საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივი სარგოს დანამატების განსაზღვრისა და საცხოვრებელი ბინის დაქირავების ხარჯის შესახებ
მიღების თარიღი 07.09.2004
ძალის დაკარგვა 01.01.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №373
სარეგისტრაციო კოდი 110050140.05.002.000002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 98, 09/09/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივ სარგოზე დანამატების განსაზღვრისა და საცხოვრებელი ბინის დაქირავების ხარჯების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 08.04.2002
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივი სარგოს დანამატების განსაზღვრისა და საცხოვრებელი ბინის დაქირავების ხარჯის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №373
2004 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივი სარგოს დანამატების განსაზღვრისა და საცხოვრებელი ბინის დაქირავების ხარჯის შესახებ
1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 85-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე:
1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვროს შემდეგი რაოდენობით:
ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე – 630 ლარი;
ბ) საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე – 610 ლარი;
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომრის პირველი მოადგილე – 585 ლარი;
დ) საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 575 ლარი;
ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის (პალატის) თავმჯდომარე – 560 ლარი;
ვ) საოლქო სასამართლოს კოლეგიის (პალატის) თავმჯდომარე – 550 ლარი;
ზ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე – 535 ლარი;
თ) საოლქო სასამართლოს მოსამართლე – 525 ლარი;
ი) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 525 ლარი;
კ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე – 500 ლარი.
2. თანამდებობრივი სარგოს დანამატი მოსამართლედ ნამსახურობის წლებისათვის განისაზღვროს თანამდებობრივი სარგოს შემდეგი რაოდენობით:
ა) 5-დან 10 წლამდე – 5 პროცენტი;
ბ) 10-დან 15 წლამდე – 10 პროცენტი;
გ) 15-დან 20 წლამდე – 15 პროცენტი;
დ) 20-დან 25 წლამდე – 20 პროცენტი;
ე) 25-დან 30 წლამდე – 25 პროცენტი;
ვ) 30-დან 35 წლამდე – 32 პროცენტი;
ზ) 35-დან 40 წლამდე – 40 პროცენტი.
3. სასამართლო უფლებამოსილების განხორციელების ადგილის მიხედვით თანამდებობრივი სარგოს დანამატი განისაზღვროს შემდეგი რაოდენობით:
ადიგენის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ყაზბეგის, ქედის, ხულოს, მესტიის, ლენტეხის, წალკის, შუახევის რაიონებში – 10 პროცენტი.
4. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს დადგენილი წესით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მიეცეთ თანამდებობრივი სარგოს დანამატი არა უმეტეს თანამდებობრივი სარგოს ერთმაგი რაოდენობისა.
5. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს შვებულებაში გასვლისას მიეცეთ საშვებულებო დახმარება ორი თვის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობით.
6. საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, რომელთაც შესაბამის ქალაქში ან რაიონში არა აქვთ საცხოვრებელი ბინა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის გამოეყოთ შემდეგი რაოდენობის თანხა:
ა) ქ. თბილისში ბინის დაქირავებისათვის – 250 ლარამდე;
ბ) საქართველოს სხვა რაიონებსა და ქალაქებში – 150 ლარამდე.
7. ამ ბრძანებულებით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოები და დანამატები ანაზღაურდეს საერთო სასამართლოებისთვის საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
8. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივ სარგოს დანამატების განსაზღვრისა და საცხოვრებელი ბინის დაქირავების ხარჯების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 21 აპრილის №152 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი