⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.03.2010)
გაუქმებულია:

ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით სარგებლობის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით ინფორმაციის გაცემისა და გაცვლის შესახებ

მიღების თარიღი 30.08.2006
ძალის დაკარგვა 12.03.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №168
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 118, 01/09/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,009 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.08.2006 მიღება
12.03.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით სარგებლობის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით ინფორმაციის გაცემისა და გაცვლის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .75in 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №168 2006 წლის 30 აგვისტო ქ. თბილისი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით სარგებლობის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით ინფორმაციის გაცემისა და გაცვლის შესახებ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ და „ფ“ ქვეპუნქტების შესაბამისად:     მუხლი 1🔗. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), მისი ტერიტორიული სამსახურები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი (შემდგომში – საკონსულო დეპარტამენტი) ვალდებული არიან ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად ფიზიკურ პირთა შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდონ: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 62-ე მუხლით გათვალისწინებული ორგანოების გამომძიებლებს; ბ) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოპერატიულ ორგანოებს; გ) სამინისტროებს, მათ ტერიტორიულ ორგანოებს, საკონსულო დეპარტამენტს, საქვეუწყებო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და მათ ტერიტორიულ ორგანოებს, ამ ორგანოთა ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მოთხოვნის საფუძველზე.     მუხლი 2🔗. 1. დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ორგანოების უფლებამოსილი პირი წერილობით მოთხოვნას ინფორმაციის მიწოდების შესახებ წარუდგენს სააგენტოს ან/და მის ტერიტორიულ სამსახურს, ასევე საკონსულო დეპარტამენტს. 2. სააგენტო ან/და მისი ტერიტორიული სამსახურები ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ ინფორმაციას დადგენილების პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სუბიექტებზე გასცემს დაუყოვნებლივ ან, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია საჭიროებს დამუშავებას ან/და გადამოწმებას, – 24 საათის განმავლობაში, ხოლო საკონსულო დეპარტამენტი – 24 საათის განმავლობაში. 3. სააგენტო ან/და მისი ტერიტორიული სასახურები, საკონსულო დეპარტამენტი ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ ინფორმაციას ამ დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებზე გასცემს სულ ბევრი ხუთი დღის განმავლობაში. 4. ინფორმაციის მიღების შესახებ მოთხოვნის წარმდგენმა მოთხოვნაში უნდა მიუთითოს: ა) ორგანოს დასახელება, ვისგანაც ითხოვს ინფორმაციას; ბ) მონაცემთა მოთხოვნის საფუძველი და მიზეზი; გ) იმ პირის სახელი, გვარი, მამის სახელი და მისამართი ან ხელთ არსებული სხვა მონაცემები, რომლის შესახებაც ითხოვს ინფორმაციას; დ) მოთხოვნილი მონაცემების ნუსხა; ე) მონაცემთა მომთხოვნი უწყების სახელწოდება; ვ) მოთხოვნის დრო და თარიღი. 5. მონაცემთა გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას უნდა ახლდეს შემდეგი მონაცემები: ა) მონაცემთა მომთხოვნი უწყების სახელწოდება; ბ) მოთხოვნილი მონაცემების ნუსხა; გ) მონაცემთა გაცემის საფუძველი; დ) მონაცემთა გამცემი ორგანოს ხელთ არსებული სრული მონაცემები იმ პირის შესახებ, ვისზეც ითხოვდნენ ინფორმაციას; ე) მონაცემთა გამცემი ორგანოს დასახელება; ვ) მონაცემთა გაცემის დრო და თარიღი. 6. მონაცემთა გამცემ ორგანოს უფლება აქვს უარი თქვას მონაცემების გაცემაზე, თუ მოთხოვნა შევსებულია არაუფლებამოსილი თანამდებობის პირის ან ორგანოს მიერ, თუ მოთხოვნა არ შეიცავს ამ მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს, ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 7. დაუშვებელია ინფორმაციის მოთხოვნის ფაქტის გახმაურება, რაც გამოიწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას, კანონით დადგენილი წესით.     მუხლი 3🔗. 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ვალდებულია სამართალდამცველი ორგანოების მიერ ძებნილ პირთა შესახებ სრული მონაცემთა ბაზა (წერილობითი და ელექტრონული ფორმით) მიაწოდოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარატმენტს, სააგენტოს, საკონსულო დეპარტამენტს და ყოველდღიურად უზრუნველყოს მისი განახლება. 2. თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ბაზაში ამოწმებს სამართალდამცველი ორგანოების მიერ ძებნასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ამ პირის შესახებ რაიმე ცნობის აღმოჩენისას დაუყოვნებლივ უგზავნის შეტყობინებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.     მუხლი 4🔗. 1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დამადასტურებელი (პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა), საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირთათვის პირადობის დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტების გაცემის შესახებ ერთიანი მონაცემთა ბაზა ელექტრონული ფორმით მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამნისტროს და საგარე საქმეთა სამინისტროს ერთიანი ბაზის განახლებიდან ერთ კვირაში, ხოლო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას – კანონით დადგენილ ვადებში ან მოთხოვნის შესაბამისად. 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემიდან ერთ თვეში წერილობითი და ელექტრონული ფორმით მიაწოდოს სააგენტოს შესაბამისი მონაცემები. 3. სააგენტო ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზა ელექტრონული ფორმით მიაწოდოს სამინისტროებსა და მათი მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს მოთხოვნის მიხედვით, სულ ბევრი ხუთ დღეში, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამის უწყებებს მონაცემთა ბაზა ესაჭიროებათ მათი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე. 4. შესაბამისი სამინისტროები, მათი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებული არიან მოთხოვნის მიხედვით, სულ ბევრი ხუთ დღეში მიაწოდონ სააგენტოს მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზა ფიზიკურ პირთა შესახებ, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონს. 5. სამინისტრო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან/და ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებული არიან დაიცვან მიღებული მონაცემთა ბაზა, არ დაუშვან გარეშე პირის ან სხვა უწყებისათვის მისი ხელმისაწვდომობა და გამოიყენონ მხოლოდ წარდგენილ მოთხოვნაში მითითებული მიზნებისათვის, თუ ამ დადგენილებით ან სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.     მუხლი 5🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი          ზ. ნოღაიდელი