საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის, არასაგადასახადო შემოსავლის და სხვა შემოსულობის თანხის დაბრუნების პროცესის მართვის, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ
მიღების თარიღი 10.07.2003
ძალის დაკარგვა 22.12.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №347
სარეგისტრაციო კოდი 190020100.05.002.000002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 72, 15/07/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის, არასაგადასახადო შემოსავლის და სხვა შემოსულობის თანხის დაბრუნების პროცესის მართვის, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:40.5pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №347
2003 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის, არასაგადასახადო შემოსავლის და სხვა შემოსულობის თანხის დაბრუნების პროცესის მართვის, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის საბიუჯეტო შემოსავლებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №557 ბრძანებულების და საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის საბიუჯეტო შემოსავლების აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი გადასახადის, არასაგადასახადო შემოსავლის და სხვა შემოსულობის თანხის დაბრუნება ან სხვა გადასახადების (არასაგადასახადო შემოსავლების) ანგარიშში ჩათვლა განხორციელდეს სახელმწიფო ბიუჯეტის საბიუჯეტო შემოსავლების ერთიანი ანგარიშიდან მომავალი შემოსავლების ხარჯზე, თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს „სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის, არასაგადასახადო შემოსავლის და სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების პროცესის მართვის, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.
3. საგადასახადო და საბაჟო ორგანოებმა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში გადამხდელთა მიერ ზედმეტად გადახდილი და არასწორად ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება, გადასახადის ერთი სახიდან მეორეში, აგრეთვე სტიმულირებისათვის კუთვნილი თანხების ხაზინაში გახსნილ ანგარიშებზე გადატანა განახორციელონ დამოუკიდებლად, ეროვნულ ბანკში ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სატრანზიტო (საბალანსო, მარეგულირებელი) ანგარიშებიდან მომავალი შემოსავლების ხარჯზე.
ე. შევარდნაძე
ინსტრუქცია სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის, არასაგადასახადო შემოსავლის და სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ
თავი I.
სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის, არასაგადასახადო შემოსავლის და სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ძირითადი პრინციპები
მუხლი1.
1. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას გადასახადის, არასაგადასახადო შემოსავლის და სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ან სხვა გადასახადების (არასაგადასახადო შემოსავლების) ანგარიშში ჩათვლის ამ ინსტრუქციაში მოცემული პროცედურები, რაც მოიცავს ცენტრალურ ბიუჯეტში, სოც. უზრუნველყოფისა და სახელმწიფო საგზაო ფონდებში ზედმეტად გადახდილი გადასახადის, არასაგადასახადო შემოსავლის და სხვა შემოსულობის დაბრუნებას ან სხვა გადასახადების (არასაგადასახადო შემოსავლების) ანგარიშში ჩათვლას.
2. გადაწყვეტილება გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ან სხვა გადასახადების ანგარიშში ჩათვლის შესახებ მიიღება უფლებამოსილი საგადასახადო, საბაჟო ორგანოს ან საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ.
3. გადაწყვეტილება არასაგადასახადო შემოსავლის და სხვა შემოსულობის დაბრუნების ან სხვა არასაგადასახადო შემოსავლების ანგარიშში ჩათვლის შესახებ მიიღება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ, წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
1.სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნება წარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტის საბიუჯეტო შემოსავლების ერთიანი ანგარიშიდან, მომავალი შემოსავლების ხარჯზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 240-ე მუხლის და „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ 75-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილი საგადასახადო, საბაჟო ან საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგადასახადო ორგანოს მიერ, სახაზინო სამსახურში წარდგენილი საგადასახადო დავალების საფუძველზე.
2. არასაგადასახადო შემოსავლის და სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება წარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტის საბიუჯეტო შემოსავლების ერთიანი ანგარიშიდან მომავალი შემოსავლების ხარჯზე სახაზინო სამსახურის მიერ, სახაზინო სამსახურში წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად.
3. ხაზინა ამზადებს ფისკალურ ანგარიშს გადასახადის, არასაგადა-სახადო შემოსავლის და სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ან სხვა გადასახადების (არასაგადასახადო შემოსავლების) ანგარიშში ჩათვლის შესახებ, რომელსაც წარუდგენს ყოველთვიურად ფინანსთა სამინისტროს.
4. გადასახადის, არასაგადასახადო შემოსავლის და სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება არ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში.
5. ზედმეტად გადახდილი გადასახადის, არასაგადასახადო შემოსავლის და სხვა შემოსულობის თანხის დაბრუნება არ განიხილება როგორც ხარჯი. იგი ტარდება როგორც ზედმეტად გადახდილი გადასახადის, არასაგადასახადო შემოსავლის და სხვა შემოსულობის (ბიუჯეტის შემოსავლის) დაბრუნება და მიეთითება საბიუჯეტო შემოსავლების კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლი.
თავი II.
გადასახადის, არასაგადასახადო შემოსავლის და სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა გადასახადების (არასაგადასახადო შემოსავლების) ანგარიშში ჩათვლა სახელმწიფო ბიუჯეტის საბიუჯეტო შემოსავლების ერთიანი ანგარიშიდან
მუხლი 3🔗.
1. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნება ან სხვა გადასახადების ანგარიშში ჩათვლა „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 240-ე მუხლის და „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ 75-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში წარმოებს შესაბამისი საგადასახადო, საბაჟო ან საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარატამენტის შესაბამისი ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს მიერ სახაზინო სამსახურში წარდგენილი საგადასახადო დავალების საფუძველზე.
2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით განსაზღვრული გადასახადების სახეების მიხედვით.
3. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა გადასახადების ანგარიშში ჩათვლა ხორციელდება „საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცენტული განაწილების შესაბამისად.
4. საგადახდო დავალებას თან უნდა ახლდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ან საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობა.
5. გადასახადის დაბრუნება ან სხვა გადასახადების ანგარიშში ჩათვლა წარმოებს საგადასახადო, საბაჟო ორგანოს ან საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სახაზინო სამსახურში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, მოთხოვნის წარმოდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნების ან სხვა გადასახადების ანგარიშში ჩათვლის შესახებ შესაბამის საგადასახადო, საბაჟო ან საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარატმენტის ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალების თანმხლები დოკუმენტაცია არასრული ან არასრულყოფილია.
7. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალების წარმოდგენის მომენტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხაზინის სატრანზიტო ანგარიშზე, შესაბამისი საგადასახადო, საბაჟო ან საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს მიერ, საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით განსაზღვრული გადასახადების სახეში მობილიზებული სახსრები არასაკმარისია შესაბამისი საგადასახადო, საბაჟო ან საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალებების აღსასრულებლად, აღსრულება განხორციელდება შემდგომ პერიოდში მიღებული შემოსავლების ფარგლებში.
მუხლი 4🔗.
1. არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა არასაგადასახადო შემოსავლების ანგარიშში ჩათვლა სახელმწიფო ბიუჯეტის საბიუჯეტო შემოსავლების ერთიანი ანგარიშიდან ხორციელდება სახაზინო სამსახურის მიერ, არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული არასაგადასახადო შემოსავლების და სხვა შემოსულობის სახეების მიხედვით.
3. საგადახდო დავალებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) გადამხდელის წერილი, ვის სასარგებლოდაც ხდება არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა არასაგადასახადო შემოსავლების ანგარიშში ჩათვლა;
ბ) იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური, არასაგადასახადო შემოსავლის ზედმეტად/შეცდომით გადახდის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი არასაგადასახადო შემოსავალი.
4. არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა არასაგადასახადო შემოსავლების ანგარიშში ჩათვლა წარმოებს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარმოდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად გადახდილი არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის თანხის დაბრუნების ან სხვა არასაგადასახადო შემოსავლების ანგარიშში ჩათვლის შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) დოკუმენტაცია არასრული ან არასრულყოფილია;
ბ) წერილში მითითებული თანხა აღემატება გადამხდელის მიერ არასაგადასახადო ან სხვა შემოსულობის სახეში გადახდილ თანხას.
6. იმ შემთხვევაში, თუ განცხადების წარმოდგენის მომენტისათვის არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის სახეში მობილიზებული სახსრები არასაკმარისია წარმოდგენილი საგადახდო დავალებების აღსასრულებლად, აღსრულება განხორციელდება შემდგომ პერიოდში მიღებული შემოსავლების ფარგლებში.