„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№203
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 53, 23/05/2001

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №203

2001 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში და მე-9 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„IX. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურა

42. სამინისტროს ცენტრალური აპარატი შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან:

ა) მინისტრის სამდივნო, რომლის ძირითადი მიზანია მინისტრის საქმიანობისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური და სხვა სახის მომსახურების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს აპარატი, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციებია – მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების მართვისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა და უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ხელშეწყობა;

გ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციებია – სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული საქვეუწყებო დაწესებულებების საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოების ერთიანი მეთოდოლოგიური საფუძვლების უზრუნველყოფა;

დ) იურიდიული, პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციებია – სამინისტროს უზრუნველყოფა იურიდიული მომსახურებით, სამინისტროში არსებული დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება, სამართლებრივი დასკვნების გაცემა, სამინისტროში კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის წარმართვის უზრუნველყოფა;

ე) საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციებია – სამინისტროს საგარეო ურთიერთობის წარმართვის უზრუნველყოფა, სამინისტროს მიერ განსახორციელებელი სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების შემუშავება, საერთაშორისო პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

ვ) სასოფლო-სამეურნეო წარმოების მომსახურების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციებია – სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებისათვის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ხასიათის მომსახურება, ახალი ტექნოლოგიებისა და ტექნიკის დანერგვის ღონისძიებათა გატარება;

ზ) სტრატეგიული განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციებია – აგრარულ-სამრეწველო და სასურსათო სექტორის სტრატეგიული განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა დამუშავება, დარგობრივი და საფინანსო პოლიტიკის განსაზღვრისათვის წინადადებების მომზადება, ბიუჯეტთან ფინანსური ურთიერთობის რეგულირება;

თ) კვებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციებია – სახელმწიფოს სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება, დარგში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების შესახებ წინადადებების შე მუშავება.

ე. შევარდნაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.05.2001.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.05.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №203. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.05.2001 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №203, 20.05.2001, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.05.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1295851/