გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 20.12.2006
ძალის დაკარგვა 18.02.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №239
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 172, 22/12/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,816 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2006 მიღება
18.02.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.25in 63.0pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №239 2006 წლის 20 დეკემბერი ქ. თბილისი გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „გამარტივებული სა­ბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვე­ვებისა და წესების შესახებ“. 2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრი­დან. პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი ინსტრუქცია გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ“ ინსტრუქცია ადგენს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავებისას გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის (შემდგომში – დეკლარაცია) წარ­დგე­ნის შემთხვევებსა და მისი შევსების წესებს.     მუხლი 2🔗. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები: ა) დეკლარანტი – პირი, რომელიც საბაჟო დეკლა­რირებას ახორციელებს თავისი სახელით, ან პირი, რომლის სახელი­თაც ხორციელდება საბაჟო დეკლარი­რება; ბ) სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახე­­ლების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ, ერთი მიმღების მისამართით, ერთი ხელშეკრუ­ლების თანახმად, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი საბაჟო დამუ­შავების ოპერაციებისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუა­ლებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუ­მენტების რაოდენობისა; გ) საბაჟო პროცედურების გამარტივება – საბაჟო კონ­ტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საბაჟო პრო­ცედურის დიფერენცირებულად განხორციე­ლება ამ ინსტრუქ­ციით მითითებულ შემთხვევებში, გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გამოყენების გზით; დ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია – საბაჟო პრო­ცე­­დურების გამარტივების მიზნით განსაზღვრული საქონ­ლის დეკლარირების დროს გამოყენებული გამარ­ტივებული საბაჟო დეკლარაცია, რომელიც გამოიყენება ამ ინსტრუქციით დადგე­ნილ შემთხვევებში და მისი სახეები განისაზღვრება ამ ინსტრუქციით განსაზღვრული შემთხვევების გათვალისწი­ნებით; ე) გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის საბაჟო ორგა­ნოში წარდგენის შემთხვევები – ამ ინსტრუქციით დადგე­ნილი გარემოებები, რომელთა დროსაც წარმოი­შობა გამარტი­ვებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის უფლება.     მუხლი 3🔗. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გამოყენების მიზანი გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გამოყენების მიზანია საქონელბრუნვის ზრდა, საბაჟო დამუშავების ოპერა­ციების განხორციელებისათვის დახარჯული დროის შემცი­რება, წარსადგენი დოკუმენტების რაოდე­ნობის შემცი­რება და ავარიისა და დაუძლეველი ძალის შედეგებზე სწრაფი რეაგირება.     მუხლი 4🔗. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის საბაჟო ორგანოში წარდგენის შემთხვევები 1. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია საბაჟო ორგა­ნოში შეიძლება წარდგენილ იქნეს შემდეგ შემ­თხვევებში: ა) ავარიისა და დაუძლეველი ძალის (მიწისძვრა, მეწყერ­ი, წყალდიდობა, ხანძარი და სხვ.) შედეგების ლიკვიდაციისათვის გათვალისწინებული ჰუმანიტარუ­ლი ხასიათის მქონე საქონ­ლის შემოტანის დროს; ბ) საგანგებო სიტუაციებში, ავარიებისა და წვრთნისას შესაბამისი ტექნიკის დროებითი შემოტანის დროს. 2. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის თითოეული შემთხვევის არსებობისას დეკლარაციის წარ­დგენა ხდება მხოლოდ საბაჟო ორგანოს თან­ხმობით. 3. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია არ წარედ­გი­ნება აქციზურ საქონელზე.     მუხლი 5🔗. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენაზე თანხმობის მიღების შესახებ წერილობითი განცხადება 1. დეკლარანტს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში დადგენილი ერთ-ერთი შემთხვევის დროს გამარტივებუ­ლი საბაჟო დეკლარაციის წარდგენაზე თანხმობის მიღების შესახებ წერილობითი განცხადება შეაქვს საბაჟო ორგანოში. წერილობითი განცხადება უნდა შეიცავ­­დეს ინფორმაციას საქართველოს საბაჟო საზ­ღვარ­ზე გადასაადგილებელი საქონლისა და ამ ინსტრუქ­ციის მე-4 მუხლით განსაზღვრული შემთხვევის შესახებ. 2. გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დეკლა­რანტი თხოვნით მიმართავს საბაჟო ორგანოს დეკლა­რაციის შევსების თაობაზე.     მუხლი 6🔗. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენაზე საბაჟო ორგანოს მიერ თანხმობის გაცემა ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბაჟო ორგანო დეკლარანტის წერილო­ბით განცხადებას განიხილავს და წერილობით თან­ხმობას იძლევა განცხადების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.     მუხლი 7🔗. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის წესები გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ფორმა და წარდგენის წესები იგივეა, რაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე სატვირ­თო-საბაჟო დეკლარაციის შემთხვევაში.     მუხლი 8🔗. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეები 1. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეები განი­საზღვრება ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად. 2. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ერთიანი ფორმა გამოიყენება ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებულ ყველა შემთხვევაში, საქონლის სახეობისა და საქონლის გადა­საადგილებელი პირის მიუხედავად.     მუხლი 9🔗. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსების წესი 1. გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი. 2. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია ივსება ქარ­თულ ენაზე კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით. 3. ერთი გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია ივსება მხოლოდ ერთ სასაქონლო პარტიაზე.     მუხლი 10🔗. დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი 1. დეკლარანტი გამარტივებული საბაჟო დეკლა­რაციის შევსებისას ავსებს: A, 1, 2, 8, 14, 15, 15-ა, 17, 17-ა, 18, 19, 21, 29, 31, 44, 47, 49, 54 გრა­ფებს. 2. გრაფა A – აღინიშნება იმ საბაჟო ორგანოს ხუთ­ნიშნა ციფრული კოდი და დასახელება „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (შემდგომში – კლასი­ფიკატორი) შესაბამი­სად, რომელიც იღებს დეკლა­რაციას. 3. გრაფა 1. „დეკლარაცია“ – პირველ განყოფი­ლებაში ჩაიწერება საბაჟო რეჟიმის დასახელება, მეორეში აღინიშნება მისი კოდი კლასიფიკატორის შესა­ბამისად. 4. გრაფა 2. „ექსპორტიორი“ – აღინიშნება საქონ­ლის გამომგზავნის რეკვიზიტები – იურიდიული პირის ან მისი სტრუქ­ტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვვაში – სახელი და გვარი) სახელწოდება და მისამართი. 5. გრაფა 8. „იმპორტიორი“ – აღინიშნება საქონ­ლის მიმღების რეკვიზიტები. თუ საქონლის მიმღები იურიდიული პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი; თუ საქონლის მიმღები ფი­ზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუ­მენტის ნომერი, ხოლო ფიზიკური პირი – არარეზი­დენტის შემთხვევაში, აგრეთვე გრაფის ზედა ნაწილში „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღები ფიზიკური პირი – არარეზიდენტის ცხრანიშნა საიდენტი­ფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასა­ხა­დო ინსპექ­ციის მიერ. გრაფის ზედა ნაწილში „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღების ცხრა­ნიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექ­ციის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირისათვის საგადასახადო ინსპექციის მიერ არ არის გათვალისწინებული საიდენ­ტი­ფიკაციო ნომ­რის მინიჭება, მაშინ „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი შემდეგი სქემით – XXYYYYYYY – სადაც XX არის მოქალაქის პირადობის მოწმობის სერიის შესაბა­მისი რიგითი ნომერი ქართულ ანბანში, ხოლო YYYYYYY – პირადობის მოწმობის შვიდნიშნა ნომერი. მაგალითად, თუ პირადობის მოწმობაში არის Nგ0251194, მაშინ „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი – 030251194. 6. გრაფა 14. „დეკლარანტი/წარმომადგენელი“ – აღინიშ­ნება დეკლარანტის სრული დასახელება და მისამართი. გრაფის ზედა ნაწილში „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება დეკლარანტის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი), რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახა­დო ინსპექციის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი არის საქონლის მფლობელი, მაშინ შესაძლებელია გრაფაში მიეთითოს „იხ. გრაფა 8“. 7. გრაფა 15. „გამომგზავნი ქვეყანა“ – აღინიშნება საქონ­ლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფი­კატორის შესაბამისად. გამომგზავნი ქვეყანა გა­ნი­საზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანი­ლი ცნობების საფუძ­ველზე, რომელთა თანახმად ხორ­ციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა, ხოლო საბაჟო რეჟიმის შეცვლის დროს საქონლის დეკლა­რირებისას გამომგზავნ ქვეყნად მიიჩნევა წინმსწრე­ბი დეკლარაციის შესაბამის გრაფაში მითითებული ქვეყანა. 8. გრაფა 15-ა. „გამომგზავნი ქვეყნის კოდი“ – აღინიშ­ნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფი­კატორის შესაბამისად. 9. გრაფა 16. „წარმოშობის ქვეყანა“ – აღინიშნება საქონ­ლის წარმოშობის ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფი­კატორის შესაბამისად. თუ შეუძლებელია საქონ­ლის წარმოშობის ქვეყნის დადგენა, გრაფაში ჩაიწერება – „უცნობია“. 10. გრაფა 17. „დანიშნულების ქვეყანა“ – აღინიშნება დანიშ­ნულების ქვეყნის მოკლე დახასიათება კლასიფიკატორის შესაბამისად. 11. გრაფა 17-ა. „დანიშნულების ქვეყნის კო­დი“ – აღინიშ­ნება დანიშნულების ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფი­კატორის შესაბამისად. 12. გრაფა 18. „სატრანსპორტო საშუალება დანიშ­ნულების ადგილზე“ – მარცხენა განყოფილებაში აღი­ნიშნება სატრან­სპორტო საშუალების მონაცემები, რომ­ლითაც ხდება საქონლის მიწოდება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე (საზღვაო-სატრანსპორტო საშუალე­ბის დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, ავტოტრანსპორტის სარეგის­ტრაციო ნომერი, სარკინიგზო ვაგონის ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილე­ბაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლო­ბელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის შესაბა­მისად. გრაფის სრულ­ყოფილად შევსების შეუძლებ­ლობის შემთხვევაში კეთდება მითითება „იხილეთ უკანა გვერდზე“, სადაც აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები. 13. გრაფა 19. „კონტეინერი“ – გრაფაში აღინიშნება: ა) თუ საქონელი იგზავნება კონტეინერით – 1, ხოლო კონტეინერის ნომრები მიეთითება დეკლარაციის 31-ე გრაფაში; ბ) თუ საქონელი არ იგზავნება კონტეინერით – 0. 14. გრაფა 21. „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება სატრანსპორტო საშუა­ლებათა მონაცემები, რომლები­თაც საქონელი მიწოდე­ბულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო-სატრან­სპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრან­სპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი და სხვა ამგვარი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფი­ლებაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის შესაბამი­სად. 15. გრაფა 29. „საბაჟო გამშვები პუნქტი“ – აღინიშნება იმ საბაჟო ორგანოს კოდი და დასახელება, საიდა­ნაც შემოვიდა საქონელი საქართველოში კლასიფი­კა­ტო­რის შესაბამისად. 16. გრაფა 31. „საქონლის აღწერა და რაოდენო­ბა“ – აღინიშნება დეკლარირებული საქონლის ზუსტი მონაცემები მათ შეფუთვასა და მარკირებაზე, რაც იძლევა საქონლის საბაჟო მიზნით იდენტიფიცირების შესაძლებლობას. თითო­ეული მონაცემი ჩაიწერება ახალი სტრიქონით. გრაფაში აღინიშნება სატვირთო ადგი­ლების, მათი შეფუთვისა და მარკირების შესახებ მონაცე­მები, აგრეთვე ერთი სატვირთო ადგილის შემცველ საქონელთა რაოდენობის, შეფუთვის, დაფასოე­ბის, მარკირების შესახებ მონაცემები; კონტეინე­რე­ბით გადაზიდულ საქონელზე მიეთითება კონტეინერების რაოდე­ნობა და წილადის ხაზის შემდეგ – მა­­თი ნომრები. თუ საქონელს არ უკავია მთელი კონ­ტეი­ნერი, მისი ნომრის შემდეგ ჩაიწერება – „ნაწილი“. აღინიშნება საქონლის ზუსტი აღწერილობა, მისი ტექნიკური და ძირითადი კომერციული მახასიათებ­ლები. 17. გრაფა 44. „დამატებითი ინფორმაცია“ – აღი­ნიშ­ნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი დოკუმენ­ტაციის დასახელება და ნომრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კლასიფიკატორის შესაბამისად. 18. გრაფა 47. „გადასახდელების გამოთვლა“ – სა­ბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება წარმოებს საბა­ჟო გადასახ­დელების სახეობების მიხედვით დეკლა­რა­ციის ძირითად და დამატებით ფურცლებზე გაცხა­დებულ საქონელზე ცალ-ცალკე: ა) გრაფის პირველ სვეტში – „სახე“ – ჩაიწერება საბაჟო გადასახდელის კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 4-ის შესა­ბამისად; ბ) გრაფის მეორე სვეტში – „დასაბეგრი ბაზა“ – ჩაიწე­რება საბაჟო გადასახდელის გამოანგარიშების საფუძველი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) გრაფის მესამე სვეტში – „განაკვეთი“ – აღინიშ­ნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის განაკვეთი; დ) გრაფის მეოთხე სვეტში – „თანხა“ – აღინიშნება გამო­ან­გარიშებული გადასახდელების თანხა; ე) გრაფის ქვედა ნაწილში „ჯამის“ გასწვრივ აღინიშნება მეოთხე სვეტში – „თანხა“ – გამოანგარიშე­ბული გადასახ­დელების თანხების ჯამი. 19. გრაფა 49. „საწყობის დასახელება“ – ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო დამუშავების ოპერა­ციებამდე საქონელი იყო საბაჟო საწყობის რეჟიმში ან დრო­ებითი შენახვის საწყობში. გრაფაში აღინიშნება საბაჟო საწყობის საბაჟო-საიდენტიფიკაციო კოდი. 20. გრაფა 54. „ადგილი და თარიღი, დეკლარან­ტი“ – გრაფაში მიეთითება გამარტივებული საბაჟო დეკ­ლარაციის შევსების ადგილი და თარიღი. დეკლა­რაციის მე-14 გრაფაში აღნიშნული პირი ბეჭდის დას­მით (არსებობის შემთხვევაში) ადასტურებს დეკლა­რა­ციაში ასახული ტექსტობრივი და ციფრული ინფორ­მაციის სისწორეს.     მუხლი 11🔗. საბაჟო ორგანოს მიერ გრაფების შევსების წესი 1. საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელე ავსებს B და A გრაფების მეორე აბზაცს (სადაც უნდა მიეთითოს გამარ­ტივებული საბაჟო დეკლარაციის ნომე­რი და თარიღი), B გრაფის პუნქტებს შეფასების ნომ­რისა და გარანტიის პუნქტების გარდა და D გრაფას. 2. A გრაფის მეორე აბზაცში საბაჟო ორგანო აღნიშნავს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის საბაჟო ორგანოში რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს. ნომერი მოწმდება საბაჟო სტატისტიკის სამსახურის მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით. 3. B გრაფა. „გადახდის სახე“ – აღინიშნება შეფა­სების ნომერი და გადახდის ქვითრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი და მათი მინიჭების თარიღები. 4. D გრაფა. – ისმება საბაჟო კონტროლის განხორ­ციელების დამადასტურებელი საბაჟო ორგანოს დამღა „გაშვება ნებადართულია“, ან „გაშვება აკრძალულია“. დამ­ღაში მითითებულ ადგილზე საბაჟო ორგანოს პასუ­ხის­მგებელი მოხელე ხელს აწერს და მიუთითებს საბა­ჟო დამუშავების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხე­ლის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გა­დაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე ან არგაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწე­რა შესრულე­ბული უნდა იყოს გარ­კვევით. სრულყოფი­ლად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა.