საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფისათვის საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამართალდარღვევის სუბიექტის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 20.12.2006
ძალის დაკარგვა 18.02.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №238
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 172, 22/12/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,400 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2006 მიღება
18.02.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფისათვის საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამართალდარღვევის სუბიექტის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.95pt 70.9pt 27.0pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №238 2006 წლის 20 დეკემბერი ქ. თბილისი საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფისათვის საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამართალდარღვევის სუბიექტის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე 1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად დამტკიცდეს „საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფისათვის საბაჟო სამართალ­დარღვევის საქმის წარმოებისას სამართალ­დარღვევის სუბიექტის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის შესახებ“ თანდართული დებულება. 2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი დებულება საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფისათვის საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამართალდარღვევის სუბიექტის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საბაჟო სანქციის აღ­სრულების უზრუნველყოფისათვის საბაჟო სამარ­თალ­­დარღვევის საქმის წარმოებისას სამართალდარ­ღვევის სუბიექტის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენე­ბელ უზრუნველყოფის ღონისძიებებს და მათი განხორ­ციელების წესს. 2. ამ დებულებით განსაზღვრული ღონისძიებები ხორციელდება საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და მიზნად ისახავს საბაჟო სამართალდარღვევისათვის შეფარდებუ­ლი სანქციის აღსრულების უზრუნველყოფას. 3. ამ დებულებით განსაზღვრული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებენ: ა) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისათ­ვის უფლებამოსილი პირები, საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდე­საც საბაჟო სამართალდარღვევის სუბიექტს მხოლოდ ოქმის საფუძველზე, ადგილზე შეეფარდება სანქცია); ბ) საბაჟო სამართალდარღვევის საქმის განხილვასა და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილე­ბის მიღებისათვის უფლებამოსილი პირები. 4. უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმი­ნისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც თან დაერთვის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს ან საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას (საბაჟო შეტყობინებას). 5. სანქციის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენე­ბა შეწყდება, თუ სამართალდარღვევის სუბიექტი ნე­ბაყოფლობით აღასრულებს საბაჟო სანქციას ან თუ მის მიმართ საბაჟო კოდექსის 211-ე მუხლის შე­­სა­­ბა­­მისად გამოყენებულ იქნება საბაჟო ვალდებულე­ბის შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.     მუხლი 2🔗. სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი გამოყენება 1. საბაჟო სამართალდარღვევისათვის შეფარდებული სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია შემდეგი ღონისძიებების გამოყენება: ა) სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრან­სპორ­ტო საშუალების ჩამორთმევა; ბ) უზრუნველყოფის ღონისძიებების მიქცევა საბაჟო სამართალდამრღვევის კუთვნილ, ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ქონებაზე; გ) გარანტიის მიღება. 2. სანქციის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყე­ნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის უფლე­ბამოსილ პირს უფლება აქვს საბაჟო სამართალდარ­ღვევის საქმის წარმოების პროცესში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გათვალისწინებით შეცვალოს გამოყენე­ბული უზრუნველყოფის ღონისძიება სხვა ღონისძიებით ან დამატებით გამოიყენოს ახალი ღონისძიება, რაც დაუ­ყოვნებლივ ეცნობება სამართალდარღვევის სუ­ბიექტს.     მუხლი 3🔗. სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა 1. სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრან­სპორ­ტო საშუალების ჩამორთმევა შეიძლება გამოყე­ნებულ იქნეს სანქციის უზრუნველსაყოფად იმ შემთხვე­ვაში, როდესაც აღნიშნული საქონელი ან/და სატრან­სპორტო საშუალება არის სამართალდარღვევის სუბიექ­ტის ქონება ან/და სამართალდარღვევის ობიექტი. 2. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას ახორციელებენ ჩამორთმევის ოქმის შედგენის გზით: ა) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენი­სათვის უფლებამოსილი პირები; ბ) უფლებამოსილი თანამდებობის პირები, რომლებ­საც შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს საბაჟო ორგანოს უფ­რო­სი ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებათა აღსასრუ­­ლებლად. 3. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევისას უფლებამოსილი თანამდებობის პირი მოვალეა წარადგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტუ­რებე­ლი დოკუმენტები (საბაჟო ორგანოს უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინის­ტრა­ციულ-სამართლებრივი აქტი და პირადობის დამადას­ტუ­რებელი მოწმობა). საჭირო შემთხვევაში საბაჟო ორგანოს ულებამოსილ თანამდებობის პირს შეუძლია მოით­ხოვოს პოლიციის დასწრება პროდუქ­ციის ჩამორ­თმევის პროცედურის მომენტში. 4. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა წარმოებს დამსწრეთა (მოწმეთა) და იმ პირთა თანდასწრებით, ვისგანაც წარმოებს ამოღება. ჩამო­სარ­თმევი საგნები წარედგინება დამსწრეებს და სხვა იქ მყოფ პირებს და აღინიშნება ჩამორთმევის ოქ­მში ან მასზე დართულ განსაკუთრებულ სიაში მათი დასახელების, რაოდენობის, მოცულობისა და განსაკუთ­რე­ბული ნიშნების აღნიშვნით. ჩამორთმეული საქონე­ლი ან/და სატრანსპორტო საშუალება საჭირო შემთხვევაში შეიძლება დაილუქოს ამოღების ადგილზე ან/და განხორ­ციელდეს მათი ნიშანდება საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებით. 5. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დალუქვა შემდგომში ამოღების მიზნით დაუშვებელია. 6. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმში უნდა აღინიშნოს: ოქმის შედგენის დრო და ადგილი; ოქმის შემდგენი უფლებამოსილი თანამდებობის პირის და აგრეთვე ოქმის შედგენისას დამსწრე პირების დასახელება; ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დასახელება მისი სახეობისა (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) და რაოდენობის ჩვენებით; გამოყენებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები; საბაჟო საწყობის ან იმ პირის დასახელება, ვისაც საქონელი გადაეცა შესანახად, და აგრეთვე ის, რომ საქონლის შემნახველს განემარტა მისი მოვალეობანი საქონლის შენახვისათვის და პასუხისმგებლობა შესანახად გადაცემული ქონების გაფლანგვის, გასხვისებისა და გადამალვისათვის. საქონლის ჩამორთმევის ოქმს ხელს აწერენ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირები, ქონების შემნახველი და მის შედგენაზე დამსწრე სხვა პირები. ოქმის ერთი ეგზემპლარი ჩაბარდება სამართალ­დამრღვევ პირს, ვისაც ჩამოერთვა საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, ხოლო ოქმის მეორე ეგზემპლარი თან დაერთვის სამართალდარღვევის ოქმს ან საბაჟო შეტყობინებას. 7. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და სატრან­სპორტო საშუალება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ­დარღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის შესაბა­მისად უკვე ჩამორთმეულია საბაჟო სამართალდარ­ღვევის საქმის წარმოების უზრუნველსაყოფად, სანქციის უზრუნველყოფა ხორციელდება აღნიშნულის თაობაზე მხოლოდ გადაწყვეტილების გაფორმებით. 8. ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შენახვა ხდება საბაჟო ორგანოს მფლობე­ლო­ბაში არსებულ საბაჟო საწყობებში, ხოლო დასაბუ­თებული აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია მისი სხვა პირისათვის შესანახად მიბარება. სხვა პირთან შენახვისას იგი იღებს გასამრჯელოს დადგენილი წესის შესაბამისად. გარდა ამისა, შემნახველს აუნაზღაურდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შენახვი­სათ­ვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯები. ოქმის შემდგენი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პი­რი ვალდებულია განუმარტოს შემნახველს, რომ შე­სა­ნახად გადაცემული პროდუქციის გაფლანგვის, გას­ხვისების ან გადამალვის შემთხვევაში მას დაეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბა­მისად. 9. სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად ჩა­მორ­­თმეუ­ლი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუა­ლების შენახვა ხორციელდება სანამ: ა) საბაჟო სამართალდარღვევის სუბიექტი ნებაყოფ­ლობით აღასრულებს საბაჟო სანქციას ან, ბ) მის მიმართ საბაჟო კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად გამოყენებული იქნება საბაჟო ვალდებულე­ბის შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები ან, გ) ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ნაცვლად, უზრუნველყოფის ღონიძიების სახით, სამართალდამრღვევის მიერ წარმოდგენილი იქნება გარანტია ან, დ) საქმის განხილვის შედეგების მიხედვით: დ.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისას მოახდენენ ჩამორ­თმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციას ან დაუბრუნებენ მფლობელს; დ.ბ) სასყიდლით ჩამორთმევის შემთხვევაში მოახდე­ნენ რეალიზაციას.     მუხლი 4🔗. უზრუნველყოფის ღონისძიებების მიქცევა საბაჟო სამართალდამრღვევის კუთვნილ სხვა ქონებაზე 1. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო სანქციის უზრუნველსაყოფად სხვა ღონისძიების გამოყენება შეუძლებელია და არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორ­ციელებ­ლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის სანქციის აღსრულებას, აგრეთვე სხვა ღონისძიებებზე დამატებით, შესაძლებელია განხორციელდეს სამარ­თალ­დარ­ღვევის სუბიექტის კუთვნილი, საბაჟო ზედამ­ხედ­ველობას დაქვემდებარებული ნებისმიერი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ამოღება და შესა­ნახად გადაცემა. 2. თუ არსებობს სამართალდარღვევის სუბიექტის მიერ სახელმწიფო ხაზინაში დეპოზიტზე თანხის შეტანის სახით საბაჟო ორგანოში წარდგენილი გარანტია ან აღნიშნულ პირს საბაჟო ორგანოში ერიცხება ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხა, შესაძლებე­ლია სანქციის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყე­ნებულ იქნეს აღნიშნული თანხების უკან დაბრუნების პროცედურების შეჩერება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალის­წინებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალე­ბის ამოღება და შესანახად გადაცემა ხორციელდება ამ დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვა­ლისწინებული ოქმის შედგენით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცე­დურების შეჩერება განხორციელდება საქნციის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებითა და საბაჟო ორგანოები­სათვის, აგრეთვე საქონლის, სატრანსპორტო საშუალე­ბებისა და ფულადი დეპოზიტის შენახვის განმახორ­ციელებელი პირებისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნით.     მუხლი 5🔗. გარანტიის მიღება 1. საბაჟო სამართალდამრღვევის თხოვნით, საბაჟო სან­ქციის უზრუნველსაყოფად ამ დებულების მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების ნაცვლად შესაძლებელია სამართალ­დამრღვევის მიერ გარანტიის (საბანკო გარანტიის, ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისის ან სახელმწიფო ხაზინაში დეპოზიტის შეტანის თაობაზე ცნობის) წარდგენა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებუ­ლი გარანტიის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი საბა­ჟო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალური ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინე­ბული გარანტიის წარდგენის შემთხვევაში სამართალ­დარღვევის სუბიექტს ეძლევა შესაბამის საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების უფლება. 4. საბაჟო სანქციის უზრუნველსაყოფად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენა არ იწვევს სამართალდარღვევის სუბიექტის გათავისუფლებას სხვა საბაჟო ვალდებულებებისაგან ან/და შესაბამისი გარანტიების წარდგენის ვალდებუ­ლებისაგან.