„დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის N517 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის
ბრძანება№12
2011 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
„დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №517 ბრძანებ აში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №517 ბრძანებით (სსმ III, 15.07.2008 წ., №100, მუხ. 1102) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შე მ დეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დამოუკიდებელი ექსპერტი
დამოუკიდებელი ექსპერტი არის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გამცემ ორგანოსთან – საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო სთან (შემდგომში – სამინისტრო) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილე ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე და სათანადო წესით რეგისტრირებულია ეკოლოგიური ექსპერტიზის ექსპერტთა რეესტრში.“.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, საქრთველოს გარემოს დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ დამოუკიდებელ ექსპერტებთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება.“.
3. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დამოუკიდებელ ექსპერტებთან ანგარიშსწორება სამინისტროს მიერ ხორციელდება ეკოლოგიურ ექსპერტიზაში მონაწილე დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნისა და სამინისტროს ნებართვების სამსახურსა და შესაბამის დამოუკიდებელ ექსპერტთან გაფორმებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის N517 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.04.2011.
- როდის იქნა მიღებული „დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის N517 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის N517 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.04.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 270090000.22.023.016053.
- რამდენი მუხლისგან შედგება „დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის N517 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის N517 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის N517 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.04.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის N517 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №12, 13.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 270090000.22.023.016053 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1290244/