საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №667 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №123
2001 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №667 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №667 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. VII თავის 23-ე პუნქტის „ე“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) დევნილთა რეგისტრაციის დეპარტამენტი;
ზ) რეპატრიაციის დეპარტამენტი;
ი) მინისტრის აპარატი;“.
2. VII თავის 23-ე პუნქტს დაემატოს „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები:
„ნ) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ო) საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახური;
პ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება“.
3. VII თავის 28-ე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მიგრაციის საინფორმაციო ბანკის შექმნა“ და სიტყვები „რეგისტრაციისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს“ შეიცვალოს სიტყვებით „ რეგისტრაციის დეპარტამენტი“.
4. VII თავის 30-ე პუნქტში სიტყვა „სამსახურის“ შეიცვალოს სიტყვით „დეპარტამენტის“.
5. VII თავის 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს მმართველობითი საქმიანობის დოკუმენტური უზრუნველყოფა, მინისტრის მისაღებისა და საკადრო საქმიანობის ორგანიზაცია“.
6. VII თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 33I, 33II და 33III პუნქტები:
„33I. ინფორმაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ინფორმაციული უზრუნველყოფა. ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა– დევნილთა, რეპატრიანტთა, სტიქიით დაზარალებულთა და სხვა მიგრანტთა აღრიცხვა-რეგისტრაციის კომპიუტერული მომსახურება, მიგრაციის საინფორმაციო ბანკის საქმიანობის უზრუნველყოფა. სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის კომპიუტერული მომსახურება, დამუშავება, დაცვა, საჯარო რეესტრში შეტანა, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელშეწყობა.
33II. საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის ძირითადი ამოცანაა თავის ი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის ორგანიზაცია.
33III. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ამოცანაა სამეურნეო მუშაობის ორგანიზაცია“.
7. აღნიშნული ცვლილებები განხორციელდეს 2001 წლისათვის საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აპარატისათვის დამტკიცებული რიცხოვნობისა და საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
8. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივლისის №336 ბრძანებულება.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №667 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.04.2001.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №667 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“?
- „საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №667 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ მიღებულია 06.04.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №123. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №667 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.04.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №667 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“, №123, 06.04.2001, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.04.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1295606/