„ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის N 515 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის
ბრძანება№10
2011 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
„ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №515 ბრძანებაში ცვლილებ ებ ის შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,ვბრძანებ:
მუხლი 1. „ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №515 ბრძანებ აში (სსმ III, 15.07.2008 წ., №100, მუხ. 1100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. „ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №515 ბრძანებ ით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-4 მუხლის პირველ ი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში უფლებამოსილი ორგანო – ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო);”.
ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ეკოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზებას ახორციელებს სამინისტროს ნებართვების სამსახური.”.
გ) მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საექსპერტო კომისიის შემადგენლობას (მათ შორის, საექსპერტო კომისიის თავმჯდომარეს) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.”.
დ) მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ივსება ოთხ ეგზემპლარად (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ერთი ეგზემპლარი გარემოზე ზემოქმედების ნებართვასთან ერთად გადაეცემა საქმიანობის განმახორციელებელს, ორი ეგზემპლარი რჩება ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოს, ხოლო მეოთხე ეგზავნება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციას. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა აღინუსხება სამინისტროს მიერ.
3. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ივსება ხუთ ეგზემპლარად და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირისა და ორგანიზაციების გარდა ეგზავნება მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს (საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად).”.
ე) მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საექსპერტო კომისიის მიერ მომზადებულ “კომისიის დასკვნას” ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მის საფუძველზე მომზადებულ “ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას” ხელს აწერს სამინისტროს ნებართვების სამსახურის უფროსი.
3. ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.”.
ვ) მე-16 მუხლი ამოღებულ იქნ ე ს.
2.„ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №515 ბრძანებ ით დამტკიცებულ დანართი 2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
„დანართი №2
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო
_____________________________________________
ეკოლოგიური ექსპერტიზის
დასკვნა პროექტზე
№–––
“–––––” “–––––––––––––––” 20 წ.
I. საერთო მონაცემები
1. საქმიანობის დასახელება –
2. საქმიანობის განმახორციელებლის დასახელება და მისამართი –
3. საქმიანობის განხორციელების ადგილ მდებარეობა –
4. განაცხადის შემოსვლის თარიღი –
5. მონაცემები პროექტის შემდგენელის შესახებ –
II. ძირითადი საპროექტო გადაწყვეტილებანი
III. პირობები
IV. დასკვნა
ნებართვების სამასახური უფროსი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი)
ბ.ა.
----------------------------------------
(ხელმოწერა)“