ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქ. გორში) სტატუსის შესახებ
მიღების თარიღი 24.06.2003
ძალის დაკარგვა 11.09.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №280
სარეგისტრაციო კოდი 430010000.05.002.000002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 61, 24/06/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- „გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 სექტემბრის №393 ბრძანებულებისა და „ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქ. გორში) სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 ივნისის №280 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 05.09.2007
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 08.06.2005
დოკუმენტის ტექსტი
ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქ. გორში) სტატუსის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №280
2003 წლის 24 ივნისი
ქ. თბილისი
ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქ. გორში) სტატუსის შესახებ
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-17 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ. გორში) ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქ. გორში) თანდართული წესდება.
3. ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქ. გორში) საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს განათლების სამინისტრომ.
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება
თავი I.
უნივერსიტეტის სტატუსი, ავტონომიურობა
მუხლი 1🔗. უნივერსიტეტის სტატუსი
1. ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
2. უნივერსიტეტს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, აქვს სპეციალური უფლებამოსილება და ახორციელებს მხოლოდ იმ საქმიანობას, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით.
3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ. გორში) (შემოკლებით ცსუ).
4. უნივერსიტეტს აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში, შტამპი და ბეჭედი; ბეჭედზე ასახულია უნივერსიტეტის სრული სახელწოდება ქართულ ენაზე.
5. უნივერსიტეტი თავისი სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში დებს სხვადასხვა გარიგებას; გარიგებები, რომლებიც სცილდება უნივერსიტეტის სპეციალური უფლებამოსილების ფარგლებს, ბათილია.
6. უნივერსიტეტი ვალდებულია აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია.
7. უნივერსიტეტს უფლება აქვს საკუთარი სახელით სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩლედ და მოპასუხედ.
8. უნივერსიტეტის დროებითი იურიდიული მისამართია: 383500, საქართველო, ქ. გორი, ბესიკის ქ. №2.
მუხლი 2🔗. უნივერსიტეტის ავტნომიურობა
1. უნივერსიტეტი ავტონომიური დაწესებულებაა, რომელიც მოქმედებს არსებული კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე.
2. უნივერსიტეტი ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
ა) შეიმუშავებს, განიხილავს წინადადებებს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ;
ბ) განსაზღვრავს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების სტატუსს; დადგენილი წესებით ხსნის უნივერსიტეტის ფილიალებს, კოლეჯებს, ქმნის და აუქმებს ფაკულტეტებს, კათედრებს, სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებსა და სხვა ქვედანაყოფებს;
გ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს სწავლის ფორმის შემოღებასა და გაუქმებას საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით; ადგენს უნივერსიტეტში მისაღებ კონტინგენტს, სახელმწიფო დაკვეთისა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების გათვალისწინებით - მიღების წესებსა და პირობებს (ეს ვრცელდება უცხო ქვეყნების მოქალაქეებზეც, რომელთა განათლების მიღების უფლება ხორციელდება შეთანხმებათა და საერთაშორისო ხელშეკრულებათა საფუძველზე). სახელმწიფო დაკვეთით განსაზღვრული სასწავლო ადგილების დაკავება ხდება კონკურსით, რომლის პირობებისა და მოწყობის წესს ადგენს უნივერსიტეტი საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი პრინციპების საფუძველზე;
დ) საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო-საგანმანათლებლო სტანდარტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების აუცილებელი დაცვის პირობით ადგენს სასწავლო გეგმებს, პროგრამებს;
ე) არსებული კანონმდებლობისა და ორმხრივ ხელშეკრულებათა საფუძველზე ამყარებს კავშირურთიერთობებს სხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან (მათ შორის საზღვარგარეთის ორგანიზაციებთან), იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
ვ) ირჩევს და განსაზღვრავს საუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის პერსპექტიულ პროგრამებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს;
ზ) იწვევს საქართველოსა და რეგიონალურ კონგრესებს, კონფერენციებს, სიმპოზიუმებს;
თ) დადგენილი წესის შესაბამისად ქმნის რექტორისა და სხვა ფონდებს: სარემონტო და კაპიტალური მშენებლობის, სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა, საზღვარგარეთთან ურთიერთობებისა (საერთაშორისო პროგრამები) და სხვა, რომელთაც განკარგავს დამოუკიდებლად.
3. უნივერსიტეტის ავტონომიურობა ვრცელდება იმ ტერიტორიაზე, სადაც განლაგებულია უნივერსიტეტის მფლობელობასა ან საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობანი.
თავი II
საქმიანობის საგანი
მუხლი 3🔗. საქმიანობის სფერო
უნივერსიტეტის საქმიანობის სფეროებია:
ა) კომპეტენტური და მაღალზნეობრივი სპეციალისტების მომზადება;
ბ) ფუნდამენტური კვლევითი და გამოყენებითი სამეცნიერო მუშაობა;
გ) სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადება, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების უზრუნველყოფა.
თავი III.
უნივერსიტეტის სტრუქტურა. სასწავლო პროცესი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა
მუხლი 4🔗. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
1. უნივერსიტეტის ძირითადი სასწავლო, მეთოდური, სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულებია: ფაკულტეტები და კათედრები, სამმართველოები, მეთოდური საბჭო, განყოფილებები, უნივერსიტეტის ფილიალები, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, საინფორმაციო და ინოვაციათა ცენტრები, კოლეჯები, ბიბლიოთეკა, გამომცემლობა, რომელთა მუშაობის წესი და რეგლამენტი, აგრეთვე მათი უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება დებულებით, რომლებსაც რექტორის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო.
2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები ახორციელებენ სასწავლო, მეთოდურ, სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, სტრუქტურულ ერთეულთა ფუნქციონირება ხორციელდება საბიუჯეტო სახსრებით ან ხელშეკრულებით და კანონით ნებადართული საქმიანობიდან მიღებული სხვა სახსრებით.
მუხლი 5🔗. სასწავლო პროცესი
1. უნივერსიტეტის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზაციის ფორმები განისაზღვრება უნივერსიტეტის შინაგანაწესით, რომელსაც რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო. შინაგანაწესი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.
2. უნივერსიტეტის შინაგანაწესით განისაზღვრება უნივერსიტეტში აბიტურიენტთა ჩარიცხვის, სტუდენტთა მომდევნო კურსზე ან სხვა ფაკულტეტზე გადაყვანის, აგრეთვე კურსზე დატოვებისა და უნივერსიტეტიდან გარიცხვის პირობები და წესები, სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემა და კრიტერიუმები, ქცევისა და სწავლის პირობები, სტუდენტთა უფასო და ფასიანი მომსახურების სახეები, სასწავლო რეჟიმი (სასწავლო მეცადინეობათა ყოველდღიური რაოდენობა, სასწავლო გეგმებითა და საუნივერსიტეტო განრიგით განსაზღვრული თანმიმდევრობა, ლექციებს შორის შესვენებათა ხანგრძლივობა და გრაფიკი, სასწავლო პროცესის შიდაკონტროლის წესი და განხორციელების ფორმები). შინაგანაწესი არ შეიძლება შეიცვალოს მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში.
3. ბავშვობიდან ინვალიდებისათვის (დიაბეტით დაავადებულნი და სხვ.) სწავლისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად დადგენილი წესით შეიძლება განისაზღვროს ისეთი შეღავათები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ სრულფასოვან ინტეგრაციას სასწავლო პროცესში, შეღავათებით არ შეიძლება დადგინდეს დაბალი საგანმანათლებლო სტანდარტი, გამოცდის, ატესტაციისა და ცოდნის შეფასების სხვა ფორმებისაგან გათავისუფლება.
4. უნივერსიტეტის შინაგანაწესით არ შეიძლება შეიზღუდოს სასწავლო პროცესის მონაწილეთა ის უფლებები, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 6🔗. სწავლების ფორმა
უნივერსიტეტში სწავლება ხორციელდება დასწრებული და დაუსწრებელი სწავლების ფორმით საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით.
მუხლი 7🔗. საგანმანათლებლო სერტიფიკატი
უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით ათვისების სახელმწიფო ატესტაციის გავლის შემთხვევაში უნივერსიტეტი სტუდენტს გადასცემს სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატს (დიპლომს).
მუხლი 8🔗. სამეცნიერო ხარისხი და სამეცნიერო წოდებები
პროფესორის ან დოცენტის წოდების მინიჭება ხდება დადგენილი წესით, რომელიც განისაზღვრება „საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოსა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 აგვისტოს №502 ბრძანებულებით.
თავი IV.
უნივერსიტეტის მართვა, უნივერსიტეტის მუშაკები
მუხლი 9🔗. უნივერსიტეტის მართვა
უნივერსიტეტის მართვას ახორციელებენ:
ა) სამეცნიერო საბჭო;
ბ) რექტორი;
გ) რექტორატი;
დ) დეკანატები.
მუხლი 10🔗. სამეცნიერო საბჭო
1. უნივერსიტეტის მართვის უმაღლესი ორგანოა უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომლის გადაწყვეტილებანი ერთნაირად სავალდებულოა როგორც უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურული ერთეულისათვის, ისე მისი მთელი შემადგენლობისათვის.
2. საბჭოში შედიან: რექტორი, პრორექტორები, ფაკულტეტის დეკანები, კათედრათა გამგეები, ფაკულტეტებიდან არჩეული სამეცნიერო ხარისხის მქონე ორ-ორი წევრი, რექტორის წარდგინების საფუძველზე საბჭოს მიერ გამონაკლისის სახით არჩეული წევრები; საბჭოს უფლებამოსილების ვადაა ხუთი წელი. ფაკულტეტებს უფლება აქვთ ვადაზე ადრე გაიწვიონ მათგან არჩეული საბჭოს წევრები.
3. საბჭოს შეუძლია სათათბირო ხმის უფლებით თავის შემადგენლობაში მოიწვიოს მეცნიერების ამა თუ იმ დარგის ცნობილი წარმომადგენლები, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები.
4. სამეცნიერო საბჭოს კომპეტენცია და უფლებამოსილება
საბჭო:
ა) შეიმუშავებს და განიხილავს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის პროექტს, რომელიც დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს;
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს;
გ) განიხილავს და ამტკიცებს დებულებებს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების შესახებ;
დ) განიხილავს და ამტკიცებს დებულებებს სასწავლო, სამეცნიერო თანამდებობათა დაკავების, კვალიფიკაციის ამაღლების (ასპირანტურა, მაძიებლობა, სტაჟირება და სხვ.) შესახებ;
ე) ქმნის მუდმივმოქმედ კომისიებს, რომელთა რეკომენდაციებით საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს;
ვ) განიხილავს და ამტკიცებს რექტორატის სტრუქტურასა და შემადგენლობას;
ზ) განიხილავს და განსაზღვრავს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სასწავლო დატვირთვას, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის პრობლემატიკას;
თ) ფარული კენჭისყრით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს, კათედრის გამგეს, აგრეთვე, ასისტენტს, მასწავლებელს, უფროს მასწავლებელს, დოცენტს, პროფესორს, მეცნიერ-მუშაკს სამეცნიერო-პედაგოგიურ თანამდებობაზე;
ი) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს საწავლო გეგმებს;
კ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს უნივერსიტეტში მიღების წესებს და ფაკულტეტების წარდგინებით (მისაღებ გამოცდებამდე არა უგვიანეს ექვს თვისა) განსაზღვრავს უნივერსიტეტში მისაღებ კონტინგენტს;
ლ) ამტკიცებს უნივერსიტეტის საგარეო და საერთაშორისო კავშირ-ურთიერთობების ძირითად მიმართულებებს;
მ) განიხილავს და წყვეტს საუნივერსიტეტო, საქართველოს, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების საკითხებს;
ნ) ორგანიზებას უწევს რექტორის არჩევნებს;
ო) ირჩევს საბჭოს სწავლულ მდივანს;
პ) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს უნივერსიტეტის უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისებისა და იჯარით გაცემის საკითხებს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით.
5. საბჭოს უფლება აქვს, საბჭოს წევრთა ორი მესამედის თანხმობით, უნდობლობა გამოუცხადოს რექტორს და დააყენოს საკითხი რექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.
6. საბჭოს სხდომები მოიწვევა თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს საბჭოს წევრთა 1/5-ის, ასევე რექტორის წერილობითი მოთხოვნით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოტივი.
7. საბჭო უფლებამოსილია გადაწყვიტოს საკითხები, თუ მას ესწრება საბჭოს გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე წევრთა ნახევარზე მეტი.
უმცირესობას, რომლის წინადადებაც არ იქნება მიღებული, უფლება აქვს მოითხოვოს წერილობით წარმოდგენილი აზრის ოქმში შეტანა ან დართვა.
8. საბჭოს სხდომის ოქმი მტკიცდება მომდევნო სხდომაზე. უნივერსიტეტის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის, შეცვლის ან გაუქმების საკითხის დასმა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ კი ამას მოითხოვს საბჭოს წვრთა 2/3 რექტორის სახელზე შეტანილი დასაბუთებული წერილობითი განცხადებით.
მუხლი 11🔗. რექტორი
1. რექტორი არის უნივერსიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი თავმჯდომარეობს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს და ხელმძღვანელობს რექტორატს, წარმართავს უნივერსიტეტის მთელ საქმიანობას, წარმოადგენს უნივერსიტეტს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას და მოქმედებს უნივერსიტეტის სახელით, ასრულებს ამ წესდებით დადგენილ სხვა ფუნქციებს.
2. რექტორის არჩევა ხდება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულებისა და უნივერსიტეტის წესდების მიხედვით.
რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წლის ასაკამდე მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რომელსაც აქვს უმაღლეს სასწავლებელში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოკვლევები.
3. რექტორის არჩევნებს საბჭო ნიშნავს გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 თვისა, ხოლო გამოცხადებას აქვეყნებს სახელმწიფო პრესაში. საბჭოს სხდომაზე არჩეულ უნდა იქნეს რექტორის არჩევნების საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა, რომელიც წარმართავს რექტორის არჩევის პროცესს. არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების შეტანა საორგანიზაციო კომისიაში გრძელდება გამოცხადების დღიდან ერთი თვის განმავლობაში. საორგანიზაციო კომისიას ღია კენჭისყრის წესით გამოაქვს დასკვნა კანდიდატის არჩევნებში დაშვება-არდაშვების შესახებ.
4. რექტორობის კანდიდატის წარდგინების უფლება აქვთ ფაკულტეტებს, კათედრებს. ყოველ მათგანს შეუძლია წამოაყენოს რექტორობის თითო კანდიდატი. კანდიდატი წარმოდგენილად ითვლება, თუ მას მხარს უჭერს კენჭისყრაში მონაწილეთა 2/3 მაინც. რექტორობის კანდიდატი ვალდებულია წარდგინების შემდეგ წერილობით წარმოადგინოს თავისი მოქმედების პროგრამა. ის კანდიდატი, რომელიც პროგრამას არ წარმოადგენს, კენჭისყრის ბიულეტინში არ შეიტანება. დასახელებულ კანდიდატს უფლება აქვს მოხსნას თავისი კანდიდატურა არჩევნებამდე ნებისმიერ დროს.
5. რექტორი აირჩევა საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით, სრული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობით – ხუთი წლის ვადით. კენჭისყრაში უნდა მონაწილეობდეს გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე წევრთა 2/3 მაინც. რექტორი არჩეულად ჩაითვლება, თუ მის კანდიდატურას ხმას მისცემს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საბჭოს წევრს შეუძლია ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს.
თუ კენჭს იყრიდა რექტორობის ორზე მეტი კანდიდატი და არც ერთი არ იქნა არჩეული, მოეწყობა ხელმეორე ხმის მიცემა ორი კანდიდატისათვის. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მოაგროვებს გადამწყვეტი ხმების 50 პროცენტზე მეტს.
თუ კენჭს იყრიდა რექტორების ერთი ან ორი კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ მიიღო საბჭოზე დამსწრე წევრთა ხმების ნახევარზე მეტი, ინიშნება ახალი არჩევნები, რომელიც უნდა მოეწყოს ერთი თვის ვადაში.
უნივერსიტეტის საბჭოს მიერ არჩეულ რექტორს საქართველოს განათლების მინისტრის წარდგენით ამტკიცებს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
6. რექტორი მოქმედებს უნივერსიტეტის წესდებისა და საბჭოს დადგენილებათა შესაბამისად.
7. რექტორი მოქმედებს უნივერსიტეტის სახელით და სპეციალური რწმუნების გარეშე წარმოადგენს მას ყველა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში. იგი კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით განაგებს უნივერსიტეტის მთელ უძრავ-მოძრავ ქონებას სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით და ფინანსებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს (სხვისათვის გადაცემის უფლებით), მისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საქართველოსა და სხვა ქვეყნების ბანკებში, განათლებისა და ფინანსთა სამინისტროებთან შეთანხმებით იღებს კრედიტებს.
8. უნივერსიტეტის რექტორი:
ა) წარადგენს საბჭოზე პრორექტორობის კანდიდატებს ფარული კენჭისყრით დასამტკიცებლად;
ბ) ანაწილებს პრორექტორებს შორის ფუნქციებს;
გ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა უნივერსიტეტის ყველა თანამშრომლისა და სტუდენტისათვის;
დ) დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს საუნივერსიტეტო მმართველობის, სტრუქტურული დანაყოფების, განყოფილებათა სამსახურის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, კვლევის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად ქმნის მკვლევართა დროებით კომპლექსურ ჯგუფებს, როგორც უნივერსიტეტის თანამშრომელთა, ისე მოწვეულ პირთა (მათ შორის უცხოელთა) მონაწილეობით;
ე) განსაკუთრებულ შემთხვევაში შეღავათს უწევს არასაბიუჯეტო განყოფილების სტუდენტებს სწავლების ქირის გადახდისას;
ვ) კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, საგარეო და საერთაშორისო კავშირ-ურთიერთობებს;
ზ) თავის საქმიანობის შესახებ ყოველწლიურად აბარებს ანგარიშს საბჭოს;
თ) გასცემს ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების დიპლომს;
ი) ადგენს და ამტკიცებს მიმღებ საგამოცდო კომისიას, საგნობრივი კომისიებისა და ტექნიკური სამდივნოს შემადგენლობას.
9. საჭიროების შემთხვევაში მოიწვევს ამა თუ იმ დარგის სპეციალისტს (ხელშეკრულების საფუძველზე სათანადო ანაზღაურებით).
10. რექტორი პასუხისმგებელია:
ა) თანამედროვე დონის, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოსამზადებლად სათანადო პირობების შექმნისათვის;
ბ) უნივერსიტეტის ფარგლებში სასწავლო-სამეცნიერო, აღმზრდელობითი და საორგანიზაციო-სამეურნეო საქმიანობის ხარისხისა და დონის ამაღლებისათვის;
გ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა გადაწყვეტილებების განხორციელებისათვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 12🔗. უნივერსიტეტის რექტორატი. ფაკულტეტის დეკანატი
1. ყოველდღიური საქმიანობის განსახორციელებლად უნივერსიტეტში არსებობს რექტორატი. იგი წარმოადგენს საბჭოს აღმასრულებელ ორგანოს. მის სტრუქტურასა და შემადგენლობას რექტორის წარდგინებით ამტკიცებს საბჭო. რექტორატში შედიან: რექტორი, პრორექტორები, დეკანები, ზოგიერთი კათედრის გამგე და ადმინისტრაციულ-სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
2. უნივერსიტეტის რექტორატს უფლება აქვს სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, განსაზღვრული წესითა და პირობებით არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს ხელფასების დანამატები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება.
3. რექტორატის წევრებისათვის ხელფასის დანამატის დანიშვნის, პრემიის, ჯილდოსა და უნივერსიტეტის შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა ფინანსური დახმარების შინაგანაწესით განსაზღვრული წესით, სამეურვეო საბჭოს წინადადების საფუძველზე წყვეტს სამეცნიერო საბჭო.
4. ფაკულტეტი უნივერსიტეტის მთავარი სტრუქტურული ერთეულია.
5. ფაკულტეტი:
ა) შეიმუშავებს წინადადებებს ფაკულტეტზე სწავლების ფორმების შესახებ და წარუდგენს საბჭოს;
ბ) სათანადო წესით იღებს გადაწყვეტილებას სტუდენტთა კურსიდან კურსზე გადაყვანის, აგრეთვე გარიცხვისა და აღდგენის შესახებ, რომელიც ფორმდება დეკანის წარდგინების საფუძველზე რექტორის ბრძანებით;
გ) ადგენს სტუდენტთა სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის პირობებს;
დ) ადგენს სტიპენდიებს (მათ შორის სახელობითს) დანიშვნის საფუძვლებს, პირობებსა და წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს;
ე) შეარჩევს უცხოეთში გასაგზავნ სტუდენტებს;
ვ) დადგენილი წესით შეიმუშავებს სასწავლო პროგრამებს, მეთოდურ მითითებებს, ამზადებს სახელმძღვანელოებს, დამხმარე სახელმძღვანელოებს, ლექციების კურსებს და წარადგენს გამოსაცემად;
ზ) აღზრდა-განათლების მოწინავე ფორმებისა და მეთოდების შემუშავებისა და გავრცელების მიზნით განიხილავს წინადადებებს ექსპერიმენტულ-საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების შექმნის შესახებ და წარუდგენს საბჭოს დასამტკიცებლად;
თ) ირჩევს ფაკულტეტის წარმომადგენლებს საბჭოში.
6. ფაკულტეტის საქმიანობას ხელმძღვანელობს და წარმართავს ფაკულტეტის დეკანი. იგი აირჩევა ხუთი წლის ვადით ფაკულტეტის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო ხარისხის ან სამეცნიერო წოდების მქონე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთაგან, რომელთაც აქვთ ფაკულტეტზე პედაგოგიური მუშაობის სულ ცოტა ხუთი წლის სტაჟი.
7. გამონაკლის შემთხვევაში რექტორს სამეცნიერო საბჭოსთან შეთანმხებით უფლება აქვს დეკანისა და კათედრის გამგის მოვალეობის შესრულება დროებით დაავალოს სამეცნიერო ხარისხისა და წოდების არმქონე პირს, რომელიც არის დარგის ცნობილი სპეციალისტი და აქვს უმაღლეს სასწავლებელში მუშაობის 10 წლის სტაჟი.
8. დეკანის მოადგილეს დეკანის წარდგინებით ნიშნავს რექტორი.
მუხლი 13🔗. სამეურვეო საბჭო
1. უნივერსიტეტში შემოსავლების მოზიდვისა და რაციონალურად განკარგვის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო. ნებისმიერი ფიზიკური პირი, თუ ის დაინტერესებულია უნივერსიტეტის მოღვაწეობით და სურვილს გამოთქვამს აღმოუჩინოს მას მატერიალური, ფინანსური, მორალური თუ სხვა სახის დახმარება, გაუზიაროს გამოცდილება, მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის სამეურვეო საქმიანობაში, შეიძლება იყოს სამეურვეო საბჭოს წევრი.
2. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობას უნივერსიტეტის რექტორის წარგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
3. სამეურვეო საბჭოს სხდომა იმართება წელიწადში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში-მეტჯერაც. მისი მუშაობის რეგლამენტი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით.
მუხლი 14🔗. უნივერსიტეტის მუშაკთა უფლება-მოვალეობანი
1. უნივერსიტეტის მუშაკთა მოვალეობა, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, ხელფასის ოდენობა და სამსახურის ვადა განისაზღვრება შინაგანაწესით, უნივერსიტეტისა და მუშაკს შორის დადებული ხელშეკრულებით.
2. უნივერსიტეტის მუშაკს უფლება აქვს შინაგანაწესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში მონაწილეობდეს უნივერსიტეტის მართვაში.
3. უნივერსიტეტის პედაგოგი ვალდებულია:
ა) შეასრულოს უნივერსიტეტის წესდებითა და მასთან დადებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობები;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში აიმაღლოს კვალიფიკაცია;
გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები.
4. უნივერსიტეტის პედაგოგიურ პერსონალს მიეკუთვნება:
კათედრის გამგე, პროფესორი, დოცენტი, უფროსი მასწავლებელი, ასისტენტი, მასწავლებელი. ყველა ჩამოთვლილი თანამდებობა არჩევითია. კათედრის გაგმედ შეიძლება არჩეულ იქნეს მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ან მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. მითითებულ თანამდებობაზე არჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საარჩევნო დებულების შესაბამისად.
თავი V.
უნივერსიტეტის ქონება, დაფინანსება და კონტროლი
მუხლი 15🔗. უნივერსიტეტის ქონება
1. უნივერსიტეტს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფოსაგან უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემული აქვს სახელმწიფო ქონება, რომელიც გამოიყენება ამ წესდებით დადგენილი მიზნების მისაღწევად. უნივერსიტეტისათვის გადაცემული ქონების მფლობელობისა და სარგებლობის რეჟიმი დგინდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად დადებული უზუფრუქტის ხელშეკრულებით.
2. უნივერსიტეტის საარქივო საქმიანობა წარიმართება ქვეყანაში მოქმედი შესაბამისი წესებისა და პირობების დაცვით.
3. ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვისა და ფინანსთა სამინისტროებთან შეთანხმებით, თავისი საწესდებო მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად განკარგავს ქონებასა და ფინანსურ სახსრებს; განსაზღვრავს საშტატო ნუსხასა და ხელფასის ფონდს.
მუხლი 16🔗. დაფინანსება
1. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:
ა) ყოველწლიურად უნივერსიტეტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები განათლებისათვის;
ბ) სახელმწიფო დაკვეთებითა და ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) სამეცნიერო-კვლევით სფეროში საწარმოებიდან, ორგანიზაციებიდან, კონცერნებიდან (მათ შორის საზღვარგარეთის) ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შემოსავალი;
დ) სამინისტროებიდან და უწყებებიდან სპეციალისტთა მიზნობრივი მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებით მიღებული თანხა;
ე) სხვადასხვა ფონდისა და ასოციაციისაგან, მათ შორის საერთაშორისო ფონდებისა და ასოციაციებისაგან, მიღებული ქონება და თანხა;
ვ) ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირებისგან მიღებული შემოწირულობები, გრანტები;
ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნივერსიტეტის საწარმოებისა და ორგანიზაციების საქმიანობით მიღებული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავალი.
2. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და წესების დაცვით უნივერსიტეტი განსაზღვრავს სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობისა და ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურებიდან მიღებული საკუთარი შემოსავლების (სპეციალური სახსრების), საბანკო ანგარიშების გახსნისა და ხარჯვის წესს.
მუხლი 17🔗. საბუღალტრო ანგარიშსწორება
უნივერსიტეტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ შესაბამის დაწესებულებას – საქართველოს განათლების სამინისტროს.
მუხლი 18🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში არის საქართველოს განათლების სამინისტრო.
თავი VI.
წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 19🔗. უნივერსიტეტის წესდებაში ცვლილებათა შეტანის წესი
1. უნივერსიტეტის წესდებაში შესატან ცვლილებათა პროექტს შეიმუშავებს სამეცნიერო საბჭო. პროექტი დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.
მუხლი 20🔗. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. უნივერსიტეტი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
2. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.