საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ
მიღების თარიღი 29.09.2003
ძალის დაკარგვა 18.07.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №472
სარეგისტრაციო კოდი 300310000.05.002.000002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 114, 03/10/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონი 24.06.2005
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ 24.06.2005
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონი „„საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადა"
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №472
2003 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო
1. ეს ბრძანებულება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუქტის საფუძველზე განსაზღვრავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებათა სისტემაში შემავალი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების (შემდგომ – ავტონომიური რესპუბლიკა) შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესს.
მუხლი 2🔗. საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროს ან უწყებისათვის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის უფლებამოსილების გადაცემა
ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული საქმიანობისათვის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროს ან უწყებისათვის ლიცენზიისა და ნებარვის გაცემის უფლებამოსილების გადაცემა ხორციელდება საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით.
მუხლი 3🔗. ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს ან სხვა უწყების მიერ ლიცენზიის/ნებართვის გაცემა
1. დაუშვებელია ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს ან უწყების მიერ ლიცენზიის/ნებართვის გაცემა იმ საქმიანობისათვის, რომელზეც შესაბამისად ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილება ამ ბრძანებულებით დადგენილი წესით ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს ან უწყებას მინიჭებული არა აქვს.
2. ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული საქმიანობისათვის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტრო ან უწყება ლიცენზიას/ნებართვას გასცემს იმ ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელზე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და ლიცენზირებას/ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობას ახორციელებს აღნიშნულ ტერიტორიაზე.
თავი II. საქმიანობის ნუსხა, რომელზეც ლიზენციისა და ნებართვის გაცემის უფლებამოსილება გადაეცემათ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს ან უწყებას
მუხლი 4🔗. საქმიანობის ნუსხა, რომელზეც ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება გადაეცემა ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს ან უწყებას
საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს ან უწყებას ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება გადაეცემა შემდეგი სახის საქმიანობისათვის:
ა) სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს;
ბ) საპროექტო-სამშენებლო საქმიანობა – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს;
გ) საზღვაო სამგზავრო გადაყვანა – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის უწყებას;
დ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ნ.ა.“. „ნ.ბ“, „ ნ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის სფეროში – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამი-ნისტროს;
ე) საშემფასებლო საქმიანობა – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს;
ვ) ბუნებრივი რესურსების სარგებლობა (გარდა ნავთობის, გაზის, მიწის რესურსებისა და ტყის სარგებლობისა) – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს;
ზ) გარემოს დაცვის საქმიანობა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს;
თ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების საქმიანობა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს;
ი) სამთო მოპოვებისა და სამთამადნო საქმიანობა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს;
კ) გეოლოგიური საქმიანობა – საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის დეპარტამენტს.
მუხლი 5🔗. საქმიანობის ნუსხა, რომელზეც ნებართვის გაცემის უფლებამოსილება გადაეცემა ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს ან უწყებას
საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს ან უწყებას ნებართვის გაცემის უფლებამოსილება გადაეცემა შემდეგი სახის საქმიანობისათვის:
ა) გარემოს დაცვის ნებართვა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერებისათვის აუცილებელი დიაგნოსტიკური ცენტრების საქმიანობის ნებართვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს;
გ) ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების, კაზინოების (სამორინეების) მოწყობის ნებართვა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს;
დ) ტყითსარგებლობის ნებართვა – საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის დეპარტამენტს;
ე) ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს;
ვ) ბეჭდებისა და შტამპების დამზადების ნებართვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს;
ზ) საზღვაო ბუქსირზიდვის (გარდა სანავსადგურო ბუქსირზიდვისა) ნებართვა – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის უწყებას;
თ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ყ.ა.“, „ყ.ბ“, „ყ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის სფეროში – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს.
თავი III. ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს ან უწყების მიერ ლიცენზიის/ნებართვის გაცემის წესი
მუხლი 6🔗. განცხადების წარდგენა ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად
1. ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ამ ბრძანებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, წერილობით განცხადებას ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის იმ შესაბამის სამინისტროს ან უწყებას, რომელსაც ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესით გადაცემული აქვს შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილება.
2. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლის განცხადება წარდგენილია საქართველოს სამთავრობო დაწესებულებაში, შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია სამ დღეში განცხადება თანდართული დოკუმენტებით გადაუგზავნოს ავტონომიური რესპუბლიკის იმ შესაბამის სამინისტროს ან უწყებას, რომელსაც გადაცემული აქვს ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული გარემოების შემთხვევაში განმცხადებელს აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს შესაბამისი დასაბუთებით გადაგზავნიდან 2 დღეში.
მუხლი 7🔗. შეტყობინება ლიცენზიის/ნებართვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტრო ან უწყება ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლის განცხადების მიღებიდან სამ დღეში საქართველოს შესაბამის სამთავრობო დაწესებულებას წერილობით აცნობებს მის მიერ ლიცენზიის/ნებართვის გასაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და წარუდგენს მას ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებულ ასლებს.
მუხლი 8🔗. ლიცენზიის/ნებართვის გაცემის, შეჩერების, განახლებისა და გაუქმების პროცედურა
ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტრო ან უწყება იმ სახის საქმიანობაზე, რომელზეც ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილება ამ ბრძანებულების შესაბამისად გადაცემული აქვს, ლიცენზიას/ნებართვას გასცემს, შეაჩერებს, განაახლებს და გააუქმებს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 9🔗.სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის ფორმა
1. სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის ფორმა არის ერთიანი. მისი დამტკიცების წესი განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. საქართველოს სამთავრობო დაწესებულება ვალდებულია ლიცენზიის/ნებართვის ფორმის დამტკიცებიდან ერთ თვეში დადგენილი წესის შესაბამისად მიაწოდოს ლიცენზიის/ნებართვის ფორმები ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს და უწყებას.
მუხლი 10🔗. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი
ლიცენზიის/ნებართვის გასაცემად ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროს ან უწყების მიერ სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის გადახდევინებისა და ბიუჯეტში მიმართვის წესი განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესით.
თავი IV. სალიცენზიო და სანებართვო რეესტრები
მუხლი 11🔗. სალიცენზიო და სანებართვო რეესტრების წარმოება
1. ამ ბრძანებულებით განსაზღვრული ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტრო ან უწყება, რომელსაც გადაეცემა ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილება, ვალდებულია აწარმოოს უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრი „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძველების შესახებ“ საქართველოს კანონის VIII თავით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო ან უწყება ვალდებულია მონაცემების რეესტრში შეტანიდან 10 დღეში აცნობოს ამის შესახებ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სამთავრობო დაწესებულებას და სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს, ასევე უზრუნველყოს მისი გამოქვეყნება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის VIII თავით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
მუხლი 12🔗. ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროსა და უწყებისათვის ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილების ჩამორთმევის საფუძველი
ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს ან უწყებას ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილება, საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, ჩამოერთმევა, თუ იგი ლიცენზიის/ნებართვის გაცემას, შეჩერებას, განახლებას, გაუქმებას ახორციელებს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით.
თავი V. დასკვნითი და გარდამავალი დებულებები
მუხლი 13🔗. ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს ან უწყებისათვის ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილების გადაცემის თაობაზე სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულება
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა ამ ბრძანებულების ძალაში შესვლიდან ერთ თვეში უნდა უზრუნველყონ „ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროს ან სხვა უწყებისათვის ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილების გადაცემის თაობაზე“ სათანადო ბრძანების გამოცემა.
მუხლი 14🔗. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროს ან უწყებისათვის ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილების გადაცემის შეზღუდვა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს ან უწყებას ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილება გადაეცემა აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ.
მუხლი 15🔗. ბრძანებულების ამოქმედება
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთ თვეში.
ე. შევარდნაძე