„საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების „წვრთნისა და აღჭურვის“ ერთობლივი პროგრამის მონაწილე სამხედრო ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 ივნისის №274 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №377
2002 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების „წვრთნისა და აღჭურვის“ ერთობლივი პროგრამის მონაწილე სამხედრო ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 ივნისის №274 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების „წვრთნისა და აღჭურვის“ ერთობლივი პროგრამის მონაწილე სამხედრო ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 ივნისის №274 ბრძანებულებაში შეტaანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების „წვრთნისა და აღჭურვის“ ერთობლივი პროგრამის მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ქვედანაყოფების თანდართული ნუსხა (დანართი №1, დანართი №3) და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების „წვრთნისა და აღჭურვის“ ერთობლივი პროგრამის მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივი განაკვეთისათის დაწესებული დანამატების ნუსხა (დანართი №2, დანართი №4)“.
2. ბრძანებულების მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ (დანართი №1, დანართი №3) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახური ჩაითვალოს როგორც სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებული პირობა“.
3. ბრძანებულების მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ერთობლივი პროგრამის მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებს დაუწესდეთ თანამდებობრივი განაკვეთის დანამატი სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებული პირობებისათვის ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული №2 და №4 დანართის შესაბამისად“.
4. ბრძანებულების მეშვიდე პუნქტს სიტყვების „საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე)“ და სიტყვა „უზრუნველყოს“ შეიცვალოს სიტყვით „უზრუნველყონ“.
ე. შევარდნაძე
დანართი №3
,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამის მონაწილე სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ქვედანაყოფის ნუსხა
| № | უწყების დასახელება | ქვედანაყოფის დასახელება |
|
| 1 | საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი | ცალკეული მოტოსამანევრო ჯგუფი | 2002 წლის აგვისტო |
დანართი №4
,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამის მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივი განაკვეთისათვის დაწესებული დანამატის ნუსხა
ცალკეული მოტო-სამანევრო ჯგუფი
| № | თანამდებობა | წოდებრივი კატეგორია | არსებული თანამდებობრივი განაკვეთი | დანამატი თანამდებობრივ განაკვეთზე |
| 1 | მოტო-სამანევრო ჯგუფის უფროსი | პოლკოვნიკი | 41,86 | 600.00 |
| 2 | მოტო-სამანევრო ჯგუფის უფროსის მოადგილე | პოლკოვნიკი | 41.20 | 580.0 |
| 3 | განყოფილების უფროსი | ვიცე-პოლკოვნიკი | 41.20 | 580.00 |
| 4 | ცენტრის უფროსი | ვიცე-პოლკოვნიკი | 41.20 | 580.00 |
| 5 | უფროსი ოფიცერი | მაიორი | 40.22 | 550.00 |
| 6 | საგუშაგოს უფროსი | მაიორი | 40.22 | 530.00 |
| 7 | ოფიცერი | კაპიტანი | 38.58 | 490.00 |
| 8 | ოფიცერ-ტოპოგრაფი | კაპიტანი | 38.58 | 490.00 |
| 9 | საგუშაგოს ზემდეგი | ზემდეგი | 34.60 | 410.00 |
| 10 | რადიო-ელექტრონული აპარატურის ოპერატორი | უმცროსი სერჟანტი | 32.40 | 385.00 |
| 11 | ათეულის მეთაური | სერჟანტი | 32.70 | 390.00 |
| 12 | საცეცხლე ჯგუფის უფროსი | უმცროსი სერჟანტი | 32.40 | 385.00 |
| 13 | მსროლელი | რიგითი | 32.00 | 380.00 |
| 14 | მეტყვიამფრქვევე | რიგითი | 32.00 | 380.00 |
| 15 | მსროლელი | რიგითი | 32.00 | 380.00 |
| 16 | ყუმბარმტყორცნი | უმცროსი სერჟანტი | 32.40 | 385.00 |
| 17 | ყუმბარმტყორცნის თანაშემწე | რიგითი | 32.00 | 380.00 |
| 18 | მეტყვიამფრქვევეს თანაშემწე | რიგითი | 32.00 | 380.00 |
|
1 | უზრუნველყოფის სამსახურები: კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსი |
მაიორი |
40.22 |
150.00 |
| 2 | სამედიცინო სამსახურის უფროსი | მაიორი | 40.22 | 150.00 |
| 3 | დაცვის ჯგუფის უფროსი | მაიორი | 40.22 | 150.00 |
| 4 | ექიმი | კაპიტანი | 38.58 | 130.00 |
| 5 | ფსიქოლოგი | კაპიტანი | 38.58 | 130.00 |
| 6 | დაცვის ჯგუფის უფროსის მოადგილე | კაპიტანი | 38.58 | 130.00 |
| 7 | საფინანსო სამსახურის უფროსი | კაპიტანი | 38.58 | 130.00 |
| 8 | ათეულის მეთაური | უფროსი სერჟანტი | 33.35 | 120.00 |
| 9 | სექციის უფროსი | უფროსი სერჟანტი | 33.35 | 120.00 |
| 10 | რადიო აპარატურის ოპერატორი | სერჟანტი | 33.35 | 110.00 |
| 11 | რადისტი | სერჟანტი | 33.35 | 110.00 |
| 12 | მედდა | სერჟანტი | 33.35 | 110.00 |
| 13 | საიდუმლო საქმისმწარმოებელი | სერჟანტი | 33.35 | 110.00 |
| 14 | ბუღალტერი | სერჟანტი | 33.35 | 110.00 |
| 15 | სასადილოს უფროსი | სერჟანტი | 33.35 | 110.00 |
| 16 | საწვავით გამმართველი | სერჟანტი | 33.35 | 110.00 |
| 17 | საკონტროლო ტექნიკური პუნქტის უფროსი | სერჟანტი | 33.35 | 110.00 |
| 18 | შეიარაღების სპეციალისტები | სერჟანტი | 33.35 | 110.00 |
| 19 | ქიმიურ საშუალებათა სპეციალისტი | სერჟანტი | 33.35 | 110.00 |
| 20 | კლუბის უფროსი | სერჟანტი | 33.35 | 110.00 |
| 21 | მოლარე | უმცროსი სერჟანტი | 32.40 | 100.00 |
| 22 | საწყობის გამგე | უ მ ცროსი სერჟანტი | 32.40 | 100.00 |
| 23 | მეელსმენე | რიგითი | 32.00 | 80.00 |
| 24 | მძღოლი მეკავშირე | რიგითი | 32.00 | 80.00 |
| 25 | არასაიდუმლო საქმისმწარმოებელი | რიგითი | 32.00 | 80.00 |
| 26 | მსროლელი | რიგითი | 32.00 | 80.00 |
| 27 | მზარეული | რიგითი | 32.00 | 80.00 |
| 28 | საწყობის გამგე | რიგითი | 32.00 | 80.00 |
| 29 | ავტომექანიკი | რიგითი | 32.00 | 80.00 |
| 30 | მძღოლი | რიგითი | 32.00 | 80.00 |
| 31 | კინო-ვიდეო მექანიკოსი | რიგითი | 32.00 | 80.00 |