საქონლის დროებითი შემოტანის ან/და გატანის და საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 11.08.2005
ძალის დაკარგვა 23.04.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №131
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 95, 15/08/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქონლის დროებითი შემოტანის ან/და გატანის და საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:-.25pt; margin-bottom:0in; margin-left:-27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:normal; font-style:italic;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:130%; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:-.25pt; margin-bottom:0in; margin-left:-27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; border:none; padding:0in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 53.85pt 45.1pt 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №131
2005 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
საქონლის დროებითი შემოტანის ან/და გატანის და საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 34-ე და 36-ე პუნქტების და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს დროებითი ინსტრუქცია საქონლის დროებითი შემოტანის ან/და გატანის და საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ (დანართი №1).
2. დამტკიცდეს საქონლის დროებითი შემოტანის ან/და გატანისა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების სანებართვო მოწმობების ფორმები (დანართები: №2 და №3).
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დანართი №1
დროებითი ინსტრუქცია
საქონლის დროებითი შემოტანის ან/და გატანის და საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
დროებითი ინსტრუქცია საქონლის დროებითი შემოტანის ან/და გატანის და საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ (შემდგომში _ ინსტრუქცია) აწესრიგებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ გარდამავალ პერიოდში, საქართველოს საბაჟო კოდექსში სათანადო ცვლილებების შეტანამდე, საქონლის დროებითი შემოტანის ან/და გატანის და საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების ნებართვების გაცემის წესსა და პირობებს.
თავი II
საქონლის დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვის გაცემის წესი და პირობები
მუხლი 2🔗
საქონლის დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს წარუდგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნებს.
მუხლი 3🔗
ინსტრუქციის მე-2 მუხლით გათვალისწინებულის გარდა, ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით პირობებს:
ა) წარმოადგინოს საქონლის შემოტანის ან გატანის ვალდებულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი;
ბ) წარმოადგინოს დროებით შემოსატანი ან გასატანი საქონლის უცვლელ მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულება, იმ ცვლილებების გარდა, რომლებიც გამოწვეულია საქონლის ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში ბუნებრივი დანაკარგებით;
გ) ასრულებდეს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.
მუხლი 4🔗
ნებართვა არ გაიცემა, თუ შეუძლებელია დროებით შემოსატანი ან/და გასატანი საქონლის საიმედო იდენტიფიკაციის უზრუნველყოფა.
მუხლი 5🔗
1. ნებართვა გაიცემა კონკრეტულ საქონელზე ან სასაქონლო პარტიაზე არა უმეტეს 1 კალენდარული წლის ვადით.
2. ნებართვის მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება იმავე ვადის ფარგლებში ნებართვის მფლობელის წერილობითი განცხადებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე, თუ ნებართვის მფლობელის მხრიდან სანებართვო პირობები არ დარღვეულა.
მუხლი 6🔗
ნებართვის გაცემა, ნებართვის გაცემაზე უარის თქმა, სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება და ნებართვის გაუქმება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის VII-VIII თავებით დადგენილი წესით.
თავი III
საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების ნებართვის გაცემის წესი და პირობები
მუხლი 7🔗
საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს წარუდგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნებს.
მუხლი 8🔗
ინსტრუქციის მე-7 მუხლით გათვალისწინებულის გარდა, ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით პირობებს:
ა) წარმოადგინოს იმ ფაქტის დამადასტურებელი საბუთი, რომ გადასამუშავებლად განკუთვნილი საქონელი არის საქართველოს საქონელი (სამამულო ან/და საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალ ბრუნვაში მოქცეული საქონელი);
ბ) წარმოადგინოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადასამუშავებლად გატანის საფუძველი (ხელშეკრულება ან საქონელზე უფლებამოსილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);
გ) წარმოადგინოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავების შედეგად მისაღები პროდუქტების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თავისუფალ ბრუნვაში მოქცევის ვალდებულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი;
დ) წარმოადგინოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების შედეგად მისაღები პროდუქციის გამოსავლიანობის განმსაზღვრელი დოკუმენტი;
ე) ასრულებდეს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.
მუხლი 9🔗
1. ნებართვა გაიცემა, თუ შესაძლებელია გადასამუშავებლად გატანილი საქონლის გადამუშავების პროდუქტების იდენტიფიკაციის უზრუნველყოფა.
2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გატანილი საქონლის გადამუშავებით მიღებული პრო-დუქტების შეცვლა უცხოური საქონლით დაიშვება კანონმდებლობით დადგენილი წესით და შემთხვევებში.
მუხლი 10🔗
1. ნებართვა გაიცემა კონკრეტულ საქონელზე ან სასაქონლო პარტიაზე არა უმეტეს 6 თვის ვადით.
2. ნებართვის მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება იმავე ვადის ფარგლებში ნებართვის მფლობელის წერილობითი განცხადებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე, თუ ნებართვის მფლობელის მხრიდან სანებართვო პირობები არ დარღვეულა.
მუხლი 11🔗
ნებართვის გაცემა, ნებართვის გაცემაზე უარის თქმა, სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება და ნებართვის გაუქმება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის VII-VIII თავებით დადგენილი წესით.
დანართი №2
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საბაჟო დეპარტამენტი
საქონლის დროებითი შემოტანის ან/და გატანის
სანებართვო მოწმობა №000000
სანებართვო მოწმობის მფლობელი ---------------------------------------------------------------------
პირის სახელი, გვარი, (სახელწოდება, ორგანიზაციულ-
სამართლებრივი ფორმა, სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები)
_____________________________________________________________________________________
(ადგილსამყოფელი – იურიდიული მისამართი, ტელეფონი)
სანებართვო მოწმობა გაცემულია საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის
200..... წლის „-----“----------------------------------ის №------- ბრძანების საფუძველზე.
გაცემის თარიღი „------“------------------------------------200 წ.
მოქმედების ვადა „-----“------------------------------------200 წ.
საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე ------------------------------------
(ხელმოწერა)
დანართი №3
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების
სანებართვო მოწმობა №000000
სანებართვო მოწმობის მფლობელი -----------------------------------------------------------------------
პირის სახელი, გვარი, (სახელწოდება, ორგანიზაციულ-
სამართლებრივი ფორმა, სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები)
___________________________________________________________________________________
(ადგილსამყოფელი – იურიდიული მისამართი, ტელეფონი)
სანებართვო მოწმობა გაცემულია საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის
200..... წლის „-----“----------------------------------ის №------- ბრძანების საფუძველზე.
გაცემის თარიღი „------“------------------------------------200 წ.
მოქმედების ვადა „-----“------------------------------------200 წ.
საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე -----------------------------------------
(ხელმოწერა)