სამართალშემოქმედებითი საქმიანობის შემდგომი განვითარების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №124
1998 წლის 4 მარტი
ქ.თბილისი
სამართალშემოქმედებითი საქმიანობის შემდგომი განვითარების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს სამართლებრივი სისტემის შემდგომი განვითარების, კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით:
1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს „სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 26 დეკემბრის №216 განკარგულებით შექმნილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის მუშაობის გაგრძელება და მას ეწოდოს სამართლებრივი რეფორმისა და ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დამდგენი სახელმწიფო კომისია (შემდგომში – კომისია).
2. კომისია განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:
თევდორე ნინიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ჯამლეთ ბაბილაშვილი – საქართველოს გენერალური პროკურორი, კომისიის თანათავმჯდომარე
მინდია უგრეხელიძე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კომისიის თანათავმჯდომარე
შუქია აფრიდონიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომელი
ჯემალ გახოკიძე – საქართველოს უშიშროების მინისტრი
ამირან გომართელი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ოთარ გამყრელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის განყოფილების უფროსი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ბესარიონ ზოიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
კახა თარგამაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
გივი ინწკირველი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
თენგიზ ლილუაშვილი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ვალერიან ლორია – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საფუძვლების კათედრის გამგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
გია მეფარიშვილი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
მაია მწარიაშვილი – ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდაცვის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის რეფერენტი
გიორგი ნადარეიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ქართული სამართლის ისტორიის განყოფილების გამგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
გიორგი ტყეშელიაძე – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული
ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის გამგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
აპოლონ ფალიაშვილი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის პროცესის კათედრის გამგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ალექსანდრე შუშანაშვილი – საქართველოს პროკურატურის სასწავლო ცენტრის დირექტორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი
ლადო ჭანტურია – საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ჯონი ხეცურიანი – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
სერგო ჯორბენაძე – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის გამგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
3. კომისიის მუშაობის ძირითად მიმართულებად განისაზღვროს საქართველოს საკანონმდებლო აქტების სრულყოფა, ქართული კონსტიტუციონალიზმისა და საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნათა გათვალისწინებით ახალი ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დადგენა, ქართული იურიდიული ლექსიკონისა და საქართველოს კანონთა წიგნისათვის შესაბამისი მასალების მომზადება.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნას საქართველოს კანონთა წიგნის მომზადებისა და გამოცემის რედაქცია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონთა კრებულების – კანონთა წიგნის გამოცემას 2000 წლისათვის.
5. კომისიის მუშაობის, საქართველოს კანონთა წიგნის მომზადებისა და გამოცემისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (თ. ნინიძე).
6. კომისიისა და კანონთა წიგნის რედაქციის დებულებებსა და სამუშაო გეგმებს, სამუშაო ჯგუფების რაოდენობას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
7. დამტკიცდეს კომისიისა და კანონთა წიგნის რედაქციის ხარჯთა ნუსხა (დანართი №6, №7).
8. დამტკიცდეს სასამართლო რეფორმით გათვალისწინებული მოსამართლეთა მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფის ღონისძიებათა სამუშაო გეგმა და პროგრამა და ხარჯთა ნუსხა (დანართი №1-5).
9. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი):
ა) 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სასამართლო რეფორმის ფარგლებში ატესტირებულ მოსამართლეთა შრომის ანაზღაურებისათვის მიზნობრივი დანიშნულებით გათვალისწინებულ 1 915 (ათას ცხრაას თხუთმეტი) ათასი ლარიდან – მოსამართლეთა გამოცდებისა და ატესტაციის გადავადების საფუძველზე გამოთავისუფლებული სახსრებიდან აღნიშნული პროგრამების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით გამოყოს: – იუსტიციის სასწავლო ცენტრისათვის – 142 320 (ას ორმოცდაორი ათას სამას ოცი) ლარი;
- საქართველოს კანონთა წიგნის რედაქციისათვის – 110 010 (ას ათი ათას ათი) ლარი;
- სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიისათვის – 10 320 (ათი ათას სამას ოცი) ლარი.
ბ) დამტკიცებული ხარჯთა ნუსხისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე უზრუნველყოს კომისიისა და კანონთა წიგნის რედაქციის საქმიანობა სათანადო სახსრებით.
ე. შევარდნაძე
(დანართი №1)
იუსტიციის სასწავლო ცენტრის სამუშაო გეგმა და პროგრამა
I. 1998 წელს შემუშავდეს და გამოსაცემად მომზადდეს ან გამოიცეს:
ა) კომენტარები:
1. სამოქალაქო კოდექსის კომენტარები
2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარები
3. საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონის
კომენტარები
4. გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ კანონის კომენტარები
5. თამასუქის შესახებ კანონის კომენტარები
6. ჩეკის შესახებ კანონის კომენტარები
7. საერთაშორისო კერძო სამართლის კანონის კომენტარები
8. სისხლის სამართლის კოდექსის კომენტარები.
ბ) სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა:
1. ამოცანათა (კაზუსების) კრებულები: 1) სამოქალაქო სამართალში; 2) სამოქალაქო პროცესში; 3) საკორპორაციო სამართალში; 4) სისხლის სამართალში; 5) სისხლის სამართლის პროცესში;
2. სასამართლო (საპროცესო) დოკუმენტების ნიმუშების კრებულები
3. დამხმარე სახელმძღვანელოები და მეთოდური მითითებანი სასწავლო ცენტრის მსმენელთათვის
4. რაიონის სასამართლოს ორგანიზაცია
5. სააპელაციო სასამართლოს ორგანიზაცია
6. საკასაციო სასამართლოს ორგანიზაცია.
II. თემატური (სპეციალიზებული) სემინარებისა და მოსამართლეთა კომპიუტერული მომზადებისათვის შესაბამისი კურსების შემოღება
ახალგაზრდა იურისტებისათვის მომავალი წლიდან შემოღებული იქნება სპეციალიზებული სემინარები:
1. ადამიანის უფლებათა დაცვა საერთო სასამართლოში
2. საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების იურისდიქცია, მათი კომპეტენციების გამიჯვნა
3. გაკოტრების საქმის წარმოება სასამართლოში
4. ადვოკატის როლი სამოქალაქო და სისხლის საქმეთა განხილვაში ახალი კანონმდებლობის მიხედვით
5. სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება
6. საქმის მომზადება სასამართლო განხილვისათვის
7. საბაჟო სამართალი.
(დანართი №2)
სასამართლო რეფორმისათვის გამოყოფილი 142320 ლარის გახარჯვა
1998 წელი
| ხარჯების კოდი | ხარჯების დასახელება | საერთო თანხა (ლარი) |
| 01.00.00 | მიმდინარე ხარჯები | 70000
|
| 01.01.00
| მოწვეულ პროფესორ-მასწავლებელთა ხელფასი
| |
| 01.03.00 | მივლინებები | 5500 |
| 01.03.01 | ა)ქვე ყ ნის შიგნით | 500 |
| 01.03.02 | ბ) ქვეყნის გარეთ | 5000 |
| 01.04.00 | სხვა საქონელი და მომსახურება | 10000 |
| 01.04.01 | ა) ოფისის ხარჯები | 10000 |
| 01.04.08 | ბ) სხვა ხარჯები _ კაპიტალური ხარჯები | 56820 |
| 04.00.00 | ძირითადი კაპიტალის შეძენა | 16320 |
| 04.03.00 | კაპიტალური შეკეთება | 40500 |
|
| სულ | 142320 |
(დანართი № 3)
სასამართლო რეფორმისათვის გამოყოფილი 142320 ლარის გახარჯვა კვარტალების მიხედვით
1998 წელი
| ხარჯების კოდი | ხარჯების დასახელება | საერთო თანხა (ლარი) | I კვ. | II კვ. | III კვ. | IV კვ. |
| 01.00.00 | მიმდინარე ხარჯები |
|
|
|
|
|
| 01.01.00
| მოწვეულ პროფესორ-მასწავლებელთა ხელფასი | 70000
| 17500 | 17500 | 17500 | 17500 |
| 01.03.00 | მივლინებები | 11500 |
| 2750 | 1375 | 1375 |
| 01.03.01 | ა)ქვე ყ ნის შიგნით | 500 |
| 300 | 125 | 125 |
| 01.03.02 | ბ) ქვეყნის გარეთ | 5000 |
| 2400 | 1250 | 1250 |
| 01.04.00 | სხვა საქონელი და მომსახურება | 10000 | 2500 | 2500 | 2500 | 2500 |
| 01.04.01 | ა) ოფისის ხარჯები | 10000 | 2500 | 2500 | 2500 | 2500 |
|
| ბ) კაპიტალური ხარჯები | 56820 | 46320 | 10500 |
|
|
| 04.00.00 | ძირითადი კაპიტალის შეძენა | 16320 | 16320 |
|
|
|
| 04.03.00 | კაპიტალური შეკეთება | 40500 | 30000 | 10500 |
|
|
|
| სულ: | 142320 | 66320 | 33250 | 21375 | 21375 |
(დანართი №4)
სასამართლო რეფორმისათვის გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდი
| დასახელება | რაოდენობა | ხელფასის ფონდი წელიწადში |
| 1. მოწვეულ პროფესორ- მასწავლებელთა ხელფასი | 12 | 70000 |
| მივლინების ხარჯები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ | ||
| ქვეყნის შიგნით |
| 500 |
| ქვეყნის გარეთ |
| 5000 |
| სულ მივლინების ხარჯები |
| 5500 |
| ოფისის ხარჯები |
|
|
| 1. ლიტერატურის შემუშავება და გამოცემა |
| 7000 ლარი |
| 2. სასწავლო მეთოდური ლიტერატურის შეძენა |
| 1000 ლარი |
| 3. სამეცნიერო პრაქტიკული ღონისძიებანი – (სემინარები, კონფერენციები) |
| 1000 ლარი |
| 4. ტელევიზიით სამართლებრივი რეფორმის პროპაგანდა – |
| 1000 ლარი |
| სულ: 10000 ლარი |
(დანართი №5)
სასამართლო რეფორმისათვის გამოყოფილი ინვენტარის შეძენის ხარჯები
| დასახელება | რაოდენობა | ერთი ცალის ფასი | საერთო თანხა (ლარი) |
| 1. კომპიუტერი (პრინტერით) | 2 | 1600 | 3200 |
| 2. ქსეროქსი | 1 | 2000 | 2000 |
| 3. მაგიდები მსმენელთათვის | 40 | 150 | 6000 |
| 4. სკამი მსმენელთათვის (ჩვეულებრივი) | 40
| 50 | 2000 |
| 5. მაგიდა კაბინეტის | 5
| 200
| 1000 |
| 6. სკამი კაბინეტისათვის | 20 | 100 | 2000 |
| 7. ფაქსი | 1 | 120 | 120 |
| სულ: |
|
| 16320 |
(დანართი №6)
სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის ხარჯთა ნუსხა
1998 წელი
| ხარჯების კოდი | ხარჯების დასახელება | საერთო თანხა (ლარი) |
| 01.00.00 | მიმდინარე ხარჯები | 7920 |
| 01.01.00 | შრომის ანაზღაურების ფონდი |
|
| 01.02.00 | დამქირავებლებთან ანარიცხები | 2400 |
| სულ: |
| 10 320 |
სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის საშტატო ნუსხა
| თანამდებობის დასახელება | რაოდენობა | თანრიგი | თანამდებობრივი განაკვეთი | ხელფასის ფონდი თვეში (ლარი) | წლიური შრომის ანაზღაურების ფონდი (ლარი) |
| კომისიის წევრები | 12 | 16 | 55 | 660 | 7920 |
(დანართი №7)
საქართველოს კანონთა წიგნის რედაქციის ხარჯთა ნუსხა
1998 წელი
| ხარჯების კოდი | ხარჯების დასახელება | საერთო თანხა (ლარი)
|
| 01.00.00 | მიმდინარე ხარჯები |
|
| 01.01.00 | შრომის ანაზღაურების ფონდი | 4620 |
| 01.02.00 | დამქირავებელთან ანარიცხი | 1390 |
|
| კაპიტალური ხარჯები | 104000 |
| 04.00.00 | ძირითადი კაპიტალის შეძენა | 104000 |
| სულ |
| 110010 |
კანონთა წიგნის რედაქციის ინვენტარის შეძენის ხარჯები
| დასახელება | რაოდენობა | ერთი ცალის ფასი | საერთო თანხა (ლარი) |
| 1. კომპიუტერი (პრინტერით) | 4 | 3000 | 12000 |
| 2. ქსეროქსი | 1 | 4000 | 4000 |
| 3.სასტამბო კომპლექ. მოწყობა | 1 | 8000 | 8000 |
| 4. რეზოგრაფი | 1 | 80000 | 80000 |
| სულ |
|
| 104000 |
საქართველოს კანონთა წიგნის რედაქციის საშტატო ნუსხა
| № | თანამდებობის დასახელება | რაოდენობა | თანრიგი | თანამ. განაკვეთი | ხელფასის შ რომის განაკვეთი (ლარი) | წლიური შრომის ანაზღ. ფონდი (ლარი)
|
| 1. | რედაქციის ფროსი | 1 | 15 | 43 | 43 | 516
|
| 2. | უფროსი რედაქტორი | 1 | 13
| 36 | 36 | 432 |
| 3. | ტექნიკური რედაქტორი | 1 | 11 | 34 | 34 | 408 |
| 4. | რედაქტორი | 2 | 11 | 34 | 68 | 816 |
| 5. | კორექტორი | 3 | 6 | 21 | 63 | 756 |
| 6. | პროგრამისტი | 1 | 12 | 35 | 35 | 420 |
| 7. | ოპერატორი | 2 | 4 | 19 | 38 | 456 |
| 8. | სპეციალისტი | 2 | 11 | 34 | 68 | 816 |
| სულ |
|
|
|
| 385 | 4620 |