უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ

მიღების თარიღი 09.09.2004
ძალის დაკარგვა 27.01.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №380
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 101, 16/09/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,190 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.09.2004 მიღება
27.01.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:28.35pt 37.9pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის  ბრძანებულება №380 2004 წლის 9 სექტემბერი  ქ. თბილისი უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ 1. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ თანდართული დებულება და დანართები №1, №2. 2. საქართველოს მთავრობამ (ზ. ჟვანია) განახორციელოს ღონისძიებები სხვა ქვეყნებთან ორმხრივი ხელშეკრულებების დადებისა და საქართველოს მოქალაქეობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადასაწყვეტად. მ. სააკაშვილი დ ე ბ უ ლ ე ბ ა უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ     მუხლი 1🔗. ეს დებულება, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით განცხადების წარდგენის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს.     მუხლი 2🔗. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება იმავდროულად მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.     მუხლი 3🔗. 1. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც სურს იმავდროულად მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა, განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს პირადად ან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების (შემდგომში – საკონსულო დაწესებულება) მეშვეობით. 2. განცხადება (დანართი №1) წარდგენილ უნდა იქნეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან პირის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ან სხვა შესაბამის საკონსულო დაწესებულებაში. 3. უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) ავტობიოგრაფია; ბ) პასპორტის ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის დადგენილი წესით დამოწმებული ასლი; გ) ცნობა ნასამართლობის შესახებ; დ) 2 (ორი) ფოტოსურათი.     მუხლი 4🔗. 1. უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილ უნდა იქნეს პირადად განმცხადებლის მიერ. 2. თუ დაინტერესებულ პირს საპატიო მიზეზით (ავადმყოფობა, ხანგრძლივი მივლინება, სამხედრო სამსახური და სხვ.) არ შეუძლია განცხადების პირადად წარდგენა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ან საკონსულო დაწესებულება განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას მიიღებს სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობის მქონე პირის ან ფოსტის მეშვეობით. 3. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ დებულების მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური (შემდგომში – სამსახური) ან საკონსულო დაწესებულება განცხადების მიღებიდან 3 დღეში მიმართავს განმცხადებელს და განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოფხვრისა და სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით. 4. საკონსულო დაწესებულება განცხადების მიღებიდან ან ხარვეზის აღმოფხვრიდან ერთ თვეში უზრუნველყოფს სრულყოფილი დოკუმენტაციის გადმოგზავნას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.     მუხლი 5🔗. საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ სამსახური საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს განმცხადებელი პირის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის (შეუსაბამობის) თაობაზე.     მუხლი 6🔗. 1. სამსახურის მიერ წინადადებების მომზადების ვადა არ უნდა აღემატებოდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადების მიღებიდან (ხარვეზის აღმოფხვრიდან) ორ თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქმის ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არა უმეტეს ორი თვისა. 2. სამსახურის წინადადებები მომზადებიდან ორ დღეში საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს. 3. საქართველოს პრეზიდენტი განკარგულებას უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის წინასწარ განსახილველად და მასალების მოსამზადებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ გამოსცემს სამსახურის მიერ წინადადებების წარდგენიდან ერთ კვირაში. 4. წინადადების წარდგენიდან ერთ კვირაში განკარგულების გამოუცემლობა ჩაითვლება უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვის გაგრძელებაზე უარის თქმად, რის შესახებაც ეცნობება განმცხადებელს.     მუხლი 7🔗. 1. საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების გამოცემიდან 3 დღეში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულეს, ამზადებს მასალებს და იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებულ დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. 2. დასკვნის მიღებიდან ერთ კვირაში საქართველოს პრეზიდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოსცემს ბრძანებულებას უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, ხოლო უარის თქმის შემთხვევაში – განკარგულებას საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. 3. უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული აქტები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას, ხელს აწერს საქართველოსადმი ერთგულების ფიცის ტექსტს (დანართი №2), რომელიც ერთვის მის პირად საქმეს.     მუხლი 8🔗. უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული განცხადების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.     მუხლი 9🔗. უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმიდან ერთი წლის შემდეგ უფლება აქვს ხელახლა წარადგინოს განცხადება.     მუხლი 10🔗. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საკითხის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად გამოსცეს განკარგულება უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის წინასწარ განსახილველად და მასალების მოსამზადებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ.     მუხლი 11🔗. 1. უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე მიმდინარეობს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა, უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის პარალელურად ამ დებულებით გათვალისწინებული მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვის დაწყების თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება უნდა განხორციელდეს დადგენილი წესით საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემდეგ. დანართი №1 საქართველოს პრეზიდენტს განცხადება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ მომანიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა. ჩემ შესახებ გაცნობებთ შემდეგს: 1. სახელი, გვარი ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2. ინფორმაცია სახელის, გვარის შეცვლის შესახებ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 3. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 4. დაბადების ადგილი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 5. ოჯახური მდგომარეობა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 6. მოქალაქეობა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 7. განათლება ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 8. სამუშაო ადგილი, თანამდებობა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 9. ნასამართლობა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 10. მისამართი, ტელეფონის ნომერი (სამსახურის, სახლის) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 11. ვფლობ პასპორტს სერია ---------- № ---------------------------------------------------------------                                                                                 თარიღი, ვის მიერ, რა ვადით 12. განცხადებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს: 1. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 3. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 4. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------- პირადი ხელმოწერა                         ---- ---------------- 200—წ.      განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია მივიღე -------------------------------------------------------------------------------------------------------------------      (თანამდებობა, ინიციალები, გვარი) ------------------------------------ (ხელმოწერა) დანართი №2 საქართველოს მოქალაქის ფიცი მე, ----------------------------------- ვხდები რა საქართველოს მოქალაქე, ვფიცავ:                (სახელი, გვარი) ერთგულად ვემსახურო საქართველოს, დავიცვა მისი კონსტიტუცია და ყველა კანონი, საქართველოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოს სახელმწიფო ენად ვაღიარებ ქართულ ენას, ვალდებულებას ვიღებ პატივი ვცე საქართველოს კულტურასა და ეროვნულ ტრადიციებს.