მხარეებში ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტების შექმნის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №548
1997 წლის 28სექტემბერი
ქ. თბილისი
მხარეებში ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტების შექმნის შესახებ
საქართველოს მხარეებში სივრცის ორგანიზაციისა და ტერიტორიული მოწყობის, ურბანიზაციის პროცესების მართვის, დასახლებული პუნქტების მდგრადი განვითარების, პროექტირების, მშენებლობისა და სამშენებლო მასალების ხარისხის ამაღლებისათვის, აგრეთვე, სამშენებლო კომპლექსსა და საბინაო-კომუნალურ სფეროებში რეფორმების თანმიმდევრული განხორციელებისა და დარგში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით:
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და საქართველოს პრეზიდენტი ს რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის ინიციატივა და საქართველოს ყველა მხარეში შეიქმნას ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტები, როგორც სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ.ჭკუასელი) 1998 წლიდან ყოველწლიური ბიუე ჯ ტის ფორმირებისას გაითვალისწინოს მხარეებში შექმნილი ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტების ცენტრალური აპარატის ბიუჯეტზე მყოფი ხელმძღვანელი პირების შესანახი ხარჯები 33,7 ათასი ლარის ოდენობით.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, მხარეების, ქალაქებისა და რაიონების არქიტექტურული, კომუნალური და არქმშენინსპექციების სამსახურების მეთოდური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი).
ე.შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მხარეებში ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტების შექმნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
- სად არის „მხარეებში ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტების შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „მხარეებში ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტების შექმნის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1292236/