„საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის №518 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №517
2001 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის №518 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მსოფლიო ბანკისა და გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საინვესტიციო ცენტრის თანამშრომლობით შემუშავებული საქართველოს სატყეო სექტორის განვითარების პროექტით დასახულ ღონისძიებათა შესაბამისად სატყეო ორგანიზაციების მმრთველობითი პერსონალის შემცირების, მათი ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლებისა და მართვის სტრუქტურის ოპტიმიზაციის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის №518 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების VI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„VI. დეპარტამენტის სტრუქტურა
ხელმძღვანელობა
დეპარტამენტის თავმჯდომარე
თავმჯდომარის პირველი მოადგილე
თავმჯდომარის მოადგილე –საპარლამენტო მდივანი
თავმჯდომარის მოადგილე
ტყის აღრიცხვისა და ტყით სარგებლობის სამმართველო
ტყის დაცვის გენერალური ინსპექცია
ტყის აღდგენის სამმართველო
ეკონომიკის, ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა- ანგარიშგების სამმართველო
კადრების, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული სამმართველო
პარლამენტთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველო.
საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში შემავალი ორგანიზაციები და დაწესებულებები:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი
აჟარის სატყეო მეურნეობა
გაგრის სატყეო მეურნეობა
გალის სატყეო მეურნეობა
გუდაუთის სატყეო მეურნეობა
გულრიფშის სატყეო მეურნეობა
სოხუმის სატყეო მეურნეობა
ოჩამჩირის სატყეო მეურნეობა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი
ქედის სატყეო მეურნეობა
ქობულეთის სატყეო მეურნეობა
შუახევის სატყეო მეურნეობა
ხელვაჩაურის სატყეო მეურნეობა
ხულოს სატყეო მეურნეობა.
დეპარტამენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორიული სატყეო მეურნეობები
ადიგენის სატყეო მეურნეობა
ამბროლაურის სატყეო მეურნეობა
ასპინძის სატყეო მეურნეობა
ახალგორის სატყეო მეურნეობა
ახალციხის სატყეო მეურნეობა
ახალქალაქის სატყეო მეურნეობა
ახმეტის სატყეო მეურნეობა
ბაღდათის სატყეო მეურნეობა
ბოლნისის სატყეო მეურნეობა
ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობა (ადმინისტრაციული ცენტრი ქ. ბორჯომი)
გარდაბნის სატყეო მეურნეობა
გურჯაანის სატყეო მეურნეობა
დედოფლისწყაროს სატყეო მეურნეობა
დმანისის სატყეო მეურნეობა
დუშეთის სატყეო მეურნეობა
ვანის სატყეო მეურნეობა
ზესტაფონის სატყეო მეურნეობა
ზემო სვანეთის სატყეო მეურნეობა (ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ხაიში)
თბილისის კომპლექსური სატყეპარკო მეურნეობა
თეთრიწყაროს სატყეო მეურნეობა
თელავის სატყეო მეურნეობა
თიანეთის სატყეო მეურნეობა
კასპის სატყეო მეურნეობა
კოლხეთის სატყეო მეურნეობა (ადმინისტრაციული ცენტრი ქ. ხობი)
ლაგოდეხის სატყეო მეურნეობა
ლანჩხუთის სატყეო მეურნეობა
ლენტეხის სატყეო მეურნეობა
მარნეულის სატყეო მეურნეობა
მარტვილის სატყეო მეურნეობა
მცხეთის სატყეო მეურნეობა
ოდიშის სატყეო მეურნეობა (ადმინისტრაციული ცენტრი ქ. ზუგდიდი)
ოზურგეთის სატყეო მეურნეობა
ონის სატყეო მეურნეობა
საგარეჯოს სატყეო მეურნეობა
საჩხერის სატყეო მეურნეობა
სიღნაღის სატყეო მეურნეობა
ტყიბულის სატყეო მეურნეობა
ქუთაისის სატყეო მეურნეობა
ყვარლის სატყეო მეურნეობა
ყორნისის სატყეო მეურნეობა
ჩოხატაურის სატყეო მეურნეობა
ჭიათურის სატყეო მეურნეობა
ცაგერის სატყეო მეურნეობა
ცხინვალის სატყეო მეურნეობა
ხარაგაულის სატყეო მეურნეობა
ხაშური-ქარელის სატყეო მეურნეობა (ადმინისტრაციული ცენტრი ქ. ხაშური)
ხონის სატყეო მეურნეობა
ჯავის სატყეო მეურნეობა
საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის საბაზისო სატყეო-სანერგე მეურნეობა
სატყეო სელექციური სათესლე-სანერგე მეურნეობა – „საქტყეთესლსელექცია“
საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დენდროლოგიური სატყეო სასწავლო ცენტრი
საქართველოს ტყის ჯიშთა თესლების საკონტროლო სადგური
საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქტყეპროექტი“.
შენიშვნა: აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სატყეო მეურნეობების დეპარტამენტები ექვემდებარებიან შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს და საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს.“.
2. დებულების IV თავის მე-11 პუნქტში ციფრი „4“ შეიცვალოს ციფრით „3“.
ე. შევარდნაძე