ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 27.05.2003
ძალის დაკარგვა 26.08.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №235
სარეგისტრაციო კოდი 480510000.05.002.000002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 48, 30/05/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:70.9pt 70.9pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №235
2003 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ
საქართველოს ნატოში თანამიმდევრული ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს.
ნატოში ინტეგრაციის პროცესი მოითხოვს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების შეთანხმებულ მოქმედებასა და ძალისხმევას. ამ პროცესის ინტენსიფიკაციისა და კოორდინაციის გაძლიერების მიზნით:
1. შეიქმნას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეროვნული საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო).
2. დამტკიცდეს:
ა) საბჭოს თანდართული დებულება;
ბ) საბჭოს თანდართული შემადგენლობა.
3. ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნ. ბურჯანაძესა და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ი. ბათიაშვილს მონაწილეობა მიიღონ საბჭოს საქმიანობაში.
4. ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის აღმასრულებელ ნაწილში განსახორციელებელ ღონისძიებათა დროული შესრულების მონიტორინგი დაევალოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სამთავრობო კომისიას.
5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი) საბჭოზე განსახილველ საკითხთა მომზადების, სხდომების ორგანიზებისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მონიტორინგის მიზნით შეასრულოს სამდივნოს ფუნქციები.
ე. შევარდნაძე
ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები
საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებათა და რეკომენდაციათა მომზადება, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს თანმიმდევრულ ღონისძიებათა განხორციელებას ნატოში წევრად შესვლის მიზნით;
ბ) „პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 17 ივნისის №394 ბრძანებულების საფუძველზე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება და განხილვა;
გ) ნატოში ინტეგრაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციების მოსმენა და შეფასება ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურისა და სამთავრობო უწყებების მიერ;
დ) ნატოში ინტეგრაციისათვის განსახორციელებელი პროგრამის შესრულების ზედამხედველობა.
მუხლი 3🔗. საბჭოს უფლება-მოვალეობანი
საბჭო უფლებამოსილია:
ა) განიხილოს თავის სხდომებზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები გადაწყვეტილებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად;
ბ) არსებული წესის მიხედვით კოორდინაცია გაუწიოს შესაბამის უწყებათა ურთიერთობებს ნატოს სტრუქტურებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს მათთან გასაფორმებელ დოკუმენტთა პროექტები;
გ) მოსთხოვოს სახელმწიფო მმართველობის ნებისმიერ ორგანოს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობებს, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს მასალები და ინფორმაცია საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში;
დ) სამინისტროთა, უწყებათა, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებისაგან შექმნას მუდმივმოქმედი და დროებითი კომისიები, სამუშაო ჯგუფები ნატოსთან და მის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობის ცალკეული საკითხების გამო ღონისძიებათა შესამუშავებლად.
მუხლი 4🔗. საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობასა და სხდომებს.
2. საბჭოს თავმჯდომარის დავალებით საბჭოს საქმიანობის საკითხებს განიხილავს და შესაბამის წინადადებებს წარადგენს საბჭოს მდივანი.
3. საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს, აგრეთვე საბჭოს მიმდინარე საქმიანობას ახორციელებს საბჭოს მდივანი.
4. საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სამთავრობო კომისია განიხილავს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის საკითხებს და წარუდგენს საბჭოს მდივანს.
მუხლი 5🔗. საბჭოს მუშაობის ორგანიზება
1. საბჭოს სხდომების დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს მდივნის წარდგინებით.
2. საბჭოს სხდომებზე საკითხის გატანის უფლება აქვთ:
ა) საბჭოს თავმჯდომარეს;
ბ) საბჭოს წევრებს.
3. საბჭო, საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე აქტებიდან გამომდინარე, ამზადებს წინადადებებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესამუშავებლად და დასამტკიცებლად.
4. საბჭო მოისმენს სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებებისა და სხვა სამთავრობო სტრუქტურების ინფორმაციებს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ ნატოსთან ინტეგრაციის საკითხთა რეალიზაციის შესახებ და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
მუხლი 6🔗. საბჭოს მუშაობის რეგლამენტი და სხდომების პერიოდულობა
1. საბჭოს სხდომები მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის მიერ ორ თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ.
2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საბჭოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმის საფუძველზე.
3. ყოველი კვარტალის დაწყებამდე ერთი თვით ადრე საბჭოს წევრები, საქართველოს სამინისტროები, დეპარტამენტები, უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ წინადადებებს საბჭოს სხდომებზე განსახილველი საკითხების შესახებ თარიღის მითითებით წარუდგენენ საბჭოს მდივანს, რომელთა საფუძველზეც დგება კვარტალური გეგმა, ხოლო IV კვარტალის ბოლოს – მომავალი წლის სამუშაო გეგმა.
4. საბჭოს მდივანი შემოსულ წინადადებათა საფუძველზე ადგენს წლიური და კვარტალური სამუშაო გეგმების პროექტებს, აზუსტებს საკითხთა განხილვის ვადებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარეს.
5. საბჭოს მდივანი კონტროლს უწევს სამუშაო გეგმების შესრულებასა და საბჭოს სხდომებზე განსახილველი საკითხების მომზადებას.
6. საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებთან ერთად შესაძლებელია მიიწვიონ დაინტერესებულ უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლები.
7. საბჭოს სხდომათა ოქმს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს საბჭოს მდივანი.
8. საოქმო ჩანაწერები ეგზავნებათ საბჭოს წევრებსა და შემსრულებლებს სხდომის ოქმიდან ამონაწერის სახით.
9. ცალკეული გადაწყვეტილებანი ეგზავნებათ შემსრულებლებს იმ სიის მიხედვით, რომელსაც ადგენს საკითხის შემომტანი და ამტკიცებს საბჭო.
მუხლი 7🔗. საბჭოს სხდომის დღის წესრიგის წინასწარი განხილვა
1. საბჭოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს განიხილავს საბჭოს მდივანი, რომელსაც შემდგომ ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს დღის წესრიგის პროექტი, თანდართულ მასალებთან ერთად, სხდომის მოწვევამდე ხუთი დღით ადრე ბარდებათ საბჭოს წევრებს.
მუხლი 8🔗. საკითხების შეტანა საბჭოს სხდომაზე განსახილველად
1. საბჭო განიხილავს:
ა) საბჭოს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს;
ბ) სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციებს და მოისმენს ანგარიშს ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკის რეალიზების საკითხებზე.
2. საბჭოს სხდომაზე განსახილველ თითოეულ საკითხზე მომზადებულ უნდა იქნეს მოხსენებითი ბარათი, რომელშიც მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული მიმართულებები, რეკომენდაციები, პროგრამები.
3. მოხსენებითი ბარათი უნდა იყოს ვიზირებული იმ მინისტრების, დეპარტამენტებისა და უწყებათა ხელმძღვანელების მიერ, რომლებსაც შემოაქვთ საკითხი.
4. საბჭოს სხდომის გამართვამდე 10 დღით ადრე სამინისტროები, დეპარტამენტები, უწყებები ვალდებული არიან წარუდგინონ საბჭოს მდივანს სრულყოფილი მასალები სხდომაზე განსახილველად.
5. საბჭოს სხდომაზე შემოტანილ არადამაკმაყოფილებლად და რეგლამენტის დარღვევით მომზადებულ საკითხებს საბჭოს მდივანი უბრუნებს საკითხის შემომტანთ ხელახალი გადამუშავებისათვის.
მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა
ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი, საბჭოს თავმჯდომარე
როლანდ გილიგაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მირიან გოგიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დავით დონდუა – საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატოში
დავით თევზაძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საბჭოს მდივანი
კობა ნარჩემაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ჯონი ფირცხალაიშვილი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი
გელა ჩარკვიანი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო ურთიერთობების საკითხებში
ვალერი ჩხეიძე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ვალერი ხაბურძანია – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
თედო ჯაფარიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.