უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.11.2003
ძალის დაკარგვა 10.03.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №593
სარეგისტრაციო კოდი 480330000.05.002.000002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 137, 01/12/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:4.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 62.35pt 65.2pt 62.35pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №593
2003 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ
1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესი.
2. საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტებისას, მათი თანმხლები პირების მიერ საქართველოში იარაღისა და საბრძოლო მასალის შემოტანისა და გატანის ნებართვის გაცემისას, აგრეთვე დადგენილი ნორმების შესრულების კონტროლის განხორციელებისას, შესაბამისმა უწყებებმა (სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი) იხელმძღვანელონ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებული წესით დადგენილი მოთხოვნებით.
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე
უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესი
1. უცხო სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ხორციელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნებართვით, რაც ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ან საქართველოს პარლამენტის აპარატმა უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა მოსალოდნელი ვიზიტების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს წერილობით.
3. დოკუმენტში, რომლითაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა მოსალოდნელი ვიზიტების შესახებ იღებს შეტყობინებას, აღინიშნება:
ა) იმ პირის ვინაობა, თანამდებობრივი მდგომარეობის და/ან დიპლომატიური რანგის მითითებით, რომელიც ვიზიტად უნდა ეწვიოს საქართველოს;
ბ) ვიზიტის შესაძლო ხანგრძლივობა;
გ) ვიზიტორის თანმხლებ შეიარაღებულ პირთა რაოდენობა და ვინაობა, მათზე განპიროვნებული იარაღის მონაცემების (სახეობა, სატაბელო-ინდივიდუალური ნომერი, კალიბრი და ვაზნების რაოდენობა) მითითებით;
დ) კავშირგაბმულობისა და სხვა სპეციალური საშუალებების ტექნიკური და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლითაც აღჭურვილნი იქნებიან ვიზიტორთა თანმხლები პირები.
4. სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს შეატყობინოს წერილობით, რომელშიც ამ წესის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა მითითებული იქნება აღნიშნული პირებისათვის საქართველოში კონკრეტული სახის იარაღისა და რაოდენობის საბრძოლო მასალის შემოტანისა და საქართველოდან გატანის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნებართვა.
5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა მოსალოდნელი ვიზიტების, მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის შესახებ სათანადო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უზრუნველყოფს ინფორმაციის მიმწოდებელი უწყებისათვის ნებართვების დაუყოვნებლივ გადაცემას.
6. უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტებისას მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვების გაცემის ფორმას განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.
7. ვიზიტის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის ინფორმაციის მიმწოდებელმა უწყებამ უზრუნველყოს სამსახურიდან მიღებული ნებართვების შესაბამისი პირებისათვის გადაცემა.
8. მე-4 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან მიღებული შეტყობინება მიჩნეულ იქნეს საფუძვლად, რათა, შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამოსილმა სამსახურებმა საქართველოში ვიზიტად მყოფთა თანმხლებ, აღნიშნულ პირებს მისცენ მითითებული იარაღითა და საბრძოლო მასალებით ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, დაუბრკოლებლად გადაადგილების საშუალება.
9. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ნებართვას გასცემს მხოლოდ ვიზიტის ხანგრძლივობის ვადით, რომელიც ძალადაკარგულად უნდა ჩაითვალოს საქართველოში ვიზიტად მყოფი დელეგაციის მიერ ქვეყნის ტერიტორიის დატოვებისთანავე.
10. ვიზიტის ხანგრძლივობის გაგრძელების შემთხვევაში ნებართვის მოქმედება ავტომატურად გრძელდება ვიზიტის დასრულებამდე.
11. ეს წესი სავალდებულოა იარაღისა და საბრძოლო მასალების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოტანა-გატანისა და ქვეყნის ტერიტორიაზე ბრუნვის სფეროში მაკონტროლებელი ყველა უწყებისათვის.
12. უცხო სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ და მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალების გამოყენების შემთხვევებზე ვრცელდება იარაღის გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
13. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლი განახორციელოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა.