გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის ან ფაუნის სახეობათა წარმომადგენლის (წარმომადგენლების) იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 31.05.2006
ძალის დაკარგვა 13.02.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №96
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 73, 01/06/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,347 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.05.2006 მიღება
13.02.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის ან ფაუნის სახეობათა წარმომადგენლის (წარმომადგენლების) იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 60.0pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №96 2006 წლის 31 მაისი ქ. თბილისი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის ან ფაუნის სახეობათა წარმომადგენლის (წარმომადგენლების) იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის ან ფაუნის სახეობათა წარმომადგენლის (წარმომადგენლების) იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი დ ე ბ უ ლ ე ბ ა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის ან ფაუნის სახეობათა წარმომადგენლის (წარმომადგენლების) იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ     მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. ეს დებულება არეგულირებს „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის“ (CITES) (შემდგომში – კონვენცია) დანართებში შეტანილ სახეობათა ნიმუშების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს. 2. საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება ამ დადგენილებით, რეგულირდება კონვენციის შესაბამისად.     მუხლი 2🔗. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).     მუხლი 3🔗. ნებართვის გაცემის საფუძველი ნებართვა გაიცემა: ა) კონვენციის I დანართში შეტანილ სახეობათა ნიმუშების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტისათვის; ბ) კონვენციის II დანართში შეტანილ სახეობათა ნიმუშების ექსპორტისა და რეექსპორტისათვის; გ) კონვენციის III დანართში შეტანილ სახეობათა ნიმუშების რეექსპორტისათვის.     მუხლი 4🔗. ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები 1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით. 2. წერილობითი განცხადება, გარდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტისათვის განკუთვნილ სახეობათა ნიმუშების (სახეობა, ნაწილი, დერივატი) დასახელებას (ქართული და/ან სამეცნიერო სახელწოდება), რაოდენობას, აღწერას; ბ) სახეობის ნიმუშის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზანს (კომერციული, ზოოპარკისათვის, ბოტანიკური ბაღისათვის, ცირკისა და მოძრავი გამოფენისათვის, სამეცნიერო, სანადირო ტროფეა, კერძო საკუთრება, სამედიცინო, საგანმანათლებლო, ბუნებაში რეინტროდუქცია/ინტროდუქციისათვის, ხელოვნურად მოშენებისათვის/ტყვეობაში გამრავლებისათვის); გ) ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტისათვის განკუთვნილი სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყაროს (ველური ბუნება, ტყვეობაში გამრავლებული ან ხელოვნურად მოშენებული, წარმოშობის დროს); დ) თუ ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტისათვის განკუთვნილი სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყარო არ შეესაბამება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებს, წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი განმარტებები; ე) იმპორტიორის, ექსპორტიორის, რეექსპორტიორის (ნებართვის მიმღების ალტერნატივა) სრულ დასახელებას და მისამართს. 3. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ექსპორტის შემთხვევაში: ა.ა) ფაუნის სახეობათა ნიმუშების მოპოვების ლეგალურობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ბ) კონვენციის I დანართში შეტანილი ფაუნის სახეობის ნიმუშის შემთხვევაში ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა ასევე იმპორტიორი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა; ა.გ) კონვენციის II დანართის ფლორის სახეობათა ნიმუშების კომერციული მიზნით ექსპორტის შემთხვევაში გაფორმებული ხელშეკრულებები იმპორტიორთან, რომლებშიც მითითებულია შესასყიდი რაოდენობა (ცალობით) და ფასი; ბ) სახეობათა ნიმუშების იმპორტის შემთხვევაში – ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატი, ხოლო ცოცხალი ნიმუშის იმპორტის შემთხვევაში ასევე ნიმუშის შენახვისა და მოვლის სათანადო პირობების დამადასტურებელი დოკუმენტები. გ) რეექსპორტის შემთხვევაში: გ.ა) ექსპორტიორი ან ბოლო რეექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ნებართვა ან სერტიფიკატი; გ.ბ) კონვენციის I დანართში შეტანილ სახეობათა ცოცხალი ნიმუშების შემთხვევაში – იმპორტის ქვეყნის მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა; დ) სახეობათა ნიმუშების ტრანზიტის შემთხვევაში – ექსპორტის ან ბოლო რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული ნებართვა და იმპორტის ნებართვა.     მუხლი 5🔗. ნებართვის გაცემის განსაკუთრებული პირობები 1. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის შემთხვევაში: ა) ექსპორტისა და იმპორტის ნებართვა გაიცემა, თუ სამეცნიერო ორგანოს გამოაქვს დასკვნა, რომ ამგვარი ექსპორტი/იმპორტი არ შეუქმნის გადაშენების საფრთხეს მოცემულ სახეობას; ბ) იმპორტის შემთხვევაში ნებართვა გაიცემა, თუ ნიმუში არ იქნება გამოყენებული უპირატესად კომერციული მიზნებისათვის. 2. კონვენციის II დანართში შეტანილ სახეობათა ნიმუშების ექსპორტის ნებართვა გაიცემა წლიური კვოტის ფარგლებში და სამეცნიერო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, რომ ამგვარი ექსპორტი არ უქმნის აღნიშნულ სახეობას გადაშენების საფრთხეს. 3. თუ კონვენციის II დანართში შეტანილ ფლორის სახეობათა ნიმუშებზე ექსპორტის მოთხოვნა აღემატება წლიურ საექსპორტო კვოტას, კვოტა ნაწილდება შემდეგი პრინციპით: ა) პირველ რიგში კმაყოფილდება ის ექსპორტიორი, რომლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს სახეობის სასაქონლო ერთეულზე (ერთ ცალზე) ყველაზე მაღალ შესასყიდ ფასს იმპორტიორის მხრიდან, ხოლო შემდგომში სხვა ექსპორტიორების მოთხოვნების დაკმაყოფილება ხდება ამავე პრინციპის საფუძველზე; ბ) იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს სახეობის სასაქონლო ერთეულზე თანაბარ შესასყიდ ფასს იმპორტიორ(ებ)ის მხრიდან, მაშინ პირველ რიგში კმაყოფილდება ის ექსპორტიორი, რომელსაც წარმოდგენილი აქვს განაცხადი ყველაზე ადრე; გ) იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს სახეობის სასაქონლო ერთეულზე თანაბარ შესასყიდ ფასს იმპორტიორ(ებ)ის მხრიდან და ეს განაცხადები წარმოდგენილია ერთსა და იმავე დღეს, მაშინ მოთხოვნა კმაყოფილდება წარმოდგენილი განაცხადების პროპორციულად. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში განაცხადების შემოტანა ხდება დახურული კონვერტებით. 5. სხვა შემთხვევაში ნებართვა გაიცემა, თუ წარმოდგენილი განაცხადი და დოკუმენტაცია აკმაყოფილებს მე-5 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.     მუხლი 6🔗. ნებართვის გაცემის წესი 1. ნებართვის გაცემის ზოგადი წესი რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. II დანართის სახეობათა ნიმუშების კომერციული მიზნით ექსპორტის შემთხვევაში სამეცნიერო ორგანო შეიმუშავებს ამ ნიმუშთა ექსპორტის წლიურ კვოტას, რომელსაც განიხილავს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 3. ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით იქმნება მინისტრის სათათბირო საბჭო „სამეცნიერო ორგანო“. 4. განაცხადის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას იღებს სამეცნიერო ორგანო ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში „ერთი სარკმლის“ პრინციპის საფუძველზე.     მუხლი 7🔗. ნებართვის მოქმედების ვადა 1. ნებართვით სარგებლობა ვადიანია. 2. სახეობათა ნიმუშების ექსპორტისა და რეექსპორტის ნებართვები ძალაშია გაცემიდან ექვსი თვის განმავლობაში. 3. სახეობათა ნიმუშების იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვა ძალაშია გაცემიდან თორმეტი თვის განმავლობაში.     მუხლი 8🔗. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები სამინისტრო არ გასცემს ნებართვას, თუ დარღვეულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.     მუხლი 9🔗. ნებართვის გაცემაზე უარის გასაჩივრება სამინისტროს გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.     მუხლი 10🔗. ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.     მუხლი 11🔗. სანებართვო მოწმობის ფორმა 1. სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით. 2. სამინისტრო გასცემს ნებართვის ორიგინალს და სამ ასლს, რომლებსაც ნებართვის მფლობელი წარადგენს საქართველოს საბაჟოზე, იმპორტიორი ქვეყნის საბაჟოზე, ხოლო ერთი ასლი რჩება სამინისტროში.     მუხლი 12🔗. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დებულებები.     მუხლი 13🔗. უარი ნებართვის გაცემაზე ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.     მუხლი 14🔗. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი და პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება 1. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის და ნებართვების გაუქმების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. საქართველოს საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებმა განახორციელონ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საექსპორტო ხელშეკრულების პირობების კონტროლი.