საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 07.09.2004
ძალის დაკარგვა 22.05.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №374
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 98, 09/09/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| თანამდებობის დასახელება | საშტატო ერთეულების რაოდენობა |
| სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე | 1 |
| სხდომის მდივანი – თანაშემწე | 1 |
| სხდომის მდივანი – უფროსი კონსულტანტი | 1 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 18.05.2006
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 37.9pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №374
2004 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად დამტკიცდეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს თანდართული რეგლამენტი (დანართი №1), აგრეთვე სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო და მისი აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო (დანართი №2).
მ. სააკაშვილი
დანართი №1
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს რეგლამენტი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
1. ეს რეგლამენტი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს (შემდგომში – სადისციპლინო საბჭო) ორგანიზაციული მუშაობის წესს, სადისციპლინო საბჭოს თამჯდომარის და აპარატის კომპეტენციასა და საქმიანობის ფორმებს.
2. რეგლამენტი ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონს და სხვა ნორმატიულ აქტებს.
თავი II
სადისციპლინო საბჭოს შემადგენლობა, ფორმირების წესი, საქმიანობის პრინციპები
მუხლი 2🔗.
1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ საქმეებს განიხილავს სადისციპლინო საბჭო.
2. სადისციპლინო საბჭო საქმიანობას ახორციელებს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
მუხლი 3🔗.
1. სადისციპლინო საბჭო შედგება რვა წევრისაგან. სადისციპლინო საბჭოს წევრებსა და თავმჯდომარეს, რომელთაგან ოთხი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენცია, ხოლო კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში – მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი.
2. თუ სადისციპლინო საბჭოს წევრობის კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს სხვა კანდიდატს.
3. სადისციპლინო საბჭოში იქმნება სადისციპლინო კოლეგიები, თითოეული ოთხი წევრის შემადგენლობით. კოლეგია, როგორც წესი, იქმნება სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებისაგან. კოლეგიების შემადგენლობას განსაზღვრავენ სადისციპლინო საბჭოს წევრები. სადისციპლინო საბჭოს წევრმა სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარის დავალებით შეიძლება მონაწილეობა მიიღოს სადისციპლინო საბჭოს სხვა კოლეგიის საქმის განხილვაში.
მუხლი 4🔗.
1. სადისციპლინო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს საერთო სასამართლოების ნებისმიერი მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილის, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის გარდა. სადისციპლინო საბჭოს წევრი შეიძლება აგრეთვე იყოს – უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება.
2. მოსამართლე არ შეიძლება იყოს სადისციპლინო საბჭოს წევრი, თუ მას უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.
3. სადისციპლინო საბჭოს წევრად ზედიზედ განმეორებით არჩევა შეიძლება მხოლოდ ერთხელ.
4. სადისციპლინო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი.
მუხლი 5🔗.
1. სადისციპლინო საბჭოს წევრობიდან გათავისუფლების საფუძველია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მოსამართლის თანამდებობის დატოვება;
გ) დისციპლინური საქმის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება;
დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა;
ე) უფლებამოსილების ვადის გასვლა.
2. სადისციპლინო საბჭოს წევრობიდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს მოსამართლის ეთიკის სხვა ნორმების დარღვევა.
3. სადისციპლინო საბჭოს წევრობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენცია, ხოლო კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში – ადმინისტრაციული კომიტეტი. მოსამართლეთა კონფერენცია ან ადმინისტრაციული კომიტეტი ვალდებულია შეამოწმოს სადისციპლინო საბჭოს წევრის გათავისუფლების საფუძველი და უფლებამოსილია სხდომაზე მიიწვიოს შესაბამისი წევრი და მოისმინოს მისი მოსაზრება.
4. სადისციპლინო საბჭოს წევრის დისციპლინურ საქმეს განიხილავს სადისციპლინო საბჭოს ის კოლეგია, რომლის წევრიც არ არის დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი მოსამართლე.
5. სადისციპლინო საბჭოში არჩევის შემდეგ მოსამართლე თავისი ძირითადი მოვალეობების შესრულებისაგან არ თავისუფლდება.
მუხლი 6🔗.
1. სადისციპლინო საბჭოს საქმიანობის ადგილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ან ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილსამყოფელი.
2. დისციპლინური საქმე განიხილება სპეციალურად გამოყოფილ დარბაზში. დისციპლინური საქმის სასამართლო დარბაზში განხილვა დაუშვებელია.
3. სადისციპლინო საბჭოს აქვს ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით.
მუხლი 7🔗.
1. სადისციპლინო საბჭო დისციპლინურ საქმეს განიხილავს მიუკერძოებლად და ობიექტურად, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე.
2. სადისციპლინო საბჭოს (კოლეგიის) სხდომები დახურულია, ხოლო დისციპლინური საქმის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაცია – კონფიდენციალური, სადისციპლინო საბჭოს წევრები და დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი ვალდებული არიან დაიცვან ამ ინფორმაციის კონფიდენციალობა.
მუხლი 8🔗.
1. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს უჭერს კოლეგიის სამი წევრი. სადისციპლინო კოლეგიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება დისციპლინური საქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, წერილობით აყალიბებს თავის აზრს, რომელიც თან ერთვის საქმეს.
2. სადისციპლინო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე. სადისციპლინო საბჭოს წევრმა გადაწყვეტილების მიღებისას არ შეიძლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.
თავი III
სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე
მუხლი 9🔗.
სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლე, ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე არის საჯარო მოსამსახურე და მისი შრომის ანაზღაურება და საქმიანობის ხარჯი ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მუხლი 10🔗.
სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე:
ა) თავმჯდომარეობს სადისციპლინო საბჭოს სხდომებს ან თავმჯდომარეობას ავალებს სადისციპლინო საბჭოს სხვა წევრს;
ბ) ანაწილებს დისციპლინურ საქმეებს საქმეთა რიგითობის გათვალისწინებით, ხოლო რიგითობის მიხედვით საქმეების განაწილების შეუძლებლობის შემთხვევაში – საკუთარი შეხედულებით;
გ) ავალებს სადისციპლინო საბჭოს წევრს კოლეგიის სხდომის თავმჯდომარეობას;
დ) ავალებს სადისციპლინო საბჭოს წევრს საქმის განსახილველად მომზადებას, მოხსენებას;
ე) აწვდის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციას სადისციპლინო საბჭოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციას;
ვ) წარმართავს სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარის აპარატის მუშაობას; თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის მოხელეებს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს, გამოსცემს ბრძანებებს;
თ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 11🔗.
1. სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე იღებს ხელფასს და სარგებლობს სოციალური და სამართლებრივი დაცვის ყველა იმ გარანტიით, რითაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის დანიშნული (არჩეული) წევრი, რომელიც არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი.
თავი IV
სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარის აპარატი
მუხლი 12🔗.
1. სადისციპლინო საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარის აპარატი.
2. აპარატის მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე.
3. აპარატის მოხელეები არიან საჯარო მოსამსახურეები და მათზე ვრცელდება შესაბამისი კანონმდებლობა.
4. აპარატის მოხელეები იღებენ ხელფასს და სარგებლობენ სოციალური და სამართლებრივი დაცვის ყველა იმ გარანტიით, რითაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის შესაბამისი თანამდებობის მოხელეები.
მუხლი 13🔗.
1. სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარის აპარატში შედიან სხდომის მდივანი – თანაშემწე და სხდომის მდივანი – უფროსი კონსულტანტი.
2. სხდომის მდივანი – თანაშემწე:
ა) სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ამზადებს გადაწყვეტილებების პროექტებს;
ბ) აწარმოებს ნორმატიული აქტების საკონტროლო ეგზემპლარებს;
გ) აწარმოებს სტატისტიკურ ინფორმაციას სადისციპლინო საბჭოს საქმიანობისა და განხილული საქმეების შესახებ;
დ) განაზოგადებს დისციპლინური სამართალწარმოების პრაქტიკას;
ე) ასრულებს სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარის სხვა დავალებებს.
3. სხდომის მდივანი – უფროსი კონსულტანტი:
ა) რეგისტრაციაში ატარებს სადისციპლინო საბჭოსათვის გადაცემულ საქმეებს;
ბ) განსახილველად ამზადებს დისციპლინურ საქმეს, საქმის მონაწილე მხარეებს აცნობებს საქმის განხილვის დროსა და ადგილს, იწვევს შესაბამის პირებს სხდომაზე დასასწრებად და მასში მონაწილეობის მისაღებად;
გ) აწარმოებს სადისციპლინო კოლეგიის (საბჭოს) სხდომის ოქმს;
დ) გადაწყვეტილების ასლებს უგზავნის უფლება-მოსილ ორგანოებსა და პირებს;
ე) აკონტროლებს დროებით შეჩერებულ დისციპლინურ საქმეებს, მოიძიებს და გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას და სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარეს დროულად აცნობებს საქმის შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შესახებ;
ვ) აწარმოებს მიმოწერას, ზრუნავს დისციპლინური საქმეებისა და სხვა მასალების სათანადოდ შენახვისა და დაცვისათვის;
ზ) ასრულებს სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარის სხვა დავალებებს.
4. აპარატის მოხელეები ვალდებული არიან დაიცვან დისციპლინურ საქმეებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობა, რომლის გამჟღავნებაც თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია.
მუხლი 14🔗.
1. სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარისა და აპარატის ნამსახურობის ნუსხის, შრომის წიგნაკების წარმოებას, საკადრო აღრიცხვასთან დაკავშირებული სხვა საკითხების, აგრეთვე საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფას ახორციელებენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანყოფები.
2. სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარის და აპარატის შრომის ანაზღაურების და საქმიანობის სხვა ხარჯი გათვალისწინებულია და გაიცემა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში.
თავი V
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 15🔗.
ამ ბრძანებულებით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება მიმდინარე წელს განხორციელდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
დანართი №2
სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო და მისი აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო
თანამდებობის დასახელება
საშტატო ერთეულების რაოდენობა
თანამდებობრივი სარგო
სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე
1
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს 100%
სხდომის მდივანი – თანაშემწე
1
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს 50%
სხდომის მდივანი – უფროსი კონსულტანტი
1
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს 45%.“.