მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის სისტემის რეფორმის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 21.10.2003
ძალის დაკარგვა 09.10.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №123
სარეგისტრაციო კოდი 180070000.05.002.000002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 123, 27/10/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის სისტემის რეფორმის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №529
2003 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის სისტემის რეფორმის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფას ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი უკავია. პენსიების, სოციალური დახმარებების დროული და უდანაკარგო გაცემა უშუალოდ უკავშირდება მოსახლეობის სოციალური დაცვის ხარისხს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს ძალისხმევით მოკლე დროში უნდა იყოს დაძლეული ყველა ის სირთულე, რომლებიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ფინანსური პრობლემების გამო შეიქმნა, და რომლებმაც, კლებადი ტენდენციის მიუხედავად 1998 წლიდან _ 2002 წლამდე გამოიწვია საპენსიო დავალიანების დაგროვება, ასევე 2003 წლის პირველ ნახევარში სერიოზული ჩამორჩენა. ამ პრობლემების მოსაგვარებლად ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის არაერთი სამართლებრივი აქტი გამოიცა, გარკვეულწილად მოწესრიგდა აღრიცხვიანობაც, თუმცა პრობლემები მაინც არის. ამ სფეროში სრული წესრიგის დასამყარებლად და მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად აუცილებელია სრულიად ახალ სისტემაზე გადასვლა, სოციალური დაცვის ცივილიზებული ეკონომიკური და სამართლებრივი სისტემის შექმნა, შემდგომში მისი ფინანსური უზრუნველყოფით, რაც ამ რეფორმის წარმატებით განხორციელების, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისა და ღირსეული სიბერის წინაპირობა გახდება.
ამ მიზნის მისაღწევად დადებითი მოვლენაა მიმდინარე წელს ფუძემდებელი კანონების მიღება, რომელთა ამოქმედება 2004 წლის 1 იანვრიდან გულისხმობს სოციალური სფეროს სადაზღვევო პრინციპებზე გადასვლას, პენსიების დანიშვნის ახალი მექანიზმების შემოღებას, აღრიცხვიანობის მოწესრიგებას, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ინდივიდუალური ანგარიშების შემოღებას, რომელიც, ამასთანავე, თითოეული დასაქმებულის ხელფასის ლეგალიზაციის მოტივაციას გააჩენს. ეს უდავოდ დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ფისკალურ პოლიტიკაზე, რადგან სადაზღვევო გასაცემლების დაფინანსება ეტაპობრივად ჩამოსცილდება სახელმწიფო ბიუჯეტს და დაეყრდნობა მხოლოდ სავალდებულო დაზღვევის შენატანებით აკუმულირებულ სახსრებს. ამასთან მკვეთრად გაიმიჯნება ერთმანეთისაგან სადაზღვევო და სახელმწიფო ვალდებულებები, რაც სადაზღვევო სისტემის სიცოცხლისუნარიანობის გარანტია იქნება.
საქართველოში მიმდინარე თანამიმდევრული და მიზნობრივი სოციალური რეფორმის, ახალი სააღრიცხვო სისტემის შექმნის, ქვეყნის მოსახლეობის წინაშე ნაკისრი როგორც საპენსიო, ისე სხვა სოციალური ვალდებულებების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმებულ ღონისძიებათა შესრულებისა და სოციალურ სფეროში ახლად მიღებული კანონების განხორციელების მიზნით:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. გამყრელიძე) 2003 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს „სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ“, „სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ“ და „სავალდებულო სოციალური დაზღვევის სისტემაში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისა და ინდივიდუალური ანგარიშების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონების ამოქმედებისათვის საჭირო საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების პროექტების წარმოდგენა.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა (ი. კოპლატაძე) სავალდებულო სოციალური დაზღვევის პერსონიფიცირებული ბაზის შექმნისა და დაზღვეულთა მიმართ სადაზღვევო გასაცემლების განსაზღვრის მიზნით უზრუნველყონ:
ა) მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მსოფლიო ბანკის პროექტით შეძენილი კომპიუტერული სისტემების ინსტალაცია;
ბ) 2004 წლის 1 იანვრამდე პენსიონერების, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა რეგისტრაცია და ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის დასრულება.
3. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ი. ბერიძე) და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა (ი. ზაუტაშვილი) სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს სისტემატურად მიაწოდონ ინფორმაცია ახლად შექმნილი იურიდიული პირების რეგისტრაციის, მათი რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის შესახებ და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინონ დახმარება უკვე რეგისტრირებულ იურიდიულ პირთა პერსონიფიცირებულ აღრიცხვაში.
4. „სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველი წლის 10 იანვრამდე ნორმატიული აქტით განსაზღვროს ქვეყანაში საშუალო ხელფასის ოდენობა, რაც აუცილებელია პენსიის მინიმალური ოდენობის, საბაზისო პენსიის, თვითდასაქმებულთა სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის და სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის სადაზღვევო ბაზის განსაზღვრისათვის.
5. საპენსიო და სოციალური დახმარების თანხების სწორად და მიზანმიმართულად წარმართვის მიზნით:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. ნარჩემაშვილი) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდთან ერთად ორ თვეში გადაამოწმოს და დაადგინოს ყველა კატეგორიის პენსიონერთა ზუსტი რაოდენობა და წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკთან (ი. მანაგაძე) ერთად ერთ თვეში მოამზადოს და წარმოადგინოს წინადადებები პენსიის დარიგების ახალი მექანიზმის შესახებ.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი), საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ დავალებათა შესასრულებლად განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები, რათა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის პრიორიტეტული დაფინანსების გზით დაფაროს მიმდინარე წლის საპენსიო და სოციალური გასაცემლების არსებული დავალიანება და არ დაუშვას ახალ დავალიანებათა წარმოქმნა.
7. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს მოკლე დროში განიხილოს „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ კანონპროექტი, რომელშიც ერთ-ერთ საკითხად გათვალისწინებულია საქართველოს მოსახლეობის საპენსიო მომსახურებაში 2003 წლის 1 იანვრამდე წარმოქმნილ დავალიანებათა გასტუმრება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით, წლიური საპროცენტო განაკვეთის დარიცხვით.
8. საქართველოში მიმდინარე საპენსიო რეფორმის წარმატებით განხორციელებისა და მოსახლეობის სრული ინფორმირების მიზნით:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალების გამოყენებით უზრუნველყონ სოციალური სფეროს კანონმდებლობის ფართო პროპაგანდა, აგრეთვე ადგილობრივ სოციალურ სამსახურებთან და მოსახლეობასთან შეხვედრების მოწყობის ორგანიზება;
ბ) ეთხოვოს საქართველოს ტელერადიომაუწყებლობას (ზ. შენგელია) განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს საქართველოში მიმდინარე სოციალური რეფორმის საკითხების გაშუქებას.
9. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცია „მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ და მასვე დაევალოს საქართველოს მთავრობის სხდომაზე ყოველკვარტალურად წარმოადგინოს ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის მდგომარეობის თაობაზე.
ე. შევარდნაძე