საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფციის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება№528
1997 წლის 22 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფციის შესახებ
საქართველოს სატრანსპორტო სისტემის წინაშე მდგარი უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანების დროულად გადაჭრისა და მისი შემდგომი განვითარების მიზნით:
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის თანდართული კონცეფცია.
2. სატრანსპორტო სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების მომზადებისას, სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას, საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების დამუშავებისას, მართვის სისტემის რეორგანიზაციისას, საერთაშორისო შეთანხმებათა და ხელშეკრულებათა მომზადებისას გათვალისწინებულ იქნეს სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფციით განსაზღვრული ორიენტირები.
3. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით უზრუნველყოს, რომ საქართველოს სატრანსპორტო დარგის საკითხებთან დაკავშირებით ადრე მიღებული პროგრამები და სხვა დოკუმენტები შეესაბამებოდეს საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფციას.
ე. შევარდნაძე