„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა” და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის” პროექტების მშენებლობისა და ოპერირების მონიტორინგის საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 17.09.2003
ძალის დაკარგვა 01.04.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №449
სარეგისტრაციო კოდი 330130000.05.002.000002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 103, 17/09/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა” და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის” პროექტების მშენებლობისა და ოპერირების მონიტორინგის საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:45.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-27.0pt; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; color:black;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.25in .75in 62.9pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №449
2003 წლის 17 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა” და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის” პროექტების მშენებლობისა და ოპერირების მონიტორინგის საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ
„აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის” პროექტების („ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენი“ და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენი”) განვითარება გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. შესაბამისად, მილსადენების პროექტებით გათვალისწინებული სამშენებლო და საოპერაციო სამუშაოების შესრულების ეტაპებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ პროექტების სამეცნიერო-საექსპერტო და საზოგადოებრივი მონიტორინგის სათანადოდ განხორციელებას, რამაც მნიშვნელოვანწილად უნდა განაპირობოს ინვესტორი კომპანიებისა და მათი კონტრაქტორების მიერ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა” და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ კავკასიური გაზსადენის” პროექტების მშენებლობისა და ოპერირების განხორციელება უმაღლესი საერთაშორისო გარემოს დაცვის, საინჟინრო-ტექნიკური, სოციალური და უსაფრთხოების სტანდარტებისა და მოთხოვნების სრული დაცვით.
აღსანიშნავია, რომ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა“ და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის” პროექტების მშენებლობისა და ოპერირების მონიტორინგის განხორციელება წარმოადგენს ამ პროექტების განვითარების დამკვიდრებული პრაქტიკის გაგრძელებას _ მილსადენების პროექტების მონიტორინგის პროცესში საზოგადოების, მილსადენების დერეფნის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სტუდენტი-ახალგაზრდობისა და საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლების ფართო მონაწილეობა უზრუნველყოფს „აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის” პროექტების ღიად და გამჭვირვალედ წარმართვას, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისათვის პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას, რაც მოსახლეობის მხრიდან მილსადენების პროექტების მხარდაჭერისა და მათი წარმატებული რეალიზაციის აუცილებელი პირობაა.
ამასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა“ და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის” პროექტების მშენებლობისა და ოპერირების, გარემოს დაცვის, საინჟინრო-ტექნიკური, სოციალური და სხვა მიმართულების სამეცნიერო-საექსპერტო მონიტორინგის განხორციელების პროცესებში მაქსიმალურად ჩავრთოთ საქართველოში არსებული სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი, ქართველი მეცნიერები, სპეციალისტები და ექსპერტები, ასევე, სრულად გამოვიყენოთ გარემოს დაცვისა და საინჟინრო-ტექნიკურ დარგში საქართველოს მთავრობის მრჩეველი საერთაშორისო ექსპერტებისა და საკონსულტაციო კომპანიების გამოცდილება.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ მილსადენების პროექტების საზოგადოებრივ მონიტორინგში მაქსიმალური მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების, მილსადენების დერეფნის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სტუდენტი-ახალგაზრდობისა და საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლებმა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა” და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის” პროექტების მშენებლობისა და ოპერირების სამეცნიერო-საექსპერტო და საზოგადოებრივი მონიტორინგის ეფექტიანი განხორციელებისათვის საგანგებო მნიშვნელობა ენიჭება ამ პროცესში ჩართული საქართველოს პრეზიდენტთან არსებული მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერთა (სპეციალისტთა) კომისიის, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების, საზოგადოების, მილსადენების დერეფნის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სტუდენტი-ახალგაზრდობისა და საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლების საქმიანობის სათანადო ურთიერთკოორდინაციას, რომლის აუცილებლობაც, სხვა საკითხებს შორის, განპირობებულია იმ მოსაზრებითაც, რომ საერთაშორისო სტანდარტებისა და ინვესტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად მონიტორინგის პროცესი უნდა წარმოებდეს იმგვარად, რომ მილსადენების სამშენებლო დერეფანში მაქსიმალურად იქნეს დაცული შრომის დაცვის უსაფრთხოების მოთხოვნები, რათა საფრთხე არ შეექმნას პროექტებზე მომუშავე საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის, დასაქმებული მუშახელისა და მონიტორინგში მონაწილე ექსპერტების ჯანმრთელობას, ამასთან, არ შეფერხდეს მილსადენების სამშენებლო და ოპერირების პროცესების მიმდინარეობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. შეიქმნას „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა” და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის” პროექტების მშენებლობისა და ოპერირების მონიტორინგის საკოორდინაციო ცენტრი (შემდგომში _ მონიტორინგის საკოორდინაციო ცენტრი) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს სტატუსით.
2. მონიტორინგის საკოორდინაციო ცენტრის თავმჯდომარედ დაინიშნოს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი რამაზ ხუროძე.
3. მილსადენების პროექტების სამეცნიერო-საექსპერტო მონიტორინგის განხორციელების მიზნით ეთხოვოთ ქვემოთ ჩამოთვლილ უწყებებს 2003 წლის 10 ოქტომბრამდე დანიშნონ მონიტორინგის საკოორდინაციო ცენტრის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად საკუთარი წარმომადგენლები:
ა) საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერთა (სპეციალისტთა) კომისიას;
ბ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს;
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს;
დ) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს;
საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტს;
საქართველოს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტს;
ზ) საქართველოს არქეოლოგიური კვლევის ცენტრს;
თ) საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტს;
ი) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს;
კ) საქართველოს ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახალმწიფო დეპარტამენტს;
ლ) ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების ადმინისტრაციებსა და იმ რაიონების გამგეობებს, რომელთა ტერიტორიაზე გადის მილსადენების დერეფანი;
მ) საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას;
ნ) მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საქართველოს მთავრობის მრჩეველ საერთაშორისო გარემოს დაცვის და საინჟინრო-ტექნიკურ საკონსულტაციო კომპანიებს.
4. მონიტორინგის საკოორდინაციო ცენტრმა (რ.ხუროძე):
ა) საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერთა (სპეციალისტთა) კომისიასთან, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან, საზოგადოებასთან, მილსადენების დერეფნის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სტუდენტი-ახალგაზრდობისა და საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლებთან თანამშრომლობით და საერთაშორისო საფინანსო და დონორ ორგანიზაციებთან ერთად უმოკლეს ვადაში შეიმუშაოს და გამოაქვეყნოს მილსადენების პროექტების სამეცნიერო-საექსპერტო და საზოგადოებრივი მონიტორინგის პროგრამა, რომელმაც, სხვა საკითხებს შორის, უნდა მოიცვას შემდეგი მნიშვნელოვანი მიმართულებები:
- მილსადენების მშენებლობის პროცესის გარემოს დაცვის მონიტორინგი;
- მილსადენების მშენებლობის პროცესის საინჟინრო-ტექნიკური მონიტორინგი;
- გარემოს დაცვის ნებართვის და მილსადენების საინჟინრო-ტექნიკური პროექტების დამტკიცების პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი;
- მილსადენების მშენებლობაში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მონიტორინგი;
- ინვესტორების მიერ მოსახლეობისათვის მიწისა და მოსავლის კომპენსაციების გადახდის პროცესის მონიტორინგი;
- მილსადენების პროექტების სოციალური ზემოქმედების მონიტორინგი;
- მოსახლეობის მხარდაჭერის სოციალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგი;
- მილსადენების დერეფნის გასწვრივ არსებული არქეოლოგიური და მიწისზედა ძეგლების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების მონიტორინგი;
- მილსადენების ოპერირების ფაზასთან დაკავშირებული გარემოს დაცვისა და ტექნიკური მონიტორინგი;
ბ) მილსადენების პროექტების მონიტორინგის ზემოაღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით ზემოთ ჩამოთვლილ უწყებებთან, ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან ერთად უზრუნველყოს ფუნქციური (სამუშაო) ჯგუფების ჩამოყალიბება სამეცნიერო-საექსპერტო და საზოგადოებრივი მონიტორინგის სხვადასხვა მიმართულებათა მიხედვით და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
გ) მილსადენების სამეცნიერო-საექსპერტო და საზოგადოებრივი პროექტების საზოგადოებრივი მონიტორინგის სათანადოდ განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერთა (სპეციალისტთა) კომისიასთან ერთად საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს, ექსპერტებს, საზოგადოების, მილსადენების დერეფნის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სტუდენტი-ახალგაზრდობისა და საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლებს გაუწიოს სამეცნიერო კონსულტაცია მილსადენების პროექტების საზოგადოებრივ მონიტორინგთან დაკავშირებით და მისცეს მათ მონიტორინგის განხორციელების მეთოდოლოგიური რეკომენდაციები;
დ) აწარმოოს კონსულტაციები და მოლაპარაკება მსოფლიო ბანკთან, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან, აშშ-ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო საფინანსო და დონორ ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, საქართველოში მოქმედ საერთაშორისო არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ამ ორგანიზაციების მონიტორინგის საკოორდანაციო ცენტრთან აქტიური თანამშრომლობისათვის და მონიტორინგის პროცესის შეუფერხებელი განხორციელებისათვის საჭირო დამატებითი დაფინანსების მოსაზიდად;
ე) ითანამშრომლოს მილსადენების ინვესტორ ნავთობკომპანიებთან და მათ კონტრაქტორებთან, რათა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მონიტორინგის პროცესის განხორციელებას და მათთან ერთად განიხილოს საკითხი მილსადენების პროექტების სამეცნიერო-საექსპერტო და საზოგადოებრივი მონიტორინგის შედეგებისა და მათი რეალიზაციის შესახებ;
ვ) უზრუნველყოს მილსადენების პროექტების სამეცნიერო-ტექნიკური და საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერთა (სპეციალისტთა) კომისიისათვის, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებისათვის, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებისათვის, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერ-ტებისათვის, საზოგადოების, მილსადენების დერეფნის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სტუდენტი-ახალგაზრდობისა და საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლებისათვის, საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციებისათვის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისათვის, და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის, რისთვისაც ასევე შექმნას სპეციალური საინფორმაციო უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც განთავსდება ინტერნეტში;
ზ) სამეცნიერო-ტექნიკური და საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელების პროცესის შესახებ პერიოდული ანგარიშები წარუდგინოს ამ ბრძანებულებაში ჩამოთვლილ უწყებებს, ორგანიზაციებსა და ჯგუფებს.
5. საქართველოს შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების ადმინისტრაციებმა და იმ რაიონების გამგეობებმა, რომელთა ტერიტორიაზე გადის მილსადენების დერეფანი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მონიტორინგის საკოორდინაციო ცენტრს სამეცნიერო-საექსპერტო და საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელებაში.
ე. შევარდნაძე