შპს "კონელტექი"-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/2839-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110414013, 15/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

2011 წლის 11 აპრილი                   

ქ. თბილისი 

  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგი ის

 მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძე

განმცხადებელი: შპს ,,კონელტექი”

დირექტორი: თეიმურაზ სარიშვილი

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „კონელტექის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2011 წლის 22 მარტსგანცხადებით მიმართა შპს „კონელტექის“ დირექტორმა თეიმურაზ სარიშვილმა და მოითხოვა საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

სა სამართლო გაეცნო განცხადებას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის დადგენილ მოთხოვნებს და მიღებულ უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

                  

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით,

 

დაადგინა:

 

1. შპს ,,კონელტექის“განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მ იღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

2. მეურვედ დაინიშოს თემურ მამასახლისი – მცხოვრები: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას №41 (პირადი ნომერი 17001003514).

3. აეკრძალოს შპს ,,კონელტექს”ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.

4. შეჩერდეს შპს ,,კონელტექი”-ს მიმართ იძულებითი აღსრულება.

5. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია: შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან; დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

6. განემარტოს შპს ,,კონელტექს”, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ; მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

7. განემარტოს კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს თავისი მოთხოვნები შპს ,,კონელტექის“ მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.

8. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2011 წლის 24 მაისს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №20).

9. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, „გაზეთ 24 საათში“, გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ და სასამართლოს დაფაზე.

10. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

  მოსამართლე             ე. ცისკარიძე