსილება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 7. ყოველი კომანდიტის შესატანის ოდენობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .                                (კს-ის შემთხვევაში) 8. საწესდებო კაპიტალის ოდენობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .                                        (შპს-ის, სს-ის და კოოპერატივის შემთხვევაში) 9. მონაცემები ყოველი დირექტორის შესახებ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  (მხოლოდ შპს-ის, სს-ის და კოოპერატივის შემთხვევაში - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი) 10. მონაცემები სამეთვალყურეო საბჭოს ყოველი წევრის შესახებ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (მხოლოდ შპს-ში, სს-ში და კოოპერატივში არსებობის შემთხვევაში - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი) 11. სხვა ინფორმაცია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გთხოვთ გაატაროთ რეგისტრაციაში დადგენილი წესით განმცხადებლ(ებ)ის ხელმოწერა:                                    /                          /                                                                                       /                           /                                                                                       /                           /                                                                                       /                           / დანართი №2 საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობა № 1. მოწმობა გაიცა  _________________________________________________________________________________ (საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საფირმო სახელწოდება) 2. იურიდიული მისამართი -------------------------------------------------------------------- 3. საწარმო რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად და ჩართულია სამეწარმეო რეესტრში -------------------------------------------------                                                                                                (რიცხვი, თვე, წელი) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი ---------------------------------------------------- სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის თარიღი: საგადასახადო ინსპექციის უფროსი                    /                       / დანართი №3 სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . შესახებ (საწარმოს დასახელება) საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა იურიდიული მისამართი საქმიანობის სახე მონაცემები საწესდებო კაპიტალის შესახებ მონაცემები დამფუძნებლ(ებ)ის, დირექტორ(ებ)ის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შესახებ წარმომადგენლობა დირექტორ(ებ)ის მიერ სავაჭრო წარმომადგენლ(ებ)ი ან პროკურისტ(ებ)ი სახელმწიფო რეგისტრაციის (ცვლილების) თარიღი და ნომერი მარეგისტრირებელი ორგანო შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10  რეგისტრაციისათვის პასუხისმგებელი პირი  „ . . “          „ . . . . . . . . .“ (ხელმოწერის თარიღი)