რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 03.06.2004
ძალის დაკარგვა 21.12.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 56, 03/06/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:42.55pt 42.6pt 42.55pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №44
2004 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, ,,საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულების შესაბამისად:
1. შეიქმნას რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და დამტკიცდეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანდართული დებულება.
2. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 14 ერთეულით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინოს რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსებისათვის საჭირო სახსრები.
4. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის იურიდიული, საქმისწარმოების, ტექნიკური და საფინანსო-სამეურნეო მომსახურება უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის კანცელარიამ.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად ეფექტიანი რეგიონალური პოლიტიკის განხორციელების მიზნით.
2. აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტებით, პრემიერ-მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.
3. აპარატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ინგოროყვას ქუჩა №7.
მუხლი 2🔗. აპარატის ძირითადი მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და კომპეტენცია
საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს საახელმწიფო მინისტრის (შემდგომში – სახელმწიფო მინისტრი) საქმიანობის განხორციელების მიზნით აპარატი უზრუნველყოფს:
ა) სახელმწიფო მინისტრის სამუშაო განრიგის შედგენასა და შესრულების ორგანიზებას; სახელმწიფო მინისტრის მისაღების მუშაობის ორგანიზებას; სახელმწიფო მინისტრის კორესპონდენციის დამუშავებას; სახელმწიფო მინისტრის მიერ სხვადასხვა რანგის სტუმართა მიღების ორგანიზებას;
ბ) რეგიონალური პოლიტიკის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებსა და მთავრობას შორის ურთიერთობათა კოორდინაციას, საქართველოს სახელმწიფო მინისტრისათვის, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრისათვის შესაბამისი დასკვნების, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებას;
გ) რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალური, რეგიონალური და ადგილობრივი ორგანოების მიერ მიღებული აქტების განხილვას და სახელმწიფო მინისტრისათვის, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრისათვის რეკომენდაციების შემუშავებას;
დ) საქართველოს ტერიტორიული მოწყობის, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის, მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის, ტერიტორიული ერთეულების უფლებამოსილებათა განსაზღვრის საკითხთა განხილვასა და მთავრობისათვის შესაბამისი დასკვნების, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებას;
ე) საქართველოს მთავრობის რეგიონალური პოლიტიკის, სახელმწიფო-ტერიტორიული და ადმინისტრაციული მოწყობის, მმართველობის სისტემის გარდაქმნის, რეგიონალური განვითარებისა და რეგიონთა შორის ურთიერთობების საკითხებზე საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას, მათ წინასწარ განხილვას და სახელმწიფო მინისტრისათვის, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრისათვის შესაბამისი დასკვნა-რეკომენდაციების მომზადებას;
ვ) რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სფეროში სახელმწიფო მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს;
ზ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ მოქალაქეთა სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესის ზედამხედველობას;
თ) რეგიონების განვითარების ხელშეწყობისათვის სახელმწიფო პროტექციონისტული პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციას;
ი) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონალური და ადგილობრივი პროგრამების მომზადებაში მონაწილეობას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
კ) საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების, ტრანსფერტების გადანაწილებისა და მიზნობრივი გამოყენების კონტროლის შესახებ წინადადებათა შემუშავებას;
ლ) რეგიონალური საინვესტიციო პოლიტიკის მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობას; ინვესტიციების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
მ) რეგიონალური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი საკუთრების შექმნის, მისი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის, აგრეთვე სახელმწიფო და ადგილობრივი საკუთრების გამიჯვნის საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ნ) სტიქიური მოვლენებისა და სხვა საგანგებო მდგომარეობისას საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის კოორდინაციას;
ო) საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან ურთიერთობების დამყარებას; საქართველოს მუნიციპალური სექტორის რეაბილიტაციისა და განვითარების, რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში სამთავრობო პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; კონფერენციების, სიმპოზიუმების, თათბირ-სემინარების მოწყობას;
პ) საქართველოს კონსტიტუციით, კანონით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ სხვა ამოცანების განხორციელებას.
მუხლი 3🔗. აპარატის სტრუქტურა
1. აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) რეგიონალური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების განყოფილება;
ბ) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის განყოფილება.
2. ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატის სტრუქტურაში შემავალი თანამდებობებია:
აპარატის უფროსი – 1
განყოფილების უფროსი – 2
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე – 2
მთავარი სპეციალისტი – 3
წამყვანი სპეციალისტი – 4
სპეციალისტი – 2.
მუხლი 4🔗. აპარატის ხელმძღვანელობა
1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს სახელმწიფო მინისტრი.
2. აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.
3. სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი:
ა) მოქმედებს სახელმწიფო მინისტრის მითითებით, ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აპარატის საქმიანობას, უზრუნველყოფს საორგანიზაციო მუშაობის დაგეგმვას, შიდა ღონისძიებათა (თათბირები, სხდომები) მომზადების ორგანიზებას, ორგანიზაციულ-ოპერატიული მუშაობის სრულყოფას;
ბ) წარმოადგენს აპარატს;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
დ) სახელმწიფო მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მომსახურეთა კანდიდატურებს, აგრეთვე წინადადებებს მათი ფუნქციური მოვალეობების შესახებ;
ე) სახელმწიფო მინისტრს წარუდგენს წინადადებებს აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფების შექმნის, სპეციალისტთა მოწვევისა და მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების, სამუშაო ჯგუფების დაფინანსების თაობაზე;
ვ) სახელმწიფო მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილებათა დებულებებს;
ზ) სახელმწიფო მინისტრს წარუდგენს წინადადებებს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
თ) უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრისათვის ბრძანებების პროექტების მომზადებას;
ი) უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობისა და სხვა სამთავრობო სტრუქტურების სხდომებზე სახელმწიფო მინისტრის მიერ წარსადგენ საკითხთა დადგენილ ვადებში მომზადებას;
კ) სახელმწიფო მინისტრის დავალებით გამოითხოვს ყველა საჭირო დოკუმენტს, მასალასა და ინფორმაციას;
ლ) ასრულებს სახელმწიფო მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 5🔗. აპარატის თანამშრომლები
1. სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
2. აპარატის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.
3. აპარატის თანამშრომლები ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი არიან სახელმწიფო მინისტრის წინაშე.
მუხლი 6🔗. სამსახურებრივი ზედამხედველობა, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი
1. სახელმწიფო მინისტრი კანონით დადგენილი წესით სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს აპარატის სტრუქტურულ ერთეულებს.
2. სახელმწიფო მინისტრი სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
3. აპარატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.