ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე სამუშაოთა და ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 02.09.2005
ძალის დაკარგვა 03.12.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №155
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 155, 08/09/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე სამუშაოთა და ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.75in 55.3pt 45.0pt 60.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №155
2005 წლის 2 სექტემბერი
ქ. თბილისი
ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე სამუშაოთა და ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტურქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 131 მუხლის შესაბამისად დადგინდეს ისტორიისა და კულტურის ძეგლზე სამუშაოთა ნებართვების გაცემის წესი და სანებართვო პირობები.
მუხლი 1🔗. ისტორიისა და კულტურის ძეგლზე სამუშაოთა შესრულების სამართლებრივი საფუძვლები
1. ისტორიისა და კულტურის ძეგლზე (შემდგომში – ძეგლი), კერძოდ „არქეოლოგიურ ძეგლებზე სამუშაოთა შესრულების სამართლებრივი საფუძველია ისტორიისა და კულტურის ძეგლზე სამუშაოთა ნებართვა (შემდგომში – ძეგლზე სამუშაოთა ნებართვა).
2. ძეგლზე სამუშაოთა ნებართვა გაიცემა მხოლოდ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით ისტორიისა და კულტურის ძეგლზე დაშვებულ სამუშაოებზე, გარდა ისტორიისა და კულტურის ძეგლის რეკონსტრუქციისა, რომელზეც გაიცემა მშენებლობის ნებართვა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებით განსაზღვრული წესით.
3. ძეგლზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან ქალაქთმშენებლობითი პირობებისა და მშენებლობის პროექტის (მშენებლობის ნებართვის გაცემის I და II სტადია) შეთანხმებით და სანებართვო პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე.
4. ძეგლზე სამუშაოთა ნებართვის ვადას განსაზღვრავს ნებართვის გამცემი შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობის, სირთულისა და გარემო პირობების გათვალისწინებით ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ სამუშაოთა განხორციელების კალენდარული გრაფიკის საფუძელზე.
5. ძეგლზე შესასრულებელ სამუშაოებზე შეიძლება გაიცეს ამ დადგენილებით განსაზღვრული მხოლოდ ერთი სახეობის ნებართვა და ძეგლზე სამუშაოთა განხორციელება სხვა ნებართვას არ საჭიროებს.
6. ძეგლზე სამუშაოთა ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ძეგლის მესაკუთრე ან მისგან უფლებამოსილი პირი.
მუხლი 2🔗. განცხადების წარდგენა ძეგლზე სამუშაოთა შესრულების ნებართვის მისაღებად
1. განცხადება ძეგლზე სამუშაოთა ნებართვის მისაღებად უნდა შეიცავდეს ზუსტ მითითებას, თუ რა სახისა და მოცულობის სამუშაოებს ისახავს მიზნად ნებართვის მაძიებელი.
2. განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ორ ეგზემპლარად.
3. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება ძეგლზე სამუშაოთა ნებართვის გაცემის შესახებ უნდა შეუთანხმდეს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია ნებართვის გამცემს უნდა წარედგინოს შესაბამისი რაოდენობის ეგზემპლარად.
4. განცხადებას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, საჭიროა დამატებით ერთვოდეს:
ა) საპროექტო დოკუმენტაცია;
ბ) თუ ნებართვის მაძიებელი არ არის ძეგლის მესაკუთრე, განცხადებას უნდა დაერთოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. მოძრავი ძეგლის შემთხვევაში საპროექტო დოკუმენტაცია მოიცავს:
ა) განმარტებით ბარათს;
ბ) ძეგლის არსებული მდგომარეობის ფიქსაციას, კერძოდ, ფოტო- და ვიზუალური აღწერის მასალებს, შესაბამის ანალიზებს;
გ) სამუშაო გეგმას, მის დასაბუთებას პროცესის თანამიმდევრობის ჩვენებით, მოსალოდნელი შედეგების აღწერას;
დ) სამუშაოთა შესრულების კალენდარულ გრაფიკს.
6. უძრავ ძეგლზე განსახორციელებელ სამუშაოთა პროექტების სახეობებია:
ა) საპროექტო-კვლევითი სამუშაოების პროექტი;
ბ) მცირე სამუშაოების (ფასადის სამღებრო სამუშაოები; აბრებისა და შუქფარების განთავსება; საინჟინრო კომუნიკაციების, სახურავის საფარისა და სარინელების შეკეთება, გამოცვლა, მონტაჟი კონსტრუქციული ნაწილების ცვლილების გარეშე; ცალკეული არქიტექტურული დეტალების, მათ შორის ღიობების, კიბეების, აივნების, დეკორატიული ელემენტების სახეცვლილება, ინტერიერში შესასრულებელი სამღებრო და სარემონტო სამუშაოები, გარდა მონუმენტური სახვითი ხელოვნების ნიმუშებზე სამუშაოებისა) პროექტი;
გ) სარეაბილიტაციო სამუშაოების (რესტავრაცია, კონსერვაცია, ადაპტაცია) პროექტი.
7. საპროექტო-კვლევითი სამუშაოების პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:
ა) განმარტებითი ბარათი;
ბ) საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა – მ 1:1000 ან 1:2000;
გ) საპროექტო ობიექტის საერთო ხედების ამსახველი უახლესი ფოტომასალა;
დ) საპროექტო ობიექტის სახელოვნებათმცოდნეო კვლევა;
ე) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა;
ვ) მიწის ან არქეოლოგიური სამუშაოების შემთხვევაში – არქეოლოგიური კვლევა;
ზ) კონსტრუქციული ელემენტების კვლევა;
თ) სამუშაო გეგმა; მისი დასაბუთება პროცესის თანამიმდევრობის ჩვენებით; სამუშაოთა შესრულების კალენდარული გრაფიკი;
ი) მოსალოდნელი შედეგების აღწერა.
8. მცირე სამუშაოების პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:
ა) განმარტებითი ბარათი;
ბ) საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა – მ 1:1000 ან 1:2000;
გ) საპროექტო ობიექტის საერთო ხედების ამსახველი უახლესი ფოტომასალა;
დ) სამუშაოების ამსახველი გრაფიკული მასალა შესასრულებელ სამუშაოთა შესაბამისად (ნახაზები, გეგმები, ჭრილები, ფასადები, განშლები) შესაბამისი ნიშნულების ჩვენებით;
ე) ძეგლის შესაბამისი ნაწილის ანაზომები;
ვ) სამუშაო გეგმა; მისი დასაბუთება პროცესის თანამიმდევრობის ჩვენებით; სამუშაოთა შესრულების კალენდარული გრაფიკი;
ზ) პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოთა განხორციელების ფოტომონტაჟი;
თ) სახელოვნებათმცოდნეო კვლევა.
9. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი უნდა შემუშავდეს სათანადო მეცნიერული კვლევების საფუძველზე. იგი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:
ა) განმარტებითი ბარათი;
ბ) საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა – მ 1:1000 ან 1:2000;
გ) ფოტომასალა, კერძოდ, საპროექტო ობიექტის საერთო ხედები, საპროექტო ნაწილის განშლა მიმდებარე ნაგებობებთან ერთად, დაზიანების არსებობის შემთხვევაში – ლოკალური დაზიანების ფოტომასალა, საარქივო ფოტომასალა, პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოთა განხორციელების ფოტომონტაჟი;
დ) ტერიტორიის ტოპოგეოდეზიური ანაზომი – მ 1:200 ან 1:500;
ე) არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომები (კროკები, მასშტაბში გამოხაზული ნახაზები – მ 1:100, 1:50);
ვ) სახელოვნებათმცოდნეო კვლევის შედეგები (ბიბლიოგრაფიული კვლევის ანალიზი, ნატურაში კვლევის ანალიზი, შესწავლილი ბიბლიოგრაფიული და საარქივო მასალის ჩამონათვალი);
ზ) პალეოგრაფიული ძეგლის ან ძეგლის პალეოგრაფიული ფრაგმენტის არსებობის შემთხვევაში – პალეოგრაფიული კვლევის შედეგები (საკვლევი ობიექტის განლაგების სქემა, შაბლონები, კვლევის ანალიზი);
თ) არქეოლოგიურ ძეგლებზე სამუშაოთა შესრულების შემთხვევაში – არქეოლოგიური კვლევის შედეგები (საკვლევი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა, არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი ძეგლების განლაგების სქემა და ანაზომი, შურფების განლაგების სქემა, დადასტურებული არქეოლოგის ხელმოწერით, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ 1:25, 1:20), ტექსტური აღწერილობა, არქეოლოგიური კვლევის შედეგების ანგარიში);
ი) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (შურფების განლაგების სქემა, დადასტურებული არქეოლოგის ხელმოწერით, ლაბორატორიული ანალიზი, ლითოგრაფიული ჭრილები და რეკომენდაციები);
კ) არსებული საშენი მასალების ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები);
ლ) მონუმენტური მხატვრობის არსებობის შემთხვევაში – მისი ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები);
მ) არსებული მოსაპირკეთებელი მასალების ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები);
ნ) ზონდირების შემთხვევაში – ზონდაჟების განლაგების სქემა, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა;
ო) არქიტექტურული დეტალების განლაგების სქემები, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა;
პ) კონსტრუქციული დეტალების განლაგების სქემა, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა;
ჟ) კვლევა ძეგლზე ატმოსფერული და მეტეოროლოგიური ზემოქმედების შესახებ;
რ) კვლევა სამუშაოებისას გამოსაყენებელი მასალის ძეგლზე არსებულ მასალასთან თავსებადობის შესახებ;
ს) სადემონსტრაციო მასალა (გეგმები, ფასადები, ჭრილები (მ 1:50, 1:100, 1:200), ფრაგმენტები და დეტალები (მ 1:20, 1:10), ფოტომონტაჟი და პროექტის დასაბუთება;
ტ) სამუშაო პროექტი (არქიტექტურული სამუშაო ნახაზები, შაბლონები (მ. 1:100, 1:50, 1:1), კონსტრუქციული სამუშაო ნახაზები და გაანგარიშებები;
უ) სამუშაო გეგმა; მისი დასაბუთება პროცესის თანამიმდევრობის ჩვენებით; სამუშაოთა შესრულების კალენდარული გრაფიკი;
ფ) სამუშაოთა წარმოების ორგანიზაციის პროექტი;
ქ) მოსალოდნელი შედეგების აღწერა.
მუხლი 3🔗. არქეოლოგიურ ძეგლებზე სამუშაოთა სახეები
არქეოლოგიურ ძეგლებზე სამუშაოების სახეებია:
ა) საველე არქეოლოგიური სამუშაოები – არქეოლოგიური ობიექტის ძიება, დაზვერვითი თხრილების მოწყობა, გათხრა, ფიქსაცია, პირველადი ექსპერტიზა და კონსერვაცია;
ბ) ლაბორატორიული არქეოლოგიური სამუშაოები – მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვრის მეცნიერული აღწერა, რესტავრაცია, კონსერვაცია, ფოტო- და გრაფიკული ფიქსაცია, ინტერდისციპლინარული კვლევა, მისი ისტორიული ინტერპრეტაცია და გამოსაცემად მომზადება.
მუხლი 4🔗. არქეოლოგიური გათხრების შესრულების პირობა
არქეოლოგიური ძეგლების ადგილზე შენარჩუნებისა და მისი მომავალი თაობების მიერ უკეთესი ტექნოლოგიებით შესწავლის მიზნით არქეოლოგიური ობიექტის გათხრა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია სამეცნიერო პრობლემების გადასაჭრელად ან თუ არქეოლოგიურ მემკვიდრეობას სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო და სხვა სახის საქმიანობით ან ბუნებრივი პროცესების შედეგად განადგურების ან დაზიანების საფრთხე ემუქრება.
მუხლი 5🔗. არქეოლოგიურ ძეგლებზე სამუშაოთა განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები
1. არქეოლოგიურ ძეგლებზე სამუშაოთა განხორციელების სამართლებრივი საფუძველია ძეგლებზე სამუშაოების ნებართვა. არქეოლოგიურ ძეგლებზე სამუშაოების ნებართვა გაიცემა მხოლოდ საველე არქეოლოგიურ სამუშაოებზე, გარდა ისტორიისა და კულტურის ძეგლზე განსახორციელებელი არქეოლოგიური სამუშაოებისა.
2. არქეოლოგიურ ძეგლებზე სამუშაოების ნებართვას გასცემს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო მის მიერ განსაზღვრული ვადით.
3. ძეგლზე სამუშაოების ნებართვის ვადა განისაზღვრება შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობის, სირთულისა და გარემო პირობების გათვალისწინებით ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ სამუშაოთა განხორციელების კალენდარული გრაფიკის საფუძველზე.
4. განცხადებას არქეოლოგიურ ძეგლებზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, საჭიროა დამატებით ერთვოდეს საპროექტო დოკუმენტაცია. საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:
ა) განმარტებით ბარათს;
ბ) შესასწავლი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციურ გეგმას შესაბამისი მასშტაბით;
გ) შესასწავლი ტერიტორიისა და მასზე არსებული ობიექტების ფიქსაციას, კერძოდ, ფოტო- და ვიზუალური აღწერის მასალებს, შესაბამის ანალიზებს;
დ) სამუშაო გეგმას, მის დასაბუთებას პროცესის თანამიმდევრობის ჩვენებით, დასკვნას მოსალოდნელ შედეგებზე;
ე) სამუშათა შესრულების კალენდარულ გრაფიკს.
მუხლი 6🔗. დადგენილების ამოქმედება
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი