საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.04.2011
ძალაში შესვლა 15.04.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/584
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016060
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110414009, 14/04/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:Grigolia;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {mso-style-link:"Body Text Indent 3 Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; line-height:115%; font-size:8.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
a:link, span.MsoHyperlink {font-family:"Times New Roman","serif"; color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;}
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91; font-weight:bold;}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;}
span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:AcadNusx;}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:Grigolia;}
span.BodyTextIndent3Char {mso-style-name:"Body Text Indent 3 Char"; mso-style-link:"Body Text Indent 3"; font-family:"Times New Roman","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 49.6pt 45.0pt 58.4pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/5
84
2011 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულება“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან.
ვ
. ქობალია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.
2. სააგენტოს სრული დასახელებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს შემოკლებული დასახელება „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“.
3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით,
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
6. სააგენტოს აქვს ემბლემა, მრგვალი ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 12.
მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. სააგენტოს მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროს ტექნიკური რეგულირება და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა.
2. სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობის საგანია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქმიანობის განხორციელება;
ბ) სახმელეთო (საავტომობილო, სპეციალური) ტრანსპორტის დარგში (შემდგომ - დარგი) მასზე დელეგირებული, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება;
გ) დარგში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის (ბარგის) გადაზიდვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში და დასამტკიცებლად სამინისტროში წარდგენა;
დ) დარგში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ტექნიკური რეგლამენტების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობა უფლებამოსილების ფარგლებში;
ე) დარგში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვების, სერტიფიკატებისა და დაშვების მოწმობების გაცემა და ამ ნებართვებით, სერტიფიკატებითა და დაშვების მოწმობებით განსაზღვრული პირობების დაცვის მონიტორინგი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) დარგის განვითარების, მისი საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა, მოქმედ პრიორიტეტულ საერთაშორისო კონვენციებთან, ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან მიერთებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობა;
ზ) დარგში სატრანსპორტო მიმოსვლასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქართველოს სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სახელმწიფო კონცეფციებისა და პროგრამების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
თ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრების უზრუნველყოფა გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიშებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) სატრანსპორტო ბაზრის გამართული და სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა, ეროვნულ გადამზიდველთა და მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა უფლებამოსილების ფარგლებში;
კ) ეროვნული რეაგირების გეგმის შესაბამისად, დარგობრივი რეაგირების გეგმის შემუშავება;
ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა განხილვა.
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
3. სააგენტო თავისი ფუნქციების განხორციელებისას თანამშრომლობს საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. სააგენტოს ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
2. სააგენტოს დირექტორი:
ა) წარმოადგენს სააგენტოს;
ბ) კანონმდებლობისა და ამ დებულების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს), იღებს გადაწყვეტილებას (დადგენილებას) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
ე) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგსა და თანამდებობრივ სარგოებს;
ზ) სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;
ი) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
კ) იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
ლ) სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს და ანიჭებს უფლებას სააგენტოს წარმომადგენლობაზე;
მ) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს სააგენტოს მზადყოფნას;
ნ) უზრუნველყოფს სააგენტოს თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;
ო) სააგენტოს სახელით აცხადებს კონკურსებს და ტენდერებს;
პ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
ჟ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით წარადგენს წინადადებებს;
რ)
იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ფუნქციების განსახორცილებელად. პასუხისმგებელია სააგენტოს ქონების და ფულადი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ს) ამტკიცებს სააგენტოს ემბლემას, ბეჭდების, შტამპებისა და ბლანკების ნიმუშებს;
ტ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სააგენტოს დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის
, ერთი პირველი. მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით.
4. მოადგილეები სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით კურირებენ სააგენტოში მათთვის მიკუთვნებულ სფეროს. მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.
5. სააგენტოს დირექტორის დავალებით მოადგილეები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილების გარდა, ასევე ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.
6. სააგენტოს დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე.
მუხლი 4🔗. სააგენტოს სტრუქტურა
სააგენტოს სტრუქტურული ქვადანაყოფებია:
ა) საფინანსო და ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) სატვირთო გადაზიდვებისა და სამგზავრო გადაყვანების სამსახური;
ბ.ა) სატვირთო გადაზიდვების სამმართველო;
ბ.ბ) სამგზავრო გადაყვანების სამმართველო;
გ) სპეციალური ტრანსპორტის სამსახური;
დ) უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახური;
ე) მომხმარებლებთან ურთიერთობის სამსახური;
ვ) საკვალიფიკაციო ცენტრი.
2. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი.
3. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ვიზირებას უკეთებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სააგენტოს დირექტორის ან/და სააგენტოს დირექტორის მოადგილეების დავალებით ასრულებს სხვა დავალებებს.
მუხლი 5🔗. სააგენტოს სტრუქტურული ქვ
ედანაყოფების ფუნქციები
1. საფინანსო და ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს საკადრო საკითხების რეგულირება, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ინდივიდუალურ
ი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და რეგისტრაცია;
გ) სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადება;
დ) სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფა; სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ
ი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სააგენტოში შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, აგრეთვე საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერა;
ე) სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
ვ) საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვა; ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ზ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა;
თ) სააგენტოს ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;
ი) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესყიდვების პროცედურების განხორციელება და განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშების მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად;
კ) საარქივო მასალების შენახვა, არქივის წარმოება;
ლ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობა, სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დაინტერესებულ პირებზე ინფორმაციის მიწოდება, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მეშვეობით სააგენტოში მიმდინარე პროცესებისა და და სააგენტოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
მ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ნ) საქართველოში საერთაშორისო შეხვედრების ორგანიზება და კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში;
ო) სააგენტოს სამოქმედო სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესრულების ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში;
პ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავება-განხილვაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ჟ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში და მათ ორგანიზებაში მონაწილეობა. უცხო ქვეყნის დელეგაციების შეხვედრა-გაცილება, მათ გადაადგილებაში თანხლება, შესაბამისი დოკუმენტების შედგენა და მათი შენახვა, მიღებებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და მათში მონაწილეობა;
რ) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ს) სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ტ) დარგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, მათი ვიზირება და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
უ) სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა პირებთან ურთიერთობებში;
ფ) სააგენტოში გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომის ფაქტების სამართლებრივი შეფასება;
ქ) სააგენტოს თანამშომელთა სამართლებრივი ინფორმირება;
ღ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
2. სატვირთო გადაზიდვებისა და სამგზავრო გადაყვანების სამსახური შედგება სატვირთო გადაზიდვებისა და სამგზავრო გადაყვანების სამმართველოებისაგან:
ა) სატვირთო გადაზიდვების სამმართველოს ფუნქციებია:
ა.ა) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის ფორმების შემუშავებაში მონაწილეობა;
ა.ბ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) გაცემასთან (გადაცემასთან), მათში ცვლილებების შეტანასა ან გაუქმებასთან დაკავშირებული საქმიანობა, შესაბამისი სანებართვო რეესტრის წარმოება;
ა.გ) კომპეტენციის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვის მარეგულირებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელებაში მონაწილეობა კანონმდებლობით დადგენილი წესით. იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვებით განსაზღვრული პირობების დაცვის მონიტორინგი და პირობების დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარების უზრუნველყოფა;
ა.დ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებთან დაკავშირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში. საჭიროების შემთხვევაში მასალების მომზადება მათში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ;
ა.ე) პარტნიორ ქვეყნებთან შეუფერხებელი საავტომობილო სატვირთო მიმოსვლისათვის აუცილებელი პირობების ანალიზი, შესაბამისი ნებართვების ფორმების, ნებართვების რაოდენობისა და სახეების, სანებართვო კვოტების განსაზღვრის, გაცვლილი/მიღებული ნებართვების ფორმების რაციონალური განაწილებისა და გამოყენების თაობაზე წინადადებების მომზადება.
ა.ვ) სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემთა კომპიუტერული საინფორმაციო ბანკის შექმნა და მონაცემთა ანალიზი;
ა.ზ) სააგენტოში შემოსული განცხადებების, აგრეთვე სატრანაპორტო პროცესის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობა უფლებამოსილების ფარგლებში;
ა.თ) საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროში მეწარმეებისა და მომხმარებლების ინტერესების დაცვა კომპეტენციის ფარგლებში;
ა.ი) საომარ ან/და საგანგებო სიტუაციაში სატვირთო ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად „მობილიზაციის შესახებ“ და „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ა.კ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
ბ) სამგზავრო გადაყვანების სამმართველოს ფუნქციებია:
ბ.ა) საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფორმების შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ.ბ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემასთან, მათში ცვლილებების შეტანასა ან გაუქმებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მეწარმეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა-ექსპერტიზა, ხელშემკვრელ მხარესთან წარსადგენი რეკომენდაციების მომზადება, ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების რეკომენდაციების განხილვა, დოკუმენტაციის შეთანხმება-დამოწმება, შესაბამისი სანებართვო რეესტრის წარმოება;
ბ.გ) კომპეტენციის ფარგლებში საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მარეგულირებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელებაში მონაწილეობა. იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვებით განსაზღვრული პირობების დაცვის მონიტორინგი და პირობების დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარების უზრუნველყოფა;
ბ.დ) საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში. საჭიროების შემთხვევაში მასალების მომზადება მათში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ;
ბ.ე) პარტნიორ ქვეყნებთან შეუფერხებელი საავტომობილო სამგზავრო მიმოსვლისათვის აუცილებელი პირობების ანალიზი, შესაბამისი ნებართვების ფორმების რაოდენობისა და სახეების, სანებართვო კვოტების განსაზღვრის, გაცვლილი/მიღებული ნებართვების ფორმების რაციონალური განაწილებისა და გამოყენების თაობაზე წინადადებების მომზადება.
ბ.ვ) საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების განმახორციელებელი გადამზიდველების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მარშრუტების, განრიგების, ტარიფების, შესასრულებელი რეისების პერიოდულობის და სახშირის, აგრეთვე სამგზავრო ავტოსადგურების ადგილმდებარეობის, კლასებისა და მათ მიერ მომსახურე მარშრუტების შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა და მონაცემთა ანალიზი;
ბ.ზ) სააგენტოში შემოსული განცხადებების, აგრეთვე სატრანაპორტო პროცესის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობა უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ.თ) საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების სფეროში მეწარმეებისა და მომხმარებლების ინტერესების დაცვა კომპეტენციის ფარგლებში;
ბ.ი) საომარ ან/და საგანგებო სიტუაციაში სამგზავრო ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად „მობილიზაციის შესახებ“ და „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ბ.კ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
3. სპეციალური ტრანსპორტის სამსახურის ფუნქციებია:
ა) სპეციალური ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და განვითარების სახელმწიფო კონცეფციებისა და პროგრამების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) სპეციალური ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საშუალებების, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის (ბარგის) გადაზიდვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში და დასამტკიცებლად სამინისტროში წარდგენა;
გ) საქმიანი კავშირების დამყარება საქართველოს და საზღვარგარეთის შესაბამის დაინტერესებულ უწყებებთან, ორგანიზაციებთან და კომპანიებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების შექმნისა და სპეციალური ტრანსპორტის ეფექტური განვითარების მიზნით;
დ) საბაგირო, მონორელსური და სხვა ეკოლოგიურად სუფთა სპეციალური ტრანსპორტის პროგრესული სისტემების დანერგვასთან და არსებულთა რეკონსტრუქციასა და მოდერნიზაციასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადება.
ე) კომპეტენციის ფარგლებში სპეციალური ტრანსპორტის მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება;
ვ) სპეციალური ტრანსპორტით გადაყვანა-გადაზიდვის სფეროში მეწარმეებისა და მომხმარებლების ინტერესების დაცვა.
4. უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურის ფუნქციებია:
ა) გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის, ევროსაბჭოს და ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) /საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) წესების, დირექტივებისა და რეზოლუციების, დარგში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT-ს სერტიფიკატების, სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის ან გაუქმების უზრუნველყოფა, შესაბამისი სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში დარგში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მათი დარღვევისას ან/და ეროვნული გადამზიდველების მიერ დაშვებულ დარღვევებზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისაგან ინფორმაციის მიღებისას, დარმღვევ პირთა მიმართ საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
გ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების დადგენილ მოთხოვნებთან შესატყვისობის დამადასტურებელი ECMT-ს სერტიფიკატებით და სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობებით განსაზღვრული პირობების დაცვის მონიტორინგი და პირობების დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარების უზრუნველყოფა;
დ) დარგში სატრანსპორტო საშუალებების, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის (ბარგის) გადაზიდვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების, საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში. საჭიროების შემთხვევაში მასალების მომზადება მათში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ;
ე) ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიშის ბლანკების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამზადების ორგანიზებაში მონაწილეობა, მათი გამოყენების მონიტორინგი, ფირნიშის ბლანკების რეესტრის წარმოება;
ვ) საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით დარგში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და საერთაშორისო ვალდებულებებით განსაზღვრული უსაფრთხოების ტექნიკური პირობების და ნორმების ანალიზი, მათი იმპლემენტაციისათვის აუცილებელი წინადადებების მომზადება;
ზ) დარგში მოქმედ პრიორიტეტულ საერთაშორისო კონვენციებთან და შეთანხმებებთან მიერთებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობა და მიერთების შემდგომ გათვალისწინებული თანხლები პროცედურებისა და საქმიანობის განხორციელება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;
თ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებში, საექსპერტო კომისიების და ჯგუფების მუშაობაში და მათ ორგანიზებაში მონაწილეობა დარგის განვითარებისა და მოწინავე გამოცდილების დანერგვის მიზნით;
ი) სამსახურის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული მონაცემთა კომპიუტერული საინფორმაციო ბანკის შექმნა და მონაცემთა ანალიზი;
კ) სააგენტოში შემოსული განცხადებების, აგრეთვე სატრანაპორტო პროცესის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობა უფლებამოსილების ფარგლებში;
ლ) სახმელეთო ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო კონცეფციებისა და პროგრამების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
მ) საომარ ან/და საგანგებო სიტუაციაში „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) სახმელეთო ტრანსპორტის უსაფრთხოების სფეროში მეწარმეებისა და მომხმარებლების ინტერესების დაცვა;
ო) ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
5. მომხმარებლებთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:
ა) რეგიონალური სტრუქტურების დონეზე ნებართვების, სერტიფიკატების, სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობების მისაღებად წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების მიღება, შემოწმება და მათი განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ნებართვების, სერტიფიკატების, სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიშის ბლანკების გაცემასთან, მათ აღრიცხვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული საქმიანობა.
6. საკვალიფიკაციო ცენტრის ფუნქციებია:
ა) პროფესიული განვითარების მიზნით დარგში დასაქმებული მუშაკებისათვის და სხვა დაინტერესებული უწყებების თანამშრომლებისათვის სახმელეთო ტრანსპორტის დარგთან დაკავშირებული ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება;
ბ) შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა დარგში დასაქმებული მუშაკების პროფესიული განვითარების თანამედროვე დონის უზრუნველყოფის მიზნით.
მუხლი 6🔗. სააგენტოს ქონება
1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტოზე ქონების გადაცემა, მისი გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
მუხლი 7🔗. სააგენტოს დაფინანსების წყაროები
1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) მომსახურების გაწევიდან მიღებული საფასური;
დ)ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად მოხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სააგენტოს სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 8🔗. საქმიანობა
, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. სამინისტროს თანხმობით სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძება, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა
;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. სააგენტოს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკურებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 10🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს ამისთვის საჭირო მასალები და ინფორმაცია.
2. სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერება, მიზანშეწონილობა.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 11🔗. სააგენტოს ლიკვიდაცია
სააგენტოს ლიკვიდაციას ახორციელებს სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორად შეიძლება დაინიშნოს სააგენტოს დირექტორი.
მუხლი 12🔗. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება
სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 13🔗. დასკვნითი დებულება
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა, სააგენტოს რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.