საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №687 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულებაში ცვლლებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №669
1999 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №687 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულებაში ცვლლებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №687 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულების 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამინისტროს ცენტრალური აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროები, მხარეებში ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტები, ქ. თბილისისა და ადმინისტრაციული ერთეულების (ქალაქების) შესაბამისი სამსახურები, ასევე სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციები – სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები (დანართი) და დაწესებულებები ქმნიან ურბანიზაციისა და მშენებლობის, კომუნალური მეურნეობის, სამშენებლო ინდუსტრიისა და საშენ მასალათა წარმოების ერთიან სახელმწიფო სისტემას“.
2. დამტკიცდეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამონათვალი და დაემატოს იგი სამინისტროს დებულებას დანართის ფორმით.
ე. შევარდნაძე
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამონათვალი
1. „ცენტრი თბილზნიეპი“
2. „ცენტრი საქსოფლპროექტი“
3. „ცენტრი საქკომუნპროექტი“
4. „თბილსახავტოგაზპროექტი“
5. „ჰაბიტატ-ჯორჯია“
6. „თბილარქთეორია“
7. „თბილწყალგეო“
8. „საქმშენორგმექტექსი“
9. „საქბინპროექტი“.