მუხლი 35. სხვა სახელმწიფოსათვის მტკიცებულებათა გადაცემა
თავი VI — თანამშრომლობის სხვა ფორმები
1. საერთაშორისო სასამართლო უფლებამოსილია, უფლებამოსილ ორგანოს თხოვნით მიმართოს იმ მტკიცებულებათა სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემაზე თანხმობის მიცემისთვის, რომელიც მას საქართველომ გადასცა.
2. უფლებამოსილი ორგანო საერთაშორისო სასამართლოს თხოვნას დააკმაყოფილებს ამ თავით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, თუ საქმე ეხება იმ ქმედებას, რომელიც საერთაშორისო სასამართლოს განსჯადია. სხვა შემთხვევაში საკითხი გადაწყდება სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.08.2003).
საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“, მუხლი 35, №2972, 14.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 490.010.010.05.001.001.372 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/12922/muxli-35/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია