საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 16.07.2003
ძალის დაკარგვა 24.08.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №354
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.002.000002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 74, 24/07/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 23.08.2007
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 01.12.2009
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:70.9pt 70.9pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №354
2003 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნის შესახებ
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანდართული დებულება.
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. იგი სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაციაა, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს კანონმდებლობით განსაზ-ღვრულ საჯარო სამართლებრივ საქმიანობას.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
3. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით.
თავი II. მიზნები და საქმიანობის საგანი
მუხლი 2🔗
1. სამსახურის მიზანია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთისათვის ხელშეწყობა.
2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური:
ა) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის მიზნით იღებს მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისაგან კანონით გათვალისწინებულ ინფორმაციას მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა შესახებ, აანალიზებს მას და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაუგზავნის შესაბამის ორგანოებს;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტებს, რომლებიც შეეხება ინფორმაციის მიწოდების, დამუშავებისა და გადაცემის პირობებს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა წესებს;
გ) მონაწილეობს ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და განხილვაში;
დ) ქმნის საინფორმაციო ქსელს, ახორციელებს მიღებული ინფორ-მაციის სისტემატიზაციასა და ანალიზს, უზრუნველყოფს შესაბამის მონაცემთა ბაზის შექმნას და ნორმალურ ფუნქციონირებას;
ე) ახორციელებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოქმედებებს.
თავი III. სამსახურის მართვა
მუხლი 3🔗
1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც ერთპიროვნულად მართავს და წარმოადგენს სამსახურს სხვა ორგანოებსა და მესამე პირებთან ურთიერთობაში.
2. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე 4 წლით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით.
3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი მოქმედი კანონის შესაბამისად.
4. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები.
5. სამსახურის საშტატო ნუსხასა და შტატების რიცხოვნობას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი ეროვნული ბანკის საბჭოსთან შეთანხმებით.
6. სამსახურის მუშაკების უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
7. სამსახურის მუშაკების სამსახურში მიღება და გათავისუფლება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამსახურის უფროსის ბრძანებით. ტექნიკურ მუშაკებთან ფორმდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები. ვადიანი შრომითი ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს, აგრეთვე სხვა ნებისმიერ მუშაკთან.
8. სამსახურის უფროსის არყოფნის დროს სამსახურის უფროსის მოვალეობას მისივე ბრძანების საფუძველზე ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე ან ის მოადგილე, რომელიც ბოლოს ასრულებდა მის მოვალეობას.
თავი IV. ქონება, ფინანსური სახსრები, საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება
მუხლი 4🔗
სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებს, ტექნიკურ საშუალებებს, სხვა ქონებასა და ფინანსურ რესურსებს გადასცემს საქართველოს ეროვნული ბანკი.
მუხლი 5🔗
1. სამსახურის დაფინანსების წყაროებია:
ა) სამსახურის ბიუჯეტი, რომელსაც ყოველწლიურად ამტკიცებს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო;
ბ) სხვა შემოსავლები, რომლებიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.
2. სამსახური ხსნის საბანკო ანგარიშებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სამსახურის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მათი სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 6🔗
1. სამსახური მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეროვნულ ბანკს.
2. ეროვნული ბანკი ახორციელებს სამსახურისათვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის კონტროლს, სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემოწმებას და არ ერევა სამსახურისათვის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაში.
მუხლი 7🔗
სამსახური საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წელიწადში ორჯერ წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.
თავი V. საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
მუხლი 8🔗
1. სამსახურის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს მხოლოდ შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე.
2. სამსახურის ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი.
3. ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სამსახურის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება უბრუნდება საქართველოს ეროვნულ ბანკს.
თავი VI. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
მუხლი 9🔗
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, სამსახურის უფროსის წინადადების საფუძველზე, რომელიც შეთანხმებულია ეროვნული ბანკის საბჭოსთან.
თავი VII. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 10🔗
ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების ძალაში შესვლისთანავე.