საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის“ შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 14.08.2004
ძალის დაკარგვა 17.03.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №332
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 87, 17/08/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,076 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.08.2004 მიღება
17.03.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის“ შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:28.35pt 52.05pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №332 2004 წლის 14 აგვისტო ქ. თბილისი   საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საზღვარგარეთ არსებული  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის“ შექმნის შესახებ საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მოძიების, აღნუსხვის, შესწავლისა და დაცვის ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის საფუძველზე: 1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდი“ (შემდგომში – ფონდი). 2. დამტკიცდეს ფონდის თანდართული დებულება. 3. ფონდის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი). 4. საქართველოს  ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ.ბენდუქიძე) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადების საფუძველზე უზრუნველყოს ფონდისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სათანადო ფართობის გადაცემა. მ.  სააკაშვილი დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის“ დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – „საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის“ (შემდგომში – ფონდი) მიზნებს, მართვის ორგანოების სტრუქტურასა და საქმიანობის წესს. 2. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ფონდს გააჩნია სპეციალუ-რი უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ. 3. ფონდი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე. 4. ფონდს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები (მათ შორის სავალუტო) კომერციულ ბანკებში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები. 5. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჩიტაძის ქ. 4.     მუხლი 2🔗. ფონდის მიზნები ფონდის მიზანია: ა) საქართველოსათვის დადებითი საერთაშორისო იმიჯის შესაქმნელად ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა საერთაშორისო დონეზე; ბ) საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული უძრავი და მოძრავი კულტურის ძეგლების მოძიებისათვის, აღნუსხვისათვის, შესწავლისა და დაცვისათვის ხელშეწყობა; გ) საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ გამოკვლევების, სამეცნიერო-პუბლიცისტური ნაშრომებისა და ალბომების გამოცემის ხელშეწყობა; დ) საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე წარმატებული თანამემამულეების ჩაბმა საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში.     მუხლი 3🔗. ფონდის ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. თავისი მიზნების განსახორციელებლად ფონდი მოიზიდავს თანხებს სხვადასხვა დონორი ქვეყნებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან, სპეციალიზირებული სამეცნიერო ცენტრებისგან, დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისაგან და უზრუნველყოფს აკუმულირებული თანხის მიზნობრივ ხარჯვას. 2. ფონდი აფინანსებს კონკურსის საფუძველზე შერჩეულ პროექტებს, რომელთა მიზანია: ა) საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კულტურის ძეგლების მოძიება, ფიქსაცია, კვლევა, დაცვა, კონსერვაცია-რესტავრაცია და ამ ძეგლების გადარჩენისათვის სტრატეგიის შემუშავება; ბ) ქართული კულტურისა და ისტორიული ძეგლების შესახებ უცხოენოვანი გამოკვლევების, ალბომების, ბეჭდვითი და ელექტრონული გამოცემების მომზადება, კინოდოკუმენტური და ვიდეო მასალის მომზადება; გ) ქართული კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე საერთაშორისო გამოფენებისა და კონფერენციების ორგანიზება. 3. თავისი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების მიზნით ფონდი თანამშრომლობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან.     მუხლი 4🔗. ფონდის ხელმძღვანელობა 1. ფონდს მართავს ფონდის დირექტორი, რომელსაც ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 2. ფონდის დირექტორი: ა) წარმოადგენს ფონდს მესამე პირთან ურთიერთობაში, ფონდის მიზნებიდან გამომდინარე დებს გარიგებებს; ბ) ხელმძღვანელობს ფონდის აპარატს, უზრუნველყოფს ფონდის მუშაობის ორგანიზებას და მართვას; გ) ამზადებს და წარუდგენს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წინადადებებს ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ; დ) ქმნის დროებით კომისიებს კონკრეტული საკითხების მომზადებისა და წინდადებების წარდგენის მიზნით; ე) განკარგავს ფონდის სახსრებსა და ქონებას ფონდის დებულების შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის აპარატის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდს, წლიურ ანგარიშსა და ხარჯთა ნუსხას (საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა ხორციელდება აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით); ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს მათი დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს; თ) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს ფონდის მუშაკთა შორის. ამტკიცებს შრომის შინაგანაწესსა და თანამშრომელთა თანამდებობრივ ფუნქციებს; ი) ახორციელებს  კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ფონდის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისათვის.     მუხლი 5🔗. სამეთვალყურეო საბჭო 1. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარისა და ოთხი წევრისაგან. 2. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯომარეს სამი წლის ვადით ნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 3. საბჭოს წევრებს საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით და მისივე წარდგინებით ნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 4.  სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია: ა) განსაზღვროს ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები; ბ) დაამტკიცოს დასაფინანსებელი პროექტები; გ) გააკონტროლოს დირექტორის საქმიანობა და ფონდის სახსრების ხარჯვის მიზნობრიობა; დ) განახორციელოს ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. 5. სამეთვალყურეო  საბჭოს მუშაობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.     მუხლი 6🔗. ფონდის დაფინანსება 1. ფონდის ფინანსების წყაროებია: ა) შემოწირულობები; ბ) გრანტები; გ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ფონდის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას. 3. ფონდის საბუღალტრო ანგარიშგება ხორციელდება საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 7🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. ფონდი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ფონდის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.     მუხლი 8🔗. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, მის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.