დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 18.08.2004
ძალის დაკარგვა 12.10.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №339
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 89, 20/08/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 12.10.2006
დოკუმენტის ტექსტი
დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:612.1pt 792.1pt; margin:35.45pt 59.25pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №339
2004 წლის 18 აგვისტო
ქ. თბილისი
დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ
„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თანდართული დებულება.
მ. სააკაშვილი
დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო.
2. ადმინისტრაცია შექმნილია „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად და არის სახელმწიფოს მიერ საავტომობილო ტრანსპორტის დარგში საქმიანობის რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანი ორგანო, რომელიც დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან.
3. ადმინისტრაცია, როგორც დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საქმიანობისას ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, საჯაროობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებით. დაუშვებელია მის საქმიანობაში ჩარევა, ამ საქმიანობის კონტროლი ან აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კანონით.
4. ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.
5. დაუშვებელია ადმინისტრაციაში პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მათი სტრუქტურული ერთეულების შექმნა.
6. ადმინისტრაციას აქვს მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები, ბლანკები და კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ლოგო.
7. ადმინისტრაციას მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი.
8. ადმინისტრაციის იურიდიული მისამართია: 0160, ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. №12.
მუხლი 2🔗. ადმინისტრაციის სპეციალური უფლებაუნარიანობა
1. ადმინისტრაციის საქმიანობა ვრცელდება საავტომობილო ტრანსპორტის დარგზე და მისი სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლები განისაზღვრება „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და ამ დებულებით.
2. ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) დარგში თანასწორუფლებიანი და სამართლიანი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნისა და ბაზრის გამართული და სტაბილური ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; აგრეთვე დარგში საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება;
დ) საერთაშორისო, ერთიანი საქალაქთაშორისო და საგარეუბნო მარშრუტების დანიშვნა, გაუქმება, შეჩერება და სამარშრუტო ქსელის რეგულირება;
ე) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის, სამგზავრო გადაყვანის, ერთიანი საქალაქთაშორისო და საგარეუბნო სამგზავრო გადაყვანის, სახიფათო ტვირთის საავტომობილო გადაზიდვის ნებართვების გაცემა, მათი მოქმედების შეჩერება, განახლება ან გაუქმება;
ვ) საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვის, ერთიანი საქალაქთაშორისო და საგარეუბნო სამგზავრო გადაყვანის, სახიფათო ტვირთის საავტომობილო გადაზიდვის განხორციელებისას სანებართვო პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის ადმინისტრაციის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების, მოთხოვნათა დაცვის კონტროლი, მათი დარღვევისას, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
ზ) დარგში ავტოსატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურების ზღვრული ან ფიქსირებული ტარიფების დადგენა, დამტკიცება და რეგულირება;
თ) დარგში აღრიცხვა-ანგარიშგების დარგობრივი-სპეციფიკური ფორმების და დოკუმენტების ბლანკების დამზადებისა და მიწოდების ორგანიზება, ავტოსატრანსპორტო საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების დანერგვა და მასზე მონიტორინგის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) დარგის განვითარების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათთან ურთიერთობისას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ინტერესების დაცვა;
კ) დარგში სერტიფიკაციის სისტემის (სისტემების) ხელმძღვანელობა, სასერტიფიკაციო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) საავტომობილო ტრანსპორტით მომსახურების (ადგილობრივი გადაყვანის გარდა) და ავტოსადგურების მუშაობის წესების დადგენა და მათი შესრულების მონიტორინგი;
მ) მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, მათი განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და გადაწყვეტა; საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ნებართვის მფლობელთა და მომხმარებელთა, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო პროცესის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვა და გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
ნ) დარგში „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების, აგრეთვე საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის თაობაზე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულების მონიტორინგის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათი დარღვევისას, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
ო) საზოგადოებასთან ღია, საჯარო და გამჭვირვალე ურთიერთობა, დაინტერსებულ პირთა საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
პ) საავტომობილო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის, მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების მონიტორინგის, მძღოლთა მომზადებისა და გადამზადების სისტემების, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ხელშეწყობა;
ჟ) საქართველოს შიდა (საქალაქთაშორისო, საგარეუბნო) სამარშრუტო ქსელისა და საერთაშორისო სამგზავრო საავტობუსო მარშრუტების ოპტიმიზაცია;
რ) საომარი ან საგანგებო მდგომარეობისათვის „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გატარებისათვის ხელშეწყობა;
ს) საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობის საინფორმაციო სისტემის შექმნა;
ტ) საქართველოს კანონმდებლობით ადმინისტრაციისათვის მინიჭებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
3. ადმინისტრაცია უფლებამოსილია:
ა) გამოითხოვოს და მიიღოს ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, აგრეთვე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისაგან ადმინისტრაციის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საქმიანობის ანალიზი;
გ) ითანამშრომლოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ავტოსატრანსპორტო საქმიანობის ეფექტიანად რეგულირების მიზნით;
დ) თავისი ფუნქციების განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით, გამოსცეს ნორმატიული აქტები;
ე) შეიმუშაოს დასაბუთებული წინადადებები საავტომობილო ტრანსპორტის დარგში საქმიანობის რეგულირების შესახებ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
ვ) განსაზღვროს აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესი, პირობები და მეთოდები; შექმნას ანაზღაურებისა და პრემირების ფონდები, ფინანსური რეზერვის ფონდი და განსაზღვროს მათი გამოყენების წესი;
ზ) უზრუნველყოს ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და გაფართოება;
თ) დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ;
ი) მიიღოს მონაწილეობა დარგის სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო სამუშაოებში;
კ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ადმინისტრაციისათვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
4. ადმინისტრაცია ვალდებულია:
ა) საქმიანობაში გაითვალისწინოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები;
ბ) დარგში საქმიანობა წარმართოს ავტოსატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების კანონმდებლობით განსაზღვრული პრინციპების დაცვით;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოაწყოს საკითხების მოსმენა საჯაროობის პრინციპის დაცვით, თავისი გადაწყვეტილებები გამოაქვეყნოს დადგენილი წესით ინტერნეტში ადმინისტრაციის გვერდზე;
დ) ზღვრული ტარიფის დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე, აგრეთვე მომხმარებელთა განცხადებისა და საჩივრის განხილვისას მოაწყოს ზეპირი მოსმენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით;
ე) აწარმოოს და არქივში შეინახოს სანებართვო, სამარშრუტო, სასერტიფიკაციო და სხვა უწყებრივი რეესტრები, აგრეთვე სხდომის ოქმები და სხვა სათანადო დოკუმენტაცია. უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის უფლება დაუბრკოლებლად მიიღოს უწყებრივი რეესტრის მონაცემები, აგრეთვე ადმინისტრაციაში არსებული ყველა ჩანაწერი და სხვა დოკუმენტაცია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს წლიური ბალანსი და ბიუჯეტი;
ზ) ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 მაისისა, წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს გასული წლის საქმიანობის ანგარიში და ფინანსური აუდიტის შედეგები;
თ) საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ადმინისტრაციის საქმიანობის ანგარიში და ფინანსური აუდიტის შედეგები; არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა მოაწყოს საჯარო მოსმენა, რომელზეც თავისი საქმიანობის ანგარიშსა და ფინანსური აუდიტის შედეგებს წარუდგენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საზოგადოებას;
ი) ხელი შეუწყოს ქვეყნის ინტეგრაციის პროცესს დარგში მოქმედ პრიორიტეტულ საერთაშორისო კონვენციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
კ) ხელი შეუწყოს საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესს;
ლ) შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
მუხლი 3🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. თავმჯდომარის მოქმედების შეზღუდვის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. თავმჯდომარის უფლებამოსილება წყდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. თავმჯდომარე ვალდებულია შეაჩეროს პოლიტიკური პარტიის წევრობა ადმინისტრაციის თავმჯდომარედ ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
5. თავმჯდომარე:
ა) „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ამ დებულების ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად;
ბ) ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის საქმიანობას, წარმოადგენს ადმინისტრაციას სახელმწიფო უწყებებთან და სხვა ორგანიზაციებთან, ადმინისტრაციის სახელით დებს ხელშეკრულებებს, იძლევა რწმუნებულებებსა და მინდობილობებს;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავის მოადგილეებს, ანაწილებს ფუნქციებს მოადგილეებს შორის; უფლება აქვს თავისი არყოფნის შემთხვევაში ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დააკისროს ერთ-ერთ მოადგილეს;
დ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების შესრულებისათვის; აგრეთვე ადმინისტრაციის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისათვის;
ე) ხელს აწერს ბრძანებას – ადმინისტრაციის ნორმატიულ აქტს, შიდაორგანიზაციულ და სხვა საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – განკარგულებას;
ვ) ამტკიცებს აპარატში საქმისწარმოებისა და შრომის შინაგანაწესს;
ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის აპარატის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით კონტრაქტებს; კანონმდებლობით დადგენილი წესით აკისრებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას ან ახორციელებს მათ მიმართ წამახალისებელ ღონისძიებებს;
თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის საშტატო განრიგსა და თანამშრომელთა სახელფასო ფონდს;
ი) განკარგავს ადმინისტრაციის ქონებას კანონმდებლობის შესაბამისად;
კ) ახორციელებს მოქალაქეთა მიღებას;
ლ) ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე;
მ) ქმნის ექსპერტთა საბჭოს დარგის აღიარებული სპეციალისტების მონაწილეობით;
ნ) ადმინისტრაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხელშეწყობის მიზნით უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები და უხელმძღვანელოს მათ;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით თავმჯდომარისათვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
6. თავმჯდომარეს ჰყავს 3 მოადგილე, რომლებიც ადმინისტრაციის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით თანამდებობაზე ინიშნებიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან თავმჯდომარის მიერ.
7. თავმჯდომარის მოადგილე:
ა) კოორდინაციას უწევს და კურირებს ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების მიმდინარე საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებისა და ადმინისტრაციის თავმჯდომარის დავალებათა შესაბამისად;
ბ) ვიზას ადებს თავისი საკურატორო სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) თავმჯდომარის რწმუნების საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს მიმოწერას, განსაკუთრებულ შემთხვევაში ადმინისტრაციის თავმჯდომარის რწმუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციას;
დ) შეიმუშავებს სტურქტურული ერთეულების მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებებს და წარუდგენს თავმჯდომარეს.
8. არაკონკურენტული ბაზრის პირობებში მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის მიზნით ადმინისტრაციასთან, მისი აპარატისაგან დამოუკიდებლად და ადმინისტრაციის დაფინანსებით, მოქმედებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, რომლის საქმიანობის წესი და პირობები განისაზღვრება „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით.
მუხლი 4🔗. ადმინისტრაციის აპარატის სტრუქტურა
1. ადმინისტრაციის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საქმეთა მმართველობა;
ბ) სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტი;
გ) ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი;
დ) მონიტორინგისა და აღსრულების დეპარტამენტი;
ე) დავებისა და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტი;
ვ) სერტიფიცირების დეპარტამენტი;
ზ) საფინანსო დეპარტამენტი;
თ) რეგიონალური მართვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი.
2. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტურქტურული ერთეულის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის, ამ დებულების, ადმინისტრაციის თავმჯდომარისა და კურატორი მოადგილის დავალებათა შესაბამისად; ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის თავმჯდომარის წინაშე;
ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობის შესრულებისას და სტრუქტურული ერთეულის სახელით იძლევა სათანადო დასკვნებს;
გ) ხელს აწერს და ვიზას ადებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ამზადებს და წარადგენს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ანგარიშს;
ე) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფებს შორის და უზრუნველყოფს მათ კოორდინირებულ მუშაობას;
ვ) პასუხისმგებელია სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ფუნქციების ჯეროვანი შესრულებისათვის;
ზ) განსაზღვრავს დაქვემდებარებაში მყოფი თითოეული საშტატო ერთეულის ფუნქციურ მოვალეობას; წარუდგენს ადმინისტრაციას წინადადებებს მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების წახალისებისა ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულის ამოცანების გადასაწყვეტად და ფუნქციების შესასრულებლად.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მოვალეობის შემსრულებელი პირი განისაზღვრება ადმინისტრაციის თავმჯდომარის განკარგულებით.
4. ადმინისტრაციის თავმჯდომარის და აპარატის თანამშრომლების შრომით ურთიერთობაზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები.
5. ადმინისტრაციის თანამშრომლებს უფლება არა აქვთ ჰქონდეთ პირდაპირი ან არაპირდაპირი ქონებრივი და ეკონომიკური ინტერესი საავტომობილო ტრანსპორტის დარგში სამეწარმეო საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიმართ, ან ეკავოთ თანამდებობა ნებართვის მფლობელ საწარმოში.
6. ადმინისტრაციამ აპარატში შეიძლება მოიწვიოს შტატგარეშე პერსონალი (ექსპერტი, კონსულტანტი და სხვ.), რომლებიც ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით მიიღებიან სამუშაოზე არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.
მუხლი 5🔗. ადმინისტრაციის ქონება, ბიუჯეტი და ანგარიში
1. ადმინისტრაციის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში არსებული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომლებიც აისახება ადმინისტრაციიის დამოუკიდებელ ბალანსში.
2. ადმინისტრაციის ბიუჯეტის წყაროებია – „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით ნებადართული შემოსავლები.
3. ადმინისტრაცია ყოველწლიურად შეიმუშავებს მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელშიც ასახული უნდა იყოს ადმინისტრაციის ყველა ხარჯი, მათ შორის ადმინისტრაციის თავმჯდომარისა და აპარატის მოსამსახურეთა ანაზღაურება, ადმინისტრაციის ფინანსური საქმიანობის შესასწავლად აუდიტორის საკომპენსაციო სახსრები. ადმინისტრაცია ვალდებულია საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია თავისი ბიუჯეტის შესახებ.
4. დაუშვებელია ადმინისტრაციამ თავისი ბიუჯეტიდან შექმნას საქველმოქმედო ან სხვა მსგავსი ფონდები და გაიღოს ისეთი ხარჯი (მათ შორის სხვადასხვა სახის დახმარების, სპონსორობის გაწევის მიზნით), რომელიც არ შეესაბამება მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებს.
5. ადმინისტრაცია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ბუღალტერიის ანგარიშების ფინანსურ აუდიტს, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს. ადმინისტრაცია უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის ანგარიშისა და ფინანსური აუდიტის შედეგების საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობას, რისთვისაც საჯაროდ აქვეყნებს მას.
მუხლი 6🔗. ადმინისტრაციის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. ადმინისტრაციის რეორგანიზაცია (გარდა სტრუქტურულისა) ან ლიკვიდაცია ხდება კანონის საფუძველზე.
2. ადმინისტრაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში, მისი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
3. ადმინისტრაციის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.