⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.08.2006)
გაუქმებულია:

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული განათლების საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 10.02.2003
ძალის დაკარგვა 15.08.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010210040.05.002.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 12, 13/02/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,094 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.02.2003 მიღება
15.08.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული განათლების საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №40 2003 წლის 10 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს პრეზიდენტთან არსებული განათლების საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული განათ­ლე­ბის საბჭოს დებულება. ე. შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტთან არსებული განათლების საბჭოს დებულება 1. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული განათლების საბჭო (შემდგომში – საბჭო) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 21 ივნისის N306 ბრძანებულებით. საბჭოს მიზანია მოამზადოს წინადადებები სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკის ძირითად მიმართულებთა შესახებ, მონაწილეობა მიიღოს განათლების სფეროში საქართველოს კანონების, სახელმწიფო პროგრამების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების პროექტთა მომზადებაში, მოისმინოს ინფორმაცია განათლების სფეროში საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა შესრულების თაობაზე. 2. საბჭო არის საქართველოს პრეზიდენტის საკონსულტაციო ორგანო. საბჭოს უფლებამოსილებანი და სტატუსი განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს პრეზიდენტის სხვა აქტებით. 2. საბჭოს ძირითადი ამოცანები საბჭოს ძირითადი ამოცანებია: ა) საგანმანათლებლო პოლიტიკის სფეროში საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ბ) განათლების სფეროში: ბ.ა) საქართველოს კანონების, სახელმწიფო პროგრამების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი პროექტების წინასწარი განხილვა, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება; ბ.გ) სახელმწიფო პროგრამებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით განსაზღვრულ ღონისძიე­ბათა განხორციელების შესახებ საქართველოს სამთავრობო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებათა ინფორმა­ციათა მოსმენა, საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების შემუშავება; ბ.დ) საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ბ.ე) საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და სხვა ფორუმებში საქართველოს მონაწილეობისათვის ხელშეწყობა; ბ.ვ) საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვისათვის შესაბამისი წინადა­დებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ბ.ზ) სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების თანამ­შრომლობისათვის ხელშეწყობა, შესაბამისი წინადადებებისა და რე­კო­მენდაციების შემუშავება; ბ.თ) მიმდინარე რეფორმების ეტაპობრივი განხილვა და მხარ­დაჭერა; გ) განათლების სისტემის საფინანსო და მატერიალური რესურსების დაგეგმვისა და გამოყენების საკითხთა განხილვა, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; დ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეთათვის განათლების სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ე) პედაგოგთა სოციალური უზრუნველყოფის მიზნით წინა­დადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება. 3. საბჭოს უფლებამოსილება საბჭო უფლებამოსილია: ა) თავის სხდომებზე განიხილოს საგანმანათლებლო პოლი­ტიკის, განათლების სისტემის რეფორმის საკით­ხები და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს შესაბამისი რეკომენდაციები; ბ) საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სა­ხელმწიფო მმართველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგა­ნოებისაგან, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისაგან მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) დადგენილი წესით გამოსცეს თავისი საქმიანობის ამსახველი ნაბეჭდი მასალები, მასმედიის საშუალებით იქონიოს ურთიერთობა საზოგადოებასთან; დ) განათლების სფეროსთან დაკავშირებული კანონების, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების და განათლების სფეროს ცალკეულ პრობლემათა შესწავლის მიზნით საბჭოს წევრების და ექსპერტების მონაწილეობით შექმნას სამუშაო ჯგუფები. 4. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობასა და სხდომებს. 2. საქართველოს პრეზიდენტის დავალებით საბჭოს საქმიანობის საკითხებს განიხილავს და პრეზიდენტს შესაბამის წინადადებებს წარუდგენს საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი. 3. საბჭოს სხდომების გამართვის ორგანიზებას, მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს ახორციელებს საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი. 5. საბჭოს მუშაობის ორგანიზება 1. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს საბჭოს მდივნის წარდგინებით ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. 2. საბჭოს სხდომებზე საკითხის გატანის უფლება აქვთ: – საბჭოს თავმჯდომარეს; – საბჭოს წევრებს. 3. საბჭოს სხდომების მოწყობას ორგანიზაციულად უზრუნ­ველ­ყოფს საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი. 6. საბჭოს მუშაობის რეგლამენტი 1. საბჭოს სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ 3 თვეში ერთხელ მაინც, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკუთარი ინიციატივით ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით. 2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საბჭოს თამჯდომარის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმის საფუძველზე. სამუშაო გეგმის პროექტს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი. 3. საბჭოს სხდომებზე განსახილველი საკითხების შესახებ საბჭოს წევრები თავიანთ წინადადებებს წარუდგენენ საბჭოს პასუხისმგებელ მდივანს, ყოველი კვარტალის დაწყებამდე ერთი თვით ადრე მაინც. 4. საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი შემოსული წინადადებების საფუძველზე აზუსტებს საბჭოს სხდომებზე საკითხთა განხილვის ვადებს, ადგენს საბჭოს კვარტალურ და წლიურ სამუშაო გეგმებს. 5. სამუშაო გეგმების შესრულებისა და სხდომებზე განსახილველ საკითხთა მომზადების კონტროლს საქართველოს განათლების სამინისტროს შესაბამისი დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით ახორციელებს საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი. 6. საბჭოს სამუშაო გეგმებში ცვლილებების შეტანა შეუძლია საბჭოს პასუხისმგებელ მდივანს საბჭოს თავმჯდომარესთან შეთან­ხმებით. 7. საბჭოს სხდომის დღის წესრიგის პროექტი 1. საბჭოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს სამუშაო გეგმებისა და საბჭოს წევრების წინადადებათა საფუძველზე საქართველოს განათლების სამინისტროს შესაბამისი დაქვემდებარებული სამსახუ­რების მეშვეობით ამზადებს საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი სხდომის გამართვამდე ორი კვირით ადრე. 2. საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი სხდომის გამართვამდე ხუთი დღით ადრე უზრუნველყოფს სხდომის დღის წესრიგისა და თანდარ­თული მასალების წარდგენას საბჭოს თავმჯდომარისა და წევრებისათვის. 8. საკითხების შეტანა საბჭოს სხდომაზე განსახილველად 1. საბჭო განიხილავს: ა) საბჭოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებულ საკითხებს; ბ) საგანმანათლებლო პოლიტიკის სფეროში მმართველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების ხელძღვანელების ინფორ­მაციებს. 2. საბჭოს სხდომაზე განსახილველ თითოეულ საკითხზე საკითხის გამომტანი საბჭოს წევრი ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იქნეს საკითხის არსი, შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები. მოხსენებით ბარათს თან უნდა ახლდეს საქარ­თველოს პრეზიდენტისათვის რეკომენდებული გადაწყვეტილების (ბრძანებულების ან განკარგულების) და/ან სხდომის საოქმო ჩანაწერის პროექტი. 3. საბჭოს წევრი, რომელსაც სხდომაზე საკითხი გამოაქვს, ხელმოწერილ მოხსენებით ბარათს, სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს ორი კვირისა, წარუდგენს საბჭოს პასუხისმგებელ მდივანს. 4. საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით საქართველოს განათლების სამინისტროს შესაბამისი დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით უზრუნველყოფს საბჭოს წევრის მიერ შემოტანილ პროექტზე შესაბამისი თანამდებობის პირებისაგან ვიზების ან/და დასკვნების აღებას სხდომის გამართვამდე ორი კვირით ადრე მაინც. 9. საბჭოს სხდომები 1. საბჭოს სხდომებს ესწრებიან საბჭოს წევრები და მოწვეული პირები. 2. საბჭოს სხდომაზე მოწვეულ პირთა სიას განსახილველი საკით­ხების შესაბამისად განსაზღვრავს საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი. 3. საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი საქართველოს განათლების სამინისტროს შესაბამისი დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით სხდომის გამართვამდე ხუთი დღით ადრე უზრუნველყოფს საბჭოს წევრთა და მოწვეულ პირთა გაფრთხილებას, აგრეთვე მათთვის შესაბამისი მასალების წარდგენას. 4. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხზე მომხსენებელს ეძლევა არა უმეტეს 15 წუთისა, თანამომხსენებელს – 10 წუთი, კამათში მონაწილეებს – 5 წუთი. 5. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების პროექტის გან­ხილვისას პრეზიდენტის მოთხოვნით საბჭოს ყველა წევრი ვალდებულია გამოხატოს პროექტის შესახებ საკუთარი პოზიცია. საბოლოო გადა­წყვეტილებას პროექტის თაობაზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი. 6. საბჭოს სხდომის ოქმების წარმოებას უზრუნველყოფს საქარ­თველოს განათლების სამინისტრო. სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი. 7. საბჭოს სხდომის ხელმოწერილი ოქმები, აგრეთვე საბჭოს რეკომენდაციით მიღებული საქართველოს პრეზიდენტის აქტები ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში ეგზავნებათ საბჭოს წევრებსა და ოქმით განსაზღვრულ სხვა ადრესატებს.