განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივი დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება), ან გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესების არსებობის შემთხვევაში არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 30.09.2003
ძალის დაკარგვა 10.08.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №490
სარეგისტრაციო კოდი 470060000.05.002.000002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 114, 03/10/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივად დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება) ჰუმანიტარული მიზნით, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობისას საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის არაკომერციული მიზნით შემოტანის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 13.10.2009
- „განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივი დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება), ან გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესების არსებობის შემთხვევაში არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 სექტემბრის №490 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 08.08.2005
დოკუმენტის ტექსტი
განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივი დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება), ან გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესების არსებობის შემთხვევაში არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:70.9pt 70.9pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №490
2003 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივი დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება), ან გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესების არსებობის შემთხვევაში არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
ქვეყანაში განსაკუთრებულ ვითარებაში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივი დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება), მოსახლეობისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების წამლით შეუფერხებლად და ოპერატიულად უზრუნველყოფის, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 187 მუხლის მე-2 პუნქტის შესრულების მიზნით, „სამთავრობო კომისიების შექმნის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის პირველი მაისის №204 ბრძანებულების მოთხოვნებიდან გამომდინარე:
1. შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
აკაკი ზოიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
იაგორ კალანდაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
თინათინ ტურძილაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი
შოთა ასათიანი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
ოთარ ბარათაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ვასილ გიგოლაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ზურაბ თავართქილაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
ნათელა თურნავა – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პირველი მოადგილე
ირინა იმერლიშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
მაია მაჭავარიანი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ საკითხთა სამსახურის რეფერენტი
მამუკა მუჯირი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე.
2. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს კომისიის სხდომების მეშვეობით, წინასწარ დამტკიცებული დღის წესრიგით. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე.
3. კომისიის სამუშაო სხდომები იმართება საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანაში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 187 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების შექმნის (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივი დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება), ან გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესების არსებობისას.
4. კომისიის უფლებამოსილება განისაზღვროს უვადოდ.
5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
6. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.
7. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სირთულის, ან სახელმწიფო ინტერესების მნიშვნელობის გათვალისწინებით კომისია ამზადებს წინადადებებს, რომლებსაც წინასწარ ეცნობა კომისიის ყველა წევრი.
8. გადაწყვეტილების მოსამზადებლად, საჭიროების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს ყველა სახის საჭირო ინფორმაცია ნებისმიერი უწყებიდან. გადაწყვეტილების მიღება ხდება ღია კენჭისყრით.
9. კომისია თავის გადაწყვეტილებას ქვეყანაში არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების შემოტანის თაობაზე აფორმებს ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.
10. საჭიროების შემთხვევაში კომისიის სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად დასაშვებია მოწვეულ იქნენ შესაბამისი სპეციალისტები სათათბირო ხმის უფლებით.
11. კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.
ე. შევარდნაძე