"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 დეკემბრის №228 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№51
სარეგისტრაციო კოდი
010240020.22.027.016120
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110413003, 13/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება№51

2011 წლის13 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 დეკემბრის №228 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 დეკემბრის №228 ბრძანებით  (სსმ III, 09.12.2010 წ., №161, მუხ. 2281) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 500 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება;“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების მიერ სამინისტროსათვის მიმართვის შემთხვევაში ეცნობა საქმის მასალებს, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს დამატებით დოკუმენტაციას და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოფს სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობას სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 500 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება; სამართალწარმოების პროცესში განსახორციელებელ ქმედებებთან დაკავშირებით უზრუნველყოფს შესაბამის დაწესებულებასთან წინასწარი შეთანხმებით, კოორდინირებულ მოქმედებას;“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ)კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოფს სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობას სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 500 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, ასრულებს ამ დებულების მე-8 მუხლის „ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციებს;“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი