მომხმარებლებთან ფულადი ანგარიშსწორების განხორციელებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების შესახებ

მიღების თარიღი 26.08.2003
ძალის დაკარგვა 02.02.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №3002
სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.05.001.001.379
გამოქვეყნების წყარო სსმ, 29, 18/09/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 847 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.08.2003 მიღება
02.02.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მომხმარებლებთან ფულადი ანგარიშსწორების განხორციელებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:78.0pt; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:LitNusx; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:28.35pt; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:LitNusx; font-weight:normal;} h3 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:28.35pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:LitNusx; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoMessageHeader, li.MsoMessageHeader, div.MsoMessageHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:56.7pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-56.7pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კანონი მომხმარებლებთან ფულადი ანგარიშსწორების განხორციელებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების შესახებ     მუხლი 1🔗.  კანონის მოქმედების სფერო ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან სავაჭრო ოპერაციების წარმოებისა და მომსახურების გაწევის პროცესში ფულადი ანგარიშსწორების განხორციელებისას საკონტროლო-სალარო აპარატების დანერგვისა და გამოყენების ზოგად წესებს, რომელთა მიზანია სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვიანობის მოწესრიგება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა.     მუხლი 2🔗. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების სფერო 1. სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ მომხმარებლებთან სამეურნეო ოპერაციების წარმოებისა და მომსახურების გაწევის პროცესში ნაღდი ფულით ანგარიშსწორება ხდება მხოლოდ იმ ქართულენოვანი ფისკალური მეხსიერების მქონე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებით, რომელთა ინფორმაციის შენახვის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 6 წელს და რომელთაც გააჩნიათ ავტონომიური კვების წყარო. 2. მომხმარებლებთან ფულადი ანგარიშსწორებისას გამოიყენება მხოლოდ სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოსაყენებლად დაშვებული, სახელმწიფო რეესტრში შეტანილი, ტექნიკურად გამართული, საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული და სათანადო წესით დალუქული საკონტროლო-სალარო აპარატები. 3. საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ფულად ანგარიშსწორებაზე დასაშვები საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და საკონტროლო-სალარო აპარატების საგადასახადო ორგანოებში რეგისტრაციის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 4. საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვას აწარმოებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 5. ავტოგასამართ სადგურებში საკონტროლო-სალარო აპარატებთან ერთად საგადასახადო ორგანოები ლუქავენ მრიცხველებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტო – მადოზირებელ მექანიზმებს. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №921-სსმI,№6,19.01.2005 წ.,მუხ.48     მუხლი 3🔗. საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაცია მომხმარებლებთან ფულადი ანგარიშსწორებისას გამოყენებული ტექნიკურად გამართული საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაცია წარმოებს საგადასახადო ორგანოებში, სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირების საქმიანობის ადგილის მიხედვით.     მუხლი 4🔗. ყიდვა-გაყიდვის (მომსახურების გაწევის) დამადასტურებელი ჩეკი გაყიდული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ღირებულების ნაღდი ფულით ანაზღაურებისას მყიდველს სავალდებულო წესით ეძლევა საკონტროლო-სალარო აპარატის მიერ ამობეჭდილი ჩეკი, რომელიც ადასტურებს საქონლის ყიდვა-გაყიდვის (მომსახურების გაწევის) პროცესში წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებას მყიდველსა და გამყიდველს შორის და წარმოადგენს მყიდველის მიერ გაწეული ხარჯების დამადასტურებელ ოფიციალურ პირველად დოკუმენტს. სალაროს  ჩეკში შესატან აუცილებელ რეკვიზიტებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.     მუხლი 5🔗. მომხმარებელთა უფლებების დაცვა საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებაზე კონტროლის დაწესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ გასაყიდი საქონლის (მომსახურების) ფასის გამოცხადება წარმოებს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, ხოლო ფასმაჩვენებლები (პრეისკურანტები) გამოიკვრება მყიდველისათვის თვალსაჩინო ადგილას.      მუხლი 6🔗. საკონტროლო-სალარო აპარატების დანერგვასა და გამოყენებაზე კონტროლი 1. საკონტროლო-სალარო აპარატების დანერგვასა და გამოყენებაზე კონტროლს ახორციელებენ მხოლოდ საგადასახადო ორგანოები. 2. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებას დაქვემდებარებული პირები ვალდებულნი არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით უზრუნველყონ ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა საგადასახადო ორგანოებში საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების შესახებ. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №921-სსმI,№6,19.01.2005 წ.,მუხ.48     მუხლი 7🔗. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების აუცილებლობისაგან გათავისუფლება საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების აუცილებლობისაგან თავისუფლდებიან: ა) პირები, რომლებიც არიან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები; ბ) პირები  მომხმარებლებთან ანგარიშსწორების იმ ნაწილში, სადაც გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული მკაცრი ანგარიშსწორების ფორმის ქვითრები, საგზურები, ბილეთები, ტალონები, საფოსტო გადასახადის ნიშნები ან ქვითრებთან გათანაბრებული სხვა საბუთები.     მუხლი 8🔗. პასუხისმგებლობა საკონტროლო-სალარო აპარატების დანერგვისა და გამოყენების წესების დარღვევისათვის 1. პირები, რომლებიც აწარმოებენ სავაჭრო ოპერაციებს და ეწევიან მომსახურებას, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საკონტროლო-სალარო აპარატების გამართული ფუნქციონირება. 2. საკონტროლო-სალარო აპარატების დანერგვისა და გამოყენების წესების დარღვევის შემთხვევაში პირს ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 9🔗.  გარდამავალი დებულება ამ კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო რეესტრში შეტანილი და საგადასახადო ორგანოებში რეგისტრირებული იმ საკონტროლო-სალარო აპარატების შეცვლა, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ კანონის მოთხოვნებს, განხორციელდეს 2004 წლის 1 იანვრამდე.     მუხლი 10🔗. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები ამ კანონის ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს: ა) „საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორების განხორციელებისას საკონტროლო-საკასო აპარატების გამოყენების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 13 სექტემბრის №352 ბრძანებულება; ბ) „მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორებისათვის საკონტროლო-სალარო აპარატების ორგანიზებულად დანერგვის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 13 სექტემბრის №352 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 აპრილის №272 ბრძანებულება.     მუხლი 11🔗. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 ნოემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თბილისი, 2003 წლის 26 აგვისტო. №3002-რს შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №921-სსმI,№6,19.01.2005 წ.,მუხ.48 2.ძალადაკარგულია- საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2547-სსმI,№4,18.01.2006წ., მუხ.29