ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 14.04.2011
ძალის დაკარგვა 29.04.2015
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010320000.35.119.016076
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110415005, 18/04/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 24.04.2015
დოკუმენტის ტექსტი
ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.75in 42.5pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2011 წელი14 აპრილი
ქ. ხონი
ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს „ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ“ თანდართული დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე
დებულება
ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს ხონის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესსა და პირობებს.
2. ხონის საპატიო მოქალაქეობის მინიჭება ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ დებულების საფუძველზე.
მუხლი 2🔗. ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება
1. ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის (შემდგომში – საპატიო მოქალაქის) წოდებას ანიჭებს ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან არსებული საპატიო მოქალაქეობის საკითხთა კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, შესაბამისი სამართლებრივი აქტით ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. საპატიო მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება ხონის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წინაშე თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური და სამეცნიერო საქმიანობით ან თავისი მოღვაწეობით სახელი გაუთქვა მას.
3. საპატიო მოქალაქის წოდება ყოველწლიურად შეიძლება მიენიჭოს არა უმეტეს 3 პირს.
4. საპატიო მოქალაქის მინიჭება ხორციელდება წელიწადში ერთხელ. მინიჭების საზეიმო ცერემონიალი, წოდების დამადასტურებელი მოწმობის, სიგელის და მედალიონის გადაცემა ხდება ყოველი წლის 6 მაისს – გიორგობის დღეს, ხონელობის დღესასწაულზე.
5. საპატიო მოქალაქეს შეიძლება გადაეცეს შესაბამისი გადაწყვეტილებით განსაზღვრული ჯილდო ან დაუწესდეს რაიმე შეღავათები.
6. განსაკუთრებულ შემთხვევაში საპატიო მოქალაქის მიმნიჭებელ ორგანოს უფლება აქვს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭოს პირს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინების გარეშე.
7. ხონის საპატიო მოქალაქის მოწმობების და მედალიონების გადაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში. საზეიმო ცერემონიალს ესწრებიან:
– ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები;
– ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები;
– საპატიო მოქალაქეები;
– მასმედიის წარმომადგენლები;
– გამოჩენილი ადამიანები;
– მოწვეული სტუმრები;
– საპატიო მოქალაქის ოჯახის წევრები და უახლოესი ადამიანები.
მუხლი 3🔗. ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად
კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები.
1. ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვთ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებს, არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მოქალაქეთა ჯგუფებს.
2. საპატიო მოქალაქეობის მინიჭების შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი დამოწმებული ასლი;
ბ) ორი ფოტოსურათი;
გ) წერილობითი თანხმობა საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე;
დ) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება.
3. მასალებს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე წინასწარი განხილვის წესით, ამზადებს ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან არსებული საპატიო მოქალაქეობის საკითხთა კომისია.
მუხლი 4🔗. ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან არსებული საპატიო მოქალაქეობის საკითხთა კომისია
1. ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან არსებული საპატიო მოქალაქეობის საკითხთა კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილებით და ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ხელმძღვანელობს კომისიის მუშაობას და მდივანი, რომელიც აგვარებს ორგანიზაციულ საკითხებს, აფორმებს ოქმებს.
2. კომისია შედგება წევრებისაგან. კომისიის წევრები ირჩევა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან.
3. კომისია განიხილავს ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ წარმოდგენილ მასალას და შესაბამისი ოქმის საფუძველზე რეკომენდაციას წარუდგენს საპატიო მოქალაქეობის მიმნიჭებელ ორგანოს ყოველი წლის 30 აპრილამდე.
4. კომისიის მიერ სარეკომენდაციო საპატიო მოქალაქის კანდიდატის გამოვლენა ხდება ფარული კენჭისყრით. კომისიის თითოეული წევრი ხმას აძლევს არა უმეტეს სამ კანდიდატს.
5. კომისია უფლებამოსილი ორგანოს წინაშე რეკომენდაციას გაუწევს საპატიო მოქალაქეობის იმ სამ კანდიდატს, რომელიც დააგროვებს ხმების მეტ რაოდენობას. მაგრამ არანაკლებს ხმათა ნახევრისა.
თანაბარი ხმების დაგროვების შემთხვევაში კენჭისყრა ხორციელდება განმეორებით. კვლავ ხმების თანაბარი რაოდენობით დაგროვებისას გადამწყვეტი ხმის უფლება ენიჭება კომისიის თავმჯდომარეს.
მრავალი კანდიდატის შემთხვევაში ყველაზე მაღალი ქულების მქონე სამი კანდიდატიდან, თუ რომელიმეს არ ექნება ხმის მიმცემი კომისიის წევრთა ნახევარის ხმა – კომისიას შეუძლია ამ კანდიდატს განმეორებით უყაროს კენჭი საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტისთვის.
6. საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობების, სიგელებისა და მედალიონების დამზადების ორგანიზაციას უზრუნველყოფს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
მუხლი 5🔗. ხონის საპატიო მოქალაქის უფლებები
1. ხონის საპატიო მოქალაქე ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობენ ხონში მცხოვრები მოქალაქეები.
2. ხონის საპატიო მოქალაქე უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში;
ბ) ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი ხონელი მოქალაქის თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე.
მუხლი 6🔗. საპატიო მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძვლები
1. პირს საპატიო მოქალაქის წოდება უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება ჩამოერთვას, თუ მის მიერ ჩადენილი იქნა:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული;
ბ) ქმედება, რომელიც ეწინაამღდეგება მორალურ-ეთიკურ ნორმებს.