საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.10.2004
ძალის დაკარგვა 01.08.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №472
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 122, 29/10/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,781 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.10.2004 მიღება
01.08.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:35.45pt 49.7pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №472 2004 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 129-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად: ა) შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო სამსახურის ბიურო; ბ) დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს თანდართული დებულება; გ) საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსად დაინიშნოს საჯარო სამსახურის საბჭოს მდივანი ქართლოს ყიფიანი. 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) ერთ თვეში უზრუნველყოს საჯარო სამსახურის ბიუროსათვის შესაბამისი ქონების გამოყოფა და უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის გათვალისწინებულ ასიგნებებზე დამატებით გაითვალისწინოს საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციონირებისათვის 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარი.  მ. სააკაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამსახურის ბიურო (შემდგომში – ბიურო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამისი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის, ამ სფეროში კანონმდებლობით დადგენილი ძირითადი მიმართულებების განხორციელების, საჯარო სამსახურის საბჭოსა და მისი წევრების საქმიანობის ორგანიზაციული, ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო უზრუნველყოფის მიზნით. 2. ბიურო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ და საქართველოს სხვა კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. 3. ბიუროს დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ბიურო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მხარედ. 5. ბიუროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები (მათ შორის სავალუტო), ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.     მუხლი 2🔗. ბიუროს საქმიანობის ძირითადი ამოცანები ბიუროს საქმიანობის ძირითადი ამოცანებია: ა) საჯარო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების შემუშავება საჯარო სამსახურის საბჭოსათვის წარსადგენად; ბ) საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულების შესახებ საჯარო სამსახურის საბჭოსათვის მოხსენების წარდგენა; გ) საჯარო სამსახურის სფეროს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება და საჯარო სამსახურის საბჭოსათვის წარდგენა; დ) საჯარო სამსახურის საბჭოსა და მისი წევრების საქმიანობის ორგანიზაციული, ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო უზრუნველყოფა; ე) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის, საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაცია და მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა; ვ) საჯარო სამსახურის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და განზოგადება.     მუხლი 3🔗. ბიუროს ფუნქციები 1. ბიურო თავის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულების მიზნით: ა) შეისწავლის საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობას და ამზადებს შესაბამის დასკვნებს; ბ) ადგენს საჯარო სამსახურის შიდა გარემოს ცვლილებებისა და საჯარო სამსახურზე გარემო პირობების ცვალებადობის გავლენას; გ) მოსალოდნელ ცვლილებათა გათვალისწინებით, ადგენს არსებული სტრუქტურების ტრანსფორმაციის აუცილებლობასა და შესაძლებლობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს ახალი სტრუქტურების შექმნისა და არსებულის გარდასაქმნელად; დ) შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო ორგანოთა სტრუქტურების ჩამოყალიბების ძირითადი პრინციპების, ამ სტრუქტურებში სახელმწიფო თანამდებობების ადგილისა და როლის შესახებ; ე) ახორციელებს საჯარო სამსახურის დაწესებულებათა არსებული საორგანიზაციო სტრუქტურების ანალიზს და, საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს მათი სრულყოფის მიზნით; ვ) ორგანიზაციას უწევს საჯარო სამსახურის საბჭოს საქმიანობას, უზრუნველყოფს საბჭოს წევრებს შესაბამისი ინფორმაციით; ზ) შეიმუშავებს საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი სტანდარტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტებს; თ) შეისწავლის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, ატესტაციის, დაწინაურების, მოტივაციის, სამსახურიდან გათავისუფლების არსებულ პრაქტიკას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; ი) შეისწავლის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის არსებულ დონეს, უზრუნველყოფს შესაბამის ღონისძიებათა განხორციელებას მათი პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, კოორდინაციას უწევს მომზადებას, პროგრამების შექმნასა და შესრულებას; კ) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას და ადმინისტრირებას; ლ) შეიმუშავებს საჯარო მოხელეების ანაზღაურების სისტემის რეფორმის სტრატეგიას საშუალოვადიანი საბიუჯეტო პარამეტრების შესაბამისად; მ) აანალიზებს ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეების უფლებებისა და გარანტიების დაცვის, დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე და ამზადებს შესაბამის დასკვნებს; ნ) სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელთა წინადადებების საფუძველზე ბეჭდვით ორგანოებში აცხადებს კონკურსს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად; ო) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის სფეროში სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, აანალიზებს მათ და ქმნის საჯარო სამსახურის ერთიან სახელმწიფოებრივ ინფორმაციულ სისტემას; პ) შეიმუშავებს საჯარო მოსამსახურეების ეთიკისა და დისციპლინური ნორმების პროექტებს; ჟ) შეიმუშავებს წინადადებებს მართვის ახალი მეთოდებისა და ტექნიკის დანერგვის შესახებ; რ) აანალიზებს საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებას და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს შესაბამის დასკვნას; ს) მონაწილეობს საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამების ფორმირებასა და განხორციელებაში, აგრეთვე, შესაბამისი წინადადებებისა და კონკრეტულ ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში; ტ) შეისწავლის და განაზოგადებს საჯარო სამსახურის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილებას, ამყარებს კავშირს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და თანამშრომლობს მათთან; უ) მართავს კონფერენციებსა და სამეცნიერო შეკრებებს საჯარო სამსახურის სფეროში აქტუალური საკითხების განსახილველად; ფ) კოორდინაციას უწევს საჯარო სამსახურის სფეროში პროექტებისა და პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას; ქ) შეიმუშავებს საჯარო დაწესებულებათა თანამედროვე საორგანიზაციო კულტურის კრიტერიუმებს; ღ) თანამშრომლობს საერთაშორისო, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან; ყ) საჯარო სამსახურის საბჭოსა და ბიუროს საქმიანობის გამჭვირვალობისა და საჯარო სამსახურის სფეროში მიმდინარე პროცესებში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით ურთიერთობას ამყარებს არასამთავრობო სექტორთან და მასმედიასთან. 2. ბიუროს უფლება აქვს დაკისრებული ამოცანების ეფექტიანი განხორციელებისათვის ხელშეკრულებების საფუძველზე მოიწვიოს შესაბამისი დარგის ექსპერტები.     მუხლი 4🔗. ბიუროს მართვა 1. ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. ბიუროს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს ბიუროს საქმიანობას; ბ) შეიმუშავებს ბიუროს საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდს, თანამდებობრივ სარგოებს, ხარჯთა ნუსხას და წარადგენს დანიშნულებისამებრ დასამტკიცებლად; გ) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარეს; დ) ორგანიზებას უწევს საჯარო სამსახურის საბჭოს სხდომებს და უზრუნველყოფს მასზე განსახილველი საკითხების მომზადებას; ე) საქართველოს პრეზიდენტსა და საჯარო სამსახურის საბჭოს ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს ბიუროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ფინანსურ ანგარიშს; ვ) შეიმუშავებს ბიუროს წლიურ სამუშაო გეგმას, შესაბამის ბიუჯეტს და წარადგენს საჯარო სამსახურის საბჭოზე დასამტკიცებლად; ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს, ასევე, დებს შრომით ხელშეკრულებებს, ანაწილებს ფუნქციებს ბიუროს თანამშრომლებს შორის, ამტკიცებს შინაგანაწესს; თ) თვალყურს ადევნებს ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ი) წარმოადგენს ბიუროს სხვა პირებთან ურთიერთობაში; კ) საჭიროების შემთხვევაში, ახდენს თავისი უფლებამოსილების დელეგირებას ბიუროს თანამშრომელზე; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; მ) შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს.     მუხლი 5🔗. ბიუროს სტრუქტურა ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ორგანიზაციული განვითარებისა და ანალიზის სამსახური; ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; გ) საჯარო მოსამსახურეთა სწავლების ორგანიზაციის სამსახური; დ) იურიდიული სამსახური; ე) ადმინისტრაციული სამსახური.     მუხლი 6🔗. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები 1. ორგანიზაციული განვითარებისა და ანალიზის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) საჯარო სამსახურის ერთიანი სახელმწიფოებრივ-ინფორმაციული სისტემის შექმნა; ბ) საჯარო სამსახურის სფეროს გარე ფაქტორების შეფასება საჯარო სამსახურის სფეროს სტრუქტურების საქმიანობის დაგეგმვისა და ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელებისათვის; გ) საჯარო სამსახურის დაწესებულებათა საქმიანობის მეთოდებისა და სტრუქტურების ეფექტიანობის შესწავლა და ანალიზი; დ) საჯარო სამსახურის დაწესებულებების საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, მათი ორგანიზაციული და სტრუქტურული ცვლილებების წარმართვის ერთიანი პრინციპების შემუშავებისა და დანერგვის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; ე) საჯარო სამსახურის დაწესებულებების მართვის მეთოდების, ორგანიზაციული და სტრუქტურული ხასიათის ცვლილებების დანერგვის პროცესის მონიტორინგი. 2. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) საჯარო სამსახურის სისტემაში საკადრო პოლიტიკის ერთიანი პრინციპების გატარების უზრუნველყოფა და მონიტორინგი; ბ) საჯარო სამსახურის დაწესებულებების საკადრო სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია; გ) საჯარო სამსახურის დაწესებულებათა თანამდებობების ანალიზი და მის საფუძველზე თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და სოციალური პროფესიოგრამების შედგენის კოორდინაცია; დ) საჯარო სამსახურის სფეროში ვაკანტურ თანამდებობაზე საკონკურსო პირობებით თანამშრომელთა შერჩევისა და ატესტაციის სტანდარტული პროცედურების დამუშავება; ე) საკონკურსო-საატესტაციო კომისიების მოდელური რეგლამენტის შემუშავება; ვ) საჯარო მოხელეთა პერსონიფიცირებულ მონაცემთა ბანკის შექმნისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა; ზ) საკადრო რეზერვის შექმნისა და გამოყენების პრინციპების შემუშავება და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა; თ) არსებულ ვაკანსიაზე პროფესიული და პერსონალური მონაცემებით ყველაზე უფრო შესაფერის კანდიდატთა მოძიების კომპიუტერული სისტემის შექმნა; ი) საჯარო მოხელეთა საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებისა და მეთოდების შემუშავება. 3. საჯარო მოსამსახურეთა სწავლების ორგანიზაციის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) საჯარო მოსამსახურეთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი პოლიტიკის გატარების კოორდინაცია და მონიტორინგი; ბ) საჯარო სამსახურის სფეროში კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საქმიანობის კოორდინაცია; გ) საჯარო სამსახურის სფეროში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ელექტრონული მმართველობა) სწავლებისა და მათ დასანერგად შესაბამისი საქმიანობის წარმართვის უზრუნველყოფა; დ) საჯარო სამსახურის სისტემის სტრუქტურებში სხვადასხვა მმართველობითი დონის ხელმძღვანელებისათვის მართვის თანამედროვე მეთოდების მიზნობრივი სწავლების უზრუნველყოფა; ე) პროფესიული შერჩევისა და ატესტაციის სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების პროგრამების დამუშავება; ვ) პროფესიული შერჩევისა და ატესტაციის თანამედროვე პრინციპებისა და მეთოდების სწავლების კურსების ორგანიზება იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც მოაწყობენ მუშაკთა ატესტაციას, შეიმუშავებენ კადრების ოპტიმალური გამოყენების მეცნიერულად დასაბუთებულ რეკომენდაციებს, შეასრულებენ საძიებო სამუშაოებს კადრების რესურსების შესაქმნელად. 4. იურიდიული სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) საჯარო სამსახურის ბიუროს მიმდინარე საქმიანობის იურიდიული უზრუნველყოფა; ბ) საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულების მონიტორინგი და საჯარო სამსახურის საბჭოსათვის შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; გ) საჯარო მოსამსახურეთა კანონით განსაზღვრული უფლებებისა და გარანტიების დაცვის მონიტორინგი; დ) საჯარო სამსახურის სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების კოორდინაცია. 5. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) საჯარო სამსახურის ბიუროს მიმდინარე საქმიანობის ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებისა და საბუღალტრო ბალანსის წარმოების უზრუნველყოფა; გ) საჯარო სამსახურის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა მდგომარეობის კონტროლი.     მუხლი 7🔗. ბიუროს დაფინანსება 1. ბიუროს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) გრანტები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. დასახული მიზნების შესასრულებლად ბიურო უფლებამოსილია განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი საჯარო სამსახურის ბიუროს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ ფინანსთა სამინისტრო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის შესაბამისად.     მუხლი 9🔗. ბიუროს რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია 1. ბიუროს დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 2. ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.