⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.08.2006)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოლიმპიური მზადების შტაბის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.02.2003
ძალის დაკარგვა 15.08.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 040030020.05.002.000002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 14, 24/02/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 954 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.02.2003 მიღება
15.08.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოლიმპიური მზადების შტაბის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 70.9pt 35.45pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №53 2003 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოლიმპიური მზადების შტაბის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად: 1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ოლიმპიური მზადების შტაბი. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოლიმპიური მზადების შტაბის თანდართული დებულება. 3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – ოლიმპიური მზადების შტაბის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტმა. 4. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ს. პავლიაშვილი) საჯარო სამართლის იურიდიული პირს – ოლიმპიური მზადების შტაბს გადასცეს სახელმწიფო ქონება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად დადგენილი უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით. ე. შევარდნაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოლიმპიური მზადების შტაბის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 1. ოლიმპიური მზადების შტაბი (შემდგომში – შტაბი) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, ანგარიშები შესაბამის საბანკო დაწესებულებებში, საკუთარი ატრიბუტიკა. 2. წინამდებარე დებულება ეფუძნება საქართველოს კანონებს „სპორტის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებასა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წესდებას. 3. შტაბი უფლებამოსილია: ა)კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საკუთარი ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები; ბ) ითანამშრომლოს სხვადასხვა სპორტულ და არასპორტულ ფედერაციებსა და ორგანიზაციებთან ხელშეკრულების საფუძველზე. 4. შტაბის მისამართია ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი №49. 5. შტაბი იქმნება ათენის ზაფხულის 28-ე თამაშებისათვის მზადების პერიოდში, 2004 წლის 31 დეკემბრამდე. თავი II. შტაბის მიზნები და საქმიანობის საგანი     მუხლი 2🔗 1. შტაბის ძირითადი მიზნებია: ა) ათენის 2004 წლის ზაფხულის თამაშებისათვის საქართველოს სპორტსმენთა მაღალ დონეზე მომზადების ორგანიზება; ბ) სასწავლო-საწვრთნელი პროცესების მიმდინარეობის უზრუნველყოფა; გ) საერთაშორისო ასპარეზობებში, მათ შორის, ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო შეჯიბრებებში, საქართველოს სპორტსმენთა მონაწილეობის უზრუნველყოფა; დ) ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს სპორტსმენთა წარმატებული ასპარეზობისათვის ყველა საჭირო პირობის შექმნა; ე) ოლიმპიური ნაკრებების მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ზრუნვა, მათი მივლინება სხვადასხვა სემინარებზე, კონფერენციებზე, უცხოეთის ქვეყნების ნაკრები გუნდების შეკრებებზე და სხვ. 2. შტაბის საქმიანობის ძირითადი საგანია: ა) ოლიმპიური თამაშებისათვის მზადებისა და მასში საქართველოს სპორტსმენთა მონაწილეობის ორგანიზება; ბ) საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებისათვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი სასწავლო-საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და მისი შეუფერხებელი მიმდინარეობა; გ) მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული პროცესის შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ინვენტარითა და სხვა საჭირო კომპონენტებით უზრუნველყოფა, სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში ნაკრების წევრთა მივლინება, ქვეყნის შიგნით და უცხოეთში შეკრებების მოწყობა-ჩატარება და სხვ. თავი III. შტაბის მართვის ორგანოები, მათი უფლებამოსილება     მუხლი 3🔗 1. შტაბს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. შტაბს მაკონტროლებელი ორგანოს თანხმობით შეუძლია: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით; გ) თავდებობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება შტაბის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. თავი IV. სახელმწიფო კონტროლი     მუხლი 4🔗 1. შტაბის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს, მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა. 2. მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს შტაბის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. თავი V. შტაბის დაფინანსება     მუხლი 5🔗 1. შტაბის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შენატანები; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი პროგრამული სახსრები; გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. შტაბისათვის გამოყოფილი სახსრები და მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება შტაბის მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. აკრძალულია ამ სახსრების სხვა მიზნით გამოყენება. 3. შტაბს უფლება აქვს მოზიდული თანხები მოახმაროს მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და თანამშრომელთა მატერიალურ სტიმულირებას, დამტკიცებული ხარჯთა ნუსხის მიხედვით. 4. შტაბი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსსა და დასამტკიცებლად წარუდგენს მაკონტროლებელ ორგანოს. 5. შტაბის წლიურ ბალანსს ამოწმებს მაკონტროლებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. თავი VI. შტაბის საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია     მუხლი 6🔗 1. შტაბი წყვეტს საქმიანობას: ა) დასახული მიზნის მიღწევის ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში; ბ) დაფუძნების აქტით განსაზღვრული ვადის გასვლის გამო. 2. შტაბის ლიკვიდაციას ახორციელებს ლიკვიდატორი, რომელსაც ნიშნავს მაკონტროლებელი ორგანო. 3. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს შტაბის დირექტორი. 4. ლიკვიდატორი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. შტაბის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში. თავი VII. შტაბის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი     მუხლი 7🔗 დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.