⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.08.2005)
გაუქმებულია:

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა, დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახების სამართლებრივი და სოციალური დაცვის ხელშეწყობის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 21.02.2003
ძალის დაკარგვა 26.08.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №56
სარეგისტრაციო კოდი 280090020.05.002.000002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 14, 24/02/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,457 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.02.2003 მიღება
26.08.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა, დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახების სამართლებრივი და სოციალური დაცვის ხელშეწყობის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:70.9pt 70.9pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №56 2003 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა, დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახების სამართლებრივი და სოციალური დაცვის ხელშეწყობის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა, დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახების უფლებების დაცვის, სოციალური ადაპტაციისა და საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების, მათი სამართლებრივი უფლებების, პრივილეგიების ეფექტური რეალიზაციის თვალსაზრისით, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამების დაფინანსების მიზანმიმართული და ეფექტიანი გამოყენების, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისა და ახალი ეფექტური წინადადებებისა და რეკომენდაციების განხორციელების მიზნით: 1. შეიქმნას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა, დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახების სამართლებრივი და სოციალური დაცვის ხელშეწყობის ეროვნული საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემად-გენლობით: ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ყარყარაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა აბაშიძე – საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა და ინვალიდთა კავშირ „სარეაბილიტაციო ცენტრის“ თავმჯდომარე გია აბულაძე – ვეტერან მეომართა კავშირ „თბილისელების“ თავმჯდომარე რევაზ ასათიანი – საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს უფროსი ილარიონ ბარაბაძე – ადამიანის უფლებების საერთაშორისო დაცვისა და დახმარების კავშირ „ნდობის“ თავმჯდომარე რამაზ ბიძინაშვილი         – ეროვნული გვარდიის ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ბულისკირია – აფხაზეთის მებრძოლთა კავშირის მთავარი საბჭოს წევრი, კავშირის რწმუნებული ირაკლი გადილია – ინვალიდ-მეომართა კავშირ „დიოსკურიის“ რწმუნებული იური გალდავა – საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერან და ინვალიდ ოფიცერთა კავშირ „მშვიდობის“ პრეზიდენტი გიორგი გაჩეჩილაძე         – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი გელა გელაშვილი – ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე გურამ გვეტაძე – საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვასილ გიგოლაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაატა გოგოლაძე – პენიტენციარული სისტემის რეფორმისა და დანაშაულის მსხვერპლის დაცვის ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე ედიშერ გრიგოლია – ფონდ „გიორგის“ რწმუნებული ვლადიმერ დობორჯგინიძე – უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახების ფონდ „მოლოდინის“ თავმჯდომარე, ტყვეთა გაცვლის და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა მოძიების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ეზუგბაია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ნოდარ ეფრემიძე – საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული, საქართველოს ჯარისკაცთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის საზოგადოების თავმჯდომარე ალექსანდრე ვაშაკიძე – ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, თბილისის საქალაქო საბჭოს წევრი აკაკი ზოიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გოგი თათუხაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ომის მონაწილე ვეტერანთა საზოგადოებრივი გაერთიანების „ფარ-ხმალის“ თავმჯდომარე თეიმურაზ თოფურია – საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე დარეჯან იოსელიანი – საზოგადოებრივი კავშირ „ჯარისკაცის დედის“ თავმჯდომარე გივი იუკურიძე – საქართველოს პრეზიდენტის სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსი ნუგზარ კახნიაური – საქართველოს ავღანელთა კავშირის თავმჯდომარე გენადი კვერნაძე – სრულიად საქართველოს მეომარ, ვეტერა-ნინვალიდთა კავშირ „ფარი და მახვილის“ თავმჯდომარე გია კიკნაძე – მებრძოლ ვეტერანთა კავშირ „ბეგთარის“თავმჯდომარე დავით კოშკაძე – მებრძოლ ვეტერანთა კავშირ „სამაჩაბლოს ხეობის“ თავმჯდომარე იოსებ ლაშხია – სოხუმის გარნიზონის მეომართა კავშირ „ჯიხას“ რწმუნებული თამაზ ლიპარტელიანი – კავშირ „სოხუმის გარნიზონის“ წევრი იაკობ ლომაია – საქართველოს ომისა და შეიარაღებული ძალების ინვალიდ-ვეტერანთა საზოგადოებრივი გაერთიანება „მეგობართა კავშირის“ თავმჯდომარე კონსტანტინე მგალობლიშვილი – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი მოსე მდინარაძე – თბილისის ვეტერანთა საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მერაბ მისაბიშვილი – აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციების კავშირ „ლიგის“ რწმუნებული გია მორგოშია – აფხაზეთის ომის მონაწილე და ინვალიდთა კავშირ „ფსოუს“ წევრი ალეკო ნაკანი – აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა კავშირ „თანადგომის“ რწმუნებული თემურ ოტიაშვილი – საქართველოს ეროვნული გვარდიის კავშირის თავმჯდომარე ავთანდილ პაკელიანი – მეომართა უფლებების დაცვის კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ბიძინა პირველი – კავშირ „წმ. გიორგის“ გამგეობის თავმჯდომარე თემურ როსტომიანი – „ოფიცრები საქართველოსათვის“ მებრძოლ ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე ლევან ტყებუჩავა – აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრი ზურაბ ფარცვანია – საქართველოს ინვალიდ-მეომარ ტრანსპორტელთა კავშირ „აბჯარის“ თავმჯდომარე ემზარ ქვარიანი – მებრძოლ პატრიოტთა კახეთის რეგიონალური კავშირის თავმჯდომარე ბორის ყურაშვილი – საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე ვიქტორ შაფათავა – საქართველოს მხედრიონის მეომარ-ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე კახა შენგელია – ქ. თბილისის ვიცე-პრემიერი თამაზ ცინცაძე – ინვალიდ-მეომართა კავშირ „უშბას“ რწმუნებული ნოდარ ცოტნიაშვილი – საქართველოს პოლიციის პენსიონერთა და ინვალიდთა კავშირ „აბჯარის“ რწმუნებული მანონ ხაჩიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მერაბ ჯაფარიძე – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის მოადგილე 2. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას საბჭოს სამდივნო შემდეგი შემადგენლობით: მაია ყიფიანი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ საკითხთა სამსახურის რეფერენტი, სამდივნოს უფროსი ლალი ცერაძე – მეომართა უფლებების დაცვის კავშირის თავმჯდომარე, სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ომის ვეტერანთა და ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების აღმასრულებელი მდივანი მერი ჭილაშვილი – საქართველოს ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის სოციალური დაცვის სამმართველოს უფროსი. 3. დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა, დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახების სამართლებრივი და სოციალური დაცვის ხელშეწყობის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება. ე. შევარდნაძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა, დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახების სამართლებრივი და სოციალური დაცვის ხელშეწყობის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა, დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახების სამართლებრივი და სოციალური დაცვის ხელშეწყობის ეროვნული საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შექმნილია შესაბამის სფეროში „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. 2. საბჭო წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ სათათბირო ორგანოს, რომლის მიზანია საქართველოს შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა, დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახების, სოციალური და სამართლებრივი დაცვის ღონისძიებების შემუშავება. 3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით.     მუხლი 2🔗. საბჭოს ფუნქციები და ამოცანები 1. საბჭოს საქმიანობის ძირითადი ამოცანაა ვეტერანთა, დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა ოჯახების, პირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული და საკანონმდებლო აქტების რეალიზაციისათვის საქართველოში შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სხვა საჭირო პირობების შექმნისათვის ხელშეწყობა, რისთვისაც საბჭო: ა) საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებთან თანამშრომლობის გზით ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა, დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) ამზადებს წინადადებებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა დახმარების სოციალური პროგრამებისათვის; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა, დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ამისათვის აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან; დ) იხილავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის საკითხებს; ე) ხელს უწყობს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე შესაბამისი პროგრამების განხორციელებას. 2. საბჭოს საქმეების მიმართულების შესაბამისად იქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელთა თავმჯდომარეებს და მუშაობის რეგლამენტს ამტკიცებს საბჭო. 3. საბჭოს ინიციატივით კომისიებში სამუშაოდ შესაძლოა დამატებით მოწვეულ იქნენ კომპეტენტური სპეციალისტები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელი-ექსპერტები, რომლებიც საჭირო იქნებიან შესაბამისი საკითხების შესასწავლად და გადასაწყვეტად.     მუხლი 3🔗. საბჭოს უფლებამოსილებანი 1. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საქართველოს ვეტერანთა სოციალური დაცვის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს და წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი სამართლებრივი აქტები. 2. მოამზადოს საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს პარლამენტის, დაინტერესებული მხარეებისა და საქართველოს მოსახლეობისადმი ინფორმაცია ომის ვეტერანთა შესახებ არსებული საქართველოს კანონებისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების რეალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით.     მუხლი 4🔗. საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა 1. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო კანცელარიის, სამინისტროების, ვეტერანთა საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 2. საბჭოს სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ორი მესამედი; საბჭოს საგანგებო რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს თავმჯდომარეს ან წევრთა ერთ მესამედს. 3. საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს მდივანი და სამდივნოს კოორდინატორი უზრუნველყოფენ მიმდინარე საქმიანობას და სხდომების მომზადებას. 4. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, საბჭოს წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, რომელიც ფორმდება ოქმით საბჭოს თავმჯდომარისა და მდივნის ხელის მოწერით.     მუხლი 5🔗. საბჭოს საქმიანობის შეწყვეტა საბჭოს საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.