„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №292
2004 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2004 წ. №22, მუხ. 207) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-18 პუნქტის:
ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);“;
ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;”.
2. დებულების 21-ე პუნქტის:
ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სამინისტროს ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და სტრატეგიული პროექტების რეალიზაცია; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების უზრუნველყოფა; ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ დაწესებულებებთან საქმიანობის წარმართვა და სამინისტროს თანამშრომელთა უფლებების დაცვა; საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება;”;
ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კომპეტენციაა: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით, თანამშრომელთა სწავლების, სამხედრო სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლების, საბრძოლო-ფიზიკური მომზადებისა და სამობილიზაციო მზადყოფნის ღონისძიებათა განხორციელება; სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მისი ქვედანაყოფების სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია, კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მომსახურება, სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება; სამინისტროს და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების, უმაღლესი სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების განცალკევებული დახურული საქალაქთაშორისო სატელეფონო „მაღალი სიხშირის“, ასევე რადიო და სატელეგრაფო კავშირით უზრუნველყოფა; სამინისტროს ოპერატიული აღრიცხვის და საარქივო საქმიანობის წარმოება; სამინისტროს თანამშრომელთა სამედიცინო მომსახურება; საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევებით სამინისტროს ოპერატიული დანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, აგრეთვე მოკვლევის, წინასწარი გამოძიების და სასამართლო ორგანოების მომსახურება“.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.07.2004.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.07.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №292. სარეგისტრაციო კოდი — 200220010.05.002.000002.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.07.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №292, 27.07.2004, სარეგისტრაციო კოდი 200220010.05.002.000002 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.07.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1291445/