საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გეოტექნოლოგიური მომსახურების ცენტრის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 14.11.2003
ძალის დაკარგვა 19.12.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №567
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.002.000002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 131, 19/11/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გეოტექნოლოგიური მომსახურების ცენტრის შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:70.9pt 70.9pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №567
2003 წლის 14 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გეოტექნოლოგიური მომსახურების ცენტრის შექმნის შესახებ
საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს გეოლოგიური დარგის მიმდინარე და პერსპექტიული განვითარების სტრატეგიული გეგმის დროულად, ეფექტიანად, სრულფასოვნად და შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. შეიქმნას გეოტექნოლოგიური მომსახურების ცენტრი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გეოტექნოლოგიური მომსახურების ცენტრის თანდართული დებულება.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გეოტექნოლოგიური მომსახურების ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ა. თვალჭრელიძე), მასვე დაევალოს წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
4. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ. გაჩეჩილაძე) გააფორმოს სათანადო ხელშეკრულება და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გეოტექნოლოგიური მომსახურების ცენტრს კანონით დადგენილი წესით გადასცეს ქონება.
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გეოტექნოლოგიური მომსახურების ცენტრის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. გეოტექნოლოგიური მომსახურების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს ამ დებულებით განსაზღვრულ საქმიანობას.
2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.
3. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ქონება, ბეჭედი, შტამპი, ემბლემა და ყველა საჭირო რეკვიზიტი, საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები.
4. ცენტრის იურიდიული მისამართია: 0062, ქ.თბილისი, მოსაშვილის ქ. №24, საქართველო.
მუხლი 2🔗. ცენტრის მიზანი, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
ცენტრის ძირითადი მიზანია:
1. ხელი შეუწყოს:
ა) საქართველოს მინერალური რესურსების სახელმწიფო მართვას და ამ მიზნით შეიმუშაოს სახელმწიფო სტრატეგიული პროგრამების პროექტები;
ბ) საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეკონომიკური შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვას, განვითარებას და ამ ამოცანების გადასაწყვეტად მოიზიდოს საჭირო ინვესტიციები და გრანტები;
გ) მინერალური რესურსების თანამედროვე სამარკეტინგო პროგრამების შემუშავებას;
დ) საქართველოს მინერალური რესურსების ძებნის, ექსპლუატაციისა და გადამუშავების ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვას, რისთვისაც ახორციელებს შესაბამისი პროექტების ექსპერტიზას, ამზადებს საკონკურსო და სატენდერო დოკუმენტაციას და უზრუნველყოფს ამ ტენდერებისა და კონკურსების მოწყობის ორგანიზაციას;
ე) მინერალური რესურსების მართვის სახელმწიფო ორგანოების რესტრუქტურიზაციის გეგმის შემუშავებას;
ვ) მინერალური რესურსების მართვის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფას;
ზ) თანამედროვე მეცნიერულ დონეზე გეოტექნოლოგიური და გეოინფორმაციული სისტემების ათვისებას, დანერგვასა და საერთაშორისო ქსელში ჩართვას;
თ) მინერალური ნედლეულის ბაზის შექმნისა და წიაღის ეკოლოგიური შესწავლისათვის მიმართული შესაბამისი სამუშაოების საკონკურსო და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას, კონკურსებისა და ტენდერების ორგანიზაციისათვის შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას;
ი) ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი, მსოფლიოში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, სპეციფიკური სამუშაოების შესრულებას;
კ) საქართველოს გეოლოგიური საქმიანობის შემდგომი განვითარებისათვის საინვესტიციო სახსრების მოზიდვას;
ლ) საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის მიღებას.
2. ცენტრის მიზანია:
ა) გააცნოს თავისი საქმიანობა ფართო საზოგადოებას;
ბ) აქტიური მონაწილეობა მიიღოს რესურსების მართვასთან დაკავშირებულ კონფერენციებში, სესიებსა და სხდომებში;
გ) მოაწყოს კონგრესები, კონფერენციები, სხდომები და კანონით ნებადართული სხვა ღონისძიებები. ცენტრს უფლება აქვს მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, მათ შორის უცხოეთიდან;
დ) შექმნას საკონსულტაციო სამსახური, შეიმუშაოს სათანადო ბიზნეს-გეგმები და ბიზნეს-წინადადებები ინვესტიციების მოსაზიდად;
ე) მინერალური ნედლეულის ბაზის განმტკიცებისა და შემდგომ მისი კაპიტალიზაციის მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამები, საწარმოო და სამეურნეო, აგრეთვე ინტელექტუალური და ტექნიკური პოტენციალის მობილიზაციისა და გეოლოგიური დარგის განვითარებისათვის მეცნიერულ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3🔗. ცენტრის მართვა
1. ცენტრის მართვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.
2. ცენტრს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
3. ცენტრის დირექტორი საქმიანობას უძღვება ერთპიროვნულად.
4. დირექტორი:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქმნის სათათბირო ორგანოს და განსაზღვრავს ამ ორგანოს შემადგენლობასა და ფუნქციებს, აგრეთვე გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს და კონტროლს უწევს მათ შესრულებას;
ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორის მოადგილეებსა და სხვა მუშაკებს;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ შორის ზეგანაკვეთურ სამუშაოთა შესრულებისას, უზრუნველყოფს ცენტრის თანამშრომელთა მატერიალურ წახალისებას;
დ) კონკრეტული ამოცანის გათვალისწინებით ქმნის ან აუქმებს ცენტრის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ან დროებით სამუშაო ჯგუფებს;
ე) პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საქმიანობის სწორად წარმართვის, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების სწორად ხარჯვისათვის;
ვ) ყოველკვარტალურად ადგენს ანგარიშებს ცენტრის საქმიანობის შესახებ და წარუდგენს დეპარტამენტს.
5. ცენტრის წლიურ ანგარიშს იხილავს დეპარტამენტის კოლეგია არა უგვიანეს მომდევნო წლის პირველი აპრილისა და ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
6. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია იმოქმედოს ცენტრის სახელით და წარმოადგინოს მისი ინტერესები სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას.
7. ცენტრის დირექტორს უფლება აქვს თავისი უფლებამოსილება წარმომადგენლობისათვის თავის შეხედულებისამებრ გადასცეს თავის მოადგილეს.
მუხლი 4🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რომელსაც ახორციელებს დეპარტამენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც გულისხმობს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში არის საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 5🔗. ცენტრის ქონება, ფინანსური სახსრები, საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება
1. ცენტრს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით შეუძლია:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილების მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
4. ცენტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტს.
5. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
6. ცენტრის ქონება საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაა. იგი ცენტრს გადაეცემა უსასყიდლოდ, უზუფრუქტის წესით, ფლობისა და სარგებლობისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ცენტრის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
1. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომელთაც ნიშნავს საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი.
3. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.