საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №526 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№183
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 49, 08/05/2001

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №183

2001 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №526 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №526 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში შეტ ა ნილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 2.1 პუნქტში:

ა) სიტყვა „შეიარაღებული“შეიცვალოს სიტყვით „სამხედრო”;

ბ) სიტყვების „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” შემდეგ დაემატოს სიტყვები “სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავობის შესახებ”.

2.2.2.5. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.2.5. შესაბამის ს ა მინისტროებთან და უწყებებთან ერთად ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესრულების სისტემატური კონტროლი, ვეტერანების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის გამომწვევი მიზეზების დროული გამოვლენა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელება”.

3.3.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.2. თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე”.

4.3.5. პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 წინადადება:

„კოლეგიის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს არა უმეტეს 9 წევრისა”.

5. მე-4 მუხლის სათაურში სიტყვა „პასუხისმგებლობა” შეიცვალოს სიტყვით „მოვალეობები”.

6. 4.3. პუნქტის მე-2 წინადადებაში სიტყვი ს„მოადგილე” წინ დაემატოს სიტყვა „პირველი”.

7. მე-7 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია”.

8. მე-8 მუხლი ჩ ამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დეპარტამენტის სტრუქტურა;

8.1. საორგანიზაციო და საგარეო ურთიერთობების სამმართველო;

8.2. საფინანსო-ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველო;

8.3. სოციალური დაცვის სამმართველო;

8.4. სამეურნეო სამმართველო;

8.5. სამედიცინო-პროფილაქტიკური სამმართველო;

8.6. იურიდიული განყოფილება;

8.7. დეპარტამენტის თავმჯდომარის აპარატი”.

ე. შევარდნაძე