საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2004
ძალის დაკარგვა 01.02.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 040050000.05.002.000002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 8, 28/01/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,056 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2004 მიღება
01.02.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №33 2004 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ  „განვითარებისა და რეფორმების ფონდის შესახებ” საქართველოს 2004 წლის 14 იანვრის კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის თანდართული წესდება. 2. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ 10 დღის ვადაში უზრუნველყოს განვითარებისა და რეფორმების ფონდისათვის თხოვებისა და უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ქონების გადაცემა. 3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის წესდება I. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესდება განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის (შემდგომში – ფონდი) მიზნებს, მის სტრუქტურასა და საქმიანობის წესს. 2. ფონდი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კანონით და ამ წესდებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 3. ფონდი უფლებამოსილია განახორციელოს „განვითარებისა და რეფორმების ფონდის შექმნის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, ამ წესდებით და საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებებით განსაზღვრული საქმიანობა. 4. ფონდს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები. II. ფონდის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 5. ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს: ა) ინსტიტუციონალური და საჯარო რეფორმების განხორციელებას; ბ) საჯარო მოხელეთა გადამზადებას (კვალიფიკაციის ამაღლებას); გ) საჯარო მოხელეთა ადეკვატური ანაზღაურებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებას; დ) ქვეყანაში ინსტიტუციონალური და სამართლებრივი რეფორმების განხორციელებისათვის შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას. 6. დაკისრებული მიზნების განსახორციელებლად ფონდი: ა) საქართველოს ან უცხოეთის შესაბამისი ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან იღებს ფულად სახსრებს ან სხვა სახის მატერიალურ ფასეულობებს და განსაზღვრავს მათი გამოყენების პრიორიტეტებს; ბ) შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს საჯარო სამსახურის სისტემის რეფორმისა და განვითარებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს; გ) იხილავს და ამზადებს ნორმატიული აქტის პროექტებს, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო მართვის სისტემის სრულყოფასთან; დ) დამოუკიდებლად, სახელმწიფო ან დონორ ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავებს და ახორციელებს საჯარო მოსამსახურეთა გადამზადების (კვალიფიკაციის ამაღლების) პროგრამებს; ე) დაკისრებული ფუნქციების ეფექტური განხორციელების მიზნით ხელშეკრულებების საფუძველზე იწვევს შესაბამისი დარგის ექსპერტებს; ვ) საჯარო სამსახურის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად გასცემს გრანტებსა და სტიპენდიებს შესაბამის იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე; ზ) ინსტიტუციონალური და ადმინისტრაციული რეფორმების განხორციელების სფეროში თანამშრომლობს შესაბამის საქართველოს და საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის სახელმწიფოს წარმომადგენლობებთან. III. მართვა და წარმომადგენლობა 7. ფონდის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 8. ფონდის დირექტორი: ა) წარმოადგენს ფონდს სხვა პირებთან ურთიერთობებში; ბ) ხელმძღვანელობს ფონდის აპარატს, უზრუნველყოფს ფონდის მუშაობის ორგანიზაციას და მართვას; გ) საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდსა და ხარჯთა ნუსხას; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს მათი დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს; ე) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს, ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს ფონდების მუშაკებს შორის, ამტკიცებს შრომის შინაგანაწესსა და თანამშრომელთა თანამდებობრივ ფუნქციებს: ვ) მეურვეთა საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფონდის მიერ გრანტებისა და სტიპენდიების გაცემის წესს;  თ)ახორციელებს კანონდმებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 9. ფონდის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს ფონდის თავმჯდომარე მეურვეთა საბჭოსთან შეთანხმებით. მათ შორის ფუნქციებს ანაწილებს ფონდის თავმჯდომარე. 10. ფონდის სამეთვალყურეო ორგანოა მეურვეთა საბჭო. 11. მეურვეთა საბჭო შედგება 6 წევრისაგან. 12. მეურვეთა საბჭოს წევრებს 2 წლის ვადით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ერთი და იგივე პირი მეურვეთა საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ორჯერ. 13. მეურვეთა საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს. 14. მეურვეთა საბჭო: ა) განსაზღვრავს ფონდის საქმიანობის პრიორიტეტებს; ბ) ფონდის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს ფონდის ბიუჯეტს, სამოქმედო გეგმებს; გ) ისმენს ფონდის დირექტორის ანგარიშს; დ) ნიშნავს დამოუკიდებელ აუდიტორს ფონდის საქმიანობის შესამოწმებლად; ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. 15. მეურვეთა საბჭოს სხდომა იმართება ორ თვეში ერთხელ მაინც შეთანხმებული განრიგის მიხედვით. მეურვეთა საბჭოს სხდომის დღის წესრიგს დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს მეურვეთა საბჭო. დირექტორის, მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს 3 წევრის მოთხოვნით. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უბრალო უმრავლესობა. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. IV. ფონდის სტრუქტურა 16. ფონდი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: ა) ადმინისტრაციული რეფორმების ჯგუფი; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის ჯგუფი; გ) სამართლებრივი რეფორმებისა და უზრუნველყოფების ჯგუფი; დ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების ჯგუფი; ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი; ვ) ადმინისტრაციულ-ტექნიკური ჯგუფი. V. ფონდის ფინანსები 17. ფონდის შემოსავლის წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული სახსრები; გ) იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან შემოწირულობის სახით მიღებული თანხები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 18. თავისი მიზნების განსახორციელებლად, ფონდი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა. VI. სახელმწიფო კონტროლი 19. ფონდის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი. ფონდის სახელმწიფო კონტროლის, მისი საბუღალტრო ანგარიშგებისა და ქონების შეძენისა და გასხვისების წესი განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 20. ფონდის საქმიანობის შესამოწმებლად დამოუკიდებელ აუდიტორს ნიშნავს მეურვეთა საბჭო. VII. ფონდის ლიკვიდაცია და წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი 21. ფონდის ლიკვიდაცია ხდება კანონით. 22. ფონდის წესდებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.