„საქართველოს იუსტიციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 2 ნოემბრის N618 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №567
1999 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 2 ნოემბრის N618 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 2 ნოემბრის N618 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს იუსტიციის საბჭოს დროებით რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იუსტიციის საბჭოს წევრის (თუ იგი არ არის საქართველოს იუსტიციის მინისტრი ან საქართველოს პარლამენტის წევრი) თანამდებობრივი სარგოები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
საბჭოს მდივანი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს 95 პროცენტი;
საბჭოს წევრი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს 90 პროცენტი.“.
2. 45-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს წინადადება: „განსაზღვრავს დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას“.
3. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 47. იუსტიციის საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება
საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
- სექტორის უფროსი, კანცელარიის გამგე – იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს 60 პროცენტი;
- თანაშემწე, მთავარი ბუღალტერი – იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს 55 პროცენტი;
- უფროსი კონსულტანტი – იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს 50 პროცენტი;
- კონსულტანტი – იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს 45 პროცენტი;
- რეფერენტი – იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს 35 პროცენტი.“.
4. ამ ბრძანებულებით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოების ანაზღაურება მოხდეს 1999 წლის 1 ივლისიდან სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 2 ნოემბრის N618 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.10.1999.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 2 ნოემბრის N618 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს იუსტიციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 2 ნოემბრის N618 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.10.1999. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №567. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს იუსტიციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 2 ნოემბრის N618 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.10.1999 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს იუსტიციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 2 ნოემბრის N618 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №567, 01.10.1999, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.10.1999). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1294789/