„ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
2002 წლის 16 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
მასობრივი განადგურების იარაღის, სხვა სახის იარაღის, მათი შექმნის ტექნოლოგიების გაუვრცელებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, ანტიტერორისტული კოალიციის წევრი სახელმწიფოების ვალდებულებებიდან გამომდინარე, ქვეყანაში სამხედრო დანიშნულების ტექნიკის, მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების ექსპორტზე სახელმწიფო კონტროლის გაძლიერების მიზნით „ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებით დამტკიცებულ №2 და №3 დანართებში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობაში (№2 დანართი) შეყვანილ იქნეს ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
2. „საქართველოს უცხოეთის ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის წესის შესახებ“ დებულების (№3 დანართი) მე-2 თავის მე-14 პუნქტს ბოლოში დაემატოს აბზაცი შემდეგი რედაქციით:
„ – სამხედრო დანიშნულების ტექნიკის, მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების ექსპორტის განხორციელების დროს უზრუნველყოფს დაინტერესებული საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებას და მათი მოსაზრებების, აგრეთვე არსებული საერთაშორისო და ორმხრივი შეზღუდვების გათვალისწინებით, აღნიშნულ საკითხზე ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიას წარუდგენს დასკვნას“.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.12.2002.
- როდის იქნა მიღებული „ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე?
- „ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.12.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №533. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.12.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე, №533, 16.12.2002, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.12.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1293353/