საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.06.2004
ძალის დაკარგვა 16.11.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 65, 30/06/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,469 სიტყვა · ~27 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.06.2004 მიღება
16.11.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 37.9pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №53 2004 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანდართული დებულება. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდგომში _ სამინისტრო) არის სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს საგარეო ურთიერთობათა სახელმწიფოებრივ მართვასა და კოორდინაციას. 2. სამინისტრო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართ­ვე­ლოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. 3. სამინისტრო ახორციელებს საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების უცხო ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაციას. 4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდებით, შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, ანგარიშები საქართველოს ხაზინასა და საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში. 5. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. №4. 6. სამინისტროს საქმიანობას საფუძვლად უდევს ერთმმართველობის პრინციპი.     მუხლი 2🔗. სამინისტროს ძირითადი ფუნქციები სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული და საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმართული საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის კონკრეტულ მიმართულებათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად; ბ) ერთიანი საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის უზრუნველყოფის მიზნით საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვისას აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფა; გ) მიზანმიმართული საქმიანობა ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს თანამიმდევრული და სრული ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობის მიზნით; დ) საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვისას საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის კონკრეტულ ღონისძიებათა განხორციელება; ე) საპარლამენტთაშორისო, საუწყებათაშორისო და სარეგიონთაშორისო ურთიერთობების ხელშეწყობა; ვ) საზღვარგარეთის ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან უცხოური საინვესტიციო კაპიტალის ტექნიკური და ჰუმანიტარული დახმარების მოსაზიდად სათანადო ღონისძიებათა განხორციელება და სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება აღნიშნული საქმიანობის კოორდინაციაში; ზ) საზღვარგარეთ საქართველოს დადებითი იმიჯის შესაქმნელად ქართული კულტურის, სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკური და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენა, საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობა და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან და სათვისტომოებთან კავშირურთიერთობის კოორდინაცია; თ) საქართველოს სამინისტროების, უწყებების, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობითი ორგანოების საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებულ წინადადებათა ანალიზი, მათი განხორციელების მიზანშეწონილობის განსაზღვრა და კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში; ი) შესაბამისი უწყებების წინადადებათა გათვალისწინებით საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გაფორმების მიზანშეწონილობის განსაზღვრა, მათი მომზადების კოორდინაცია და ხელმოწერილი დოკუმენტების დეპოზიტარის ფუნქციის შესრულება; კ) საზღვარგარეთ საქართველოს ინტერესებისა და საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა; ლ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო ურთიერთობათა, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა წარმართვა.     მუხლი 3🔗. სამინისტროს ამოცანები სამინისტროს ამოცანებია: ა) ორმხრივ, მრავალმხრივ ურთიერთობათა და საერთაშორისო მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს და საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას დადგენილი წესით წარუდგინოს მასალები, წინადადებები და რეკომენდაციები საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ურთიერთობათა საკითხებზე; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოს სახელით გამართოს მოლაპარაკება უცხო ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებთან, საგარეო-პოლიტიკურ უწყებებთან, დიპლომატიურ წარმო­მადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან; გ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველსაყოფად შესაბამისი პოლიტიკისა და კონკრეტულ ღონისძიებათა შემუშავებაში; დ) საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას განსახილველად წარუდგინოს წინადადებები საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიური სამსახურის საქმიანობის სრულყოფის შესახებ და ამ მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო და სამართლებრივი აქტების პროექტები; ე) შეიმუშაოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტები, ასევე საქართველოს პრეზიდენტს დადგენილი წესით წარუდგინოს წინადადებები ხელშეკრულებათა დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ, დაინტერესებულ უწყებებთან ერთად აწარმოოს მოლაპარაკება საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ვ) განახორციელოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესრულების საერთო ზედამხედველობა; ზ) უზრუნველყოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა აღრიცხვა და რეგისტრაცია, განახორციელოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმანების დამოწმება და საქართველოს საგარეო პოლიტიკის საარქივო მასალების დედნების (მათი დამოწმებული პირების, თარგმანების ოფიციალური პირების) შენახვა; თ) საერთაშორისო ორგანიზაციებში სა­ქარ­თველოს წევრობისა და მონაწილეობის გათვალისწინებით კოორდინაცია გაუწიოს სახელშეკრულებო ბაზის სრულყოფას, განახორციელოს საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი, წარმართოს და/ან მონაწილეობა მიიღოს ორმხრივ და მრავალმხრივ მოლაპარაკებაში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში; ი) საერთაშორისო მშვიდობის, გლობალური და რეგიონალური უშიშროების განმტკიცების საქმეში ჯეროვანი წვლილის შესატანად განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები; კ) უზრუნველყოს საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების, კონფერენციების, ფორუმების მუშაობაში, გლობალური და რეგიონალური საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტაში საქართველოს, როგორც მსოფლიო თანამეგობრობის წევრის, მონაწილეობის კოორდინაცია; ლ) მონაწილეობა მიიღოს უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო, სამეცნიერო-ტექნიკური, კულტურული და სხვა კავშირურთიერთობის გაფართოების კონკრეტულ ღონისძიებათა შემუშავებაში; მ) ხელი შეუწყოს კულტურის, განათლების, მეცნიერების, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის, ჯანდაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში ერთიანი საგარეო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას; უზრუნველყოს ზემოაღნიშნულ სფეროებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია; ნ) კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და სულიერი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, ქვეყნის ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნას; ო) უზრუნველყოს უმაღლესი და მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისი ღონისძიებების განხორციელებისას დიპლომატიური პროტოკოლის წესების დაცვა; კონტროლი გაუწიოს დიპლომატიური და საკონსულო პრივილეგიებისა და იმუნიტეტის დაცვის მდგომარეობას; პ) უზრუნველყოს სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელება. ორგანიზება გაუწიოს დიპლომატიური სამსახურისათვის კადრების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას; ჟ) უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ საკონსულო დაწესებულებათა საქმიანობის ორგანიზება; რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობათა ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას; ს) უზრუნველყოს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობები. თავი II სამინისტროს ხელმძღვანელობა, მინისტრის უფლება-მოვალეობანი     მუხლი 4🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობა 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ხუთი მოადგილე. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. 3. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონით და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. მინისტრის დავალებით მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. 5. მინისტრის არყოფნისას სამინისტროს საქმიანობას ხელმძღვანელობს მინისტრის პირველი მოადგილე.     მუხლი 5🔗. მინისტრის უფლება-მოვალეობანი 1. მინისტრი: ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებებისა, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის; გ) სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების (დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები), სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების ჯეროვანი შესრულების მიმდინარეობასა და სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობას; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს, ასევე ამტკიცებს საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების (დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება) ტიპობრივ დებულებას; ე) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში _ დამატებით ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის; ვ) საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ; ზ) განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილებებს; თ) იღებს გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესახებ მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის თაობაზე შესაბამის უწყებასთან შეთანხმებით; ი) ადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ სარატიფიკაციო სიგელს; კ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა საკანონმდებლო აქტებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებს, განკარგულებებს, მთავრობის დადგენილებებსა და მინისტრის ბრძანებებს; ლ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, მათ მოადგილეებსა და საჯარო მოხელეებს, სამინისტროს სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების (დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები) მოსამსახურეებს, გარდა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩებისა; მ) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა დანიშვნის ან გათავისუფლების შესახებ; ნ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნის და სამუშაო მივლინებიდან გამოიწვევს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს; ო) საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებში როტაციის წესით სამუშაო მივლინებებში წარგზავნის და როტაციის წესით სამუშაო მივლინებებიდან გამოიწვევს დიპლომატიური თანამდებობის პირებს; პ) ხელშეკრულების საფუძველზე საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებში სამუშაო მივლინებებში წარგზავნის და გამოიწვევს ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალის წევრებს; ჟ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად განსაზღვრავს და ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებისა (დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები) და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხებსა და ხარჯთა ნუსხებს, ასევე ითანხმებს სამინისტროს სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო ნუსხებსა და ხარჯთა ნუსხებს, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში აძლევს მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ; რ) უფლებამოსილია წარმოადგენდეს საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებისას, საქართველოს სახელით ხელს აწერდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს; ს) წარმოადგენს სამინისტროს ან ანიჭებს სამინისტროს თანამშრომლებს საქართველოს სასამართლოებში წარმომადგენლობის უფლებამოსილებას; ტ) განსაზღვრავს მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგიეებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობას სამინისტროს საქმიანობის ცალკეულ მიმართულებათა მართვის სფეროში; უ) დადგენილი წესით ანიჭებს დიპლომატიურ რანგებსა და საკლასო ჩინებს, აგრეთვე შუამდგომლობს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგების მინიჭების შესახებ; ფ) დადგენილი წესით წარადგენს სამინისტროს მოსამსახურეებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად; ქ) წყვეტს დავებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებს, ტერიტორიულ ორგანოებსა და დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს შორის; ღ) სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს აბარებს საქართველოს მთავრობას; ყ) პასუხს აგებს სამინისტროსთვის გადაცემული სახელმწიფო ქონებისა და ფინანსური სახსრების მიზნობრივი გამოყენების გამო; შ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში; ჩ) ხელს აწერს საკონსულო პატენტსა და ეგზეკვატურას; ც) ასრულებს კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებით, განკარგულებებითა და მთავრობის დადგენილებებით მისთვის დაკისრებულ სხვა ამოცანებს. 2. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით, განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი. თავი III სამინისტროს სისტემა, სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია     მუხლი 6🔗. სამინისტროს სისტემაში არიან: ა) საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები; ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.     მუხლი 7🔗. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან ა) მინისტრის სამდივნო დეპარტამენტი; ბ) ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტი; გ) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი; დ) ამერიკის დეპარტამენტი; ე) რუსეთის დეპარტამენტი; ვ) მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტი; ზ) საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი; თ) აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტი; ი) საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა და დიასპორებთან კავშირურთიერთობის დეპარტამენტი; კ) საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტი; ლ) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი; მ) დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი; ნ) კადრების დეპარტამენტი; ო) საკონსულო დეპარტამენტი; პ) სამართლებრივ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი; ჟ) საფინანსო სამსახური; რ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური; ს) ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობისა და საორგანიზაციო საკითხების სამმართველო; ტ) ბუღალტერია.     მუხლი 8🔗. მინისტრის სამდივნო დეპარტამენტი 1. მინისტრის სამდივნო არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის დავალებით უფლებამოსილია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან, საკონსულო დაწესებულებებიდან და სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან გამოითხოვოს ყველა საჭირო დოკუმენტი, მასალა და ინფორმაცია. მინისტრის სამდივნო ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების ოპერატიულ ინფორმირებას მინისტრის მიერ სიტყვიერი ან დოკუმენტის სახით მიღებულ იმ გადაწყვეტილებათა თაობაზე, რომლებიც არ იქნება ასახული მინისტრის ბრძანებებში. 2. მინისტრის სამდივნოს ძირითადი ამოცანებია: ა) მინისტრის სამუშაო გრაფიკის (ყოველთვიური, ყოველკვირეული და ყოველდღიური) შედგენა და შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ბ) მინისტრის მისაღების მუშაობისა და მინისტრის მიერ სხვადასხვა რანგის სტუმრებისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზება; გ) მინისტრის სახელზე მიღებული დოკუმენტების დამუშავება და ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობისა და საორგანიზაციო საკითხების სამმართველოს მეშვეობით დავალებათა შემსრულებლებისთვის გადაცემა; დ) მინისტრის სიტყვიერი (ზეპირი) დავალებების აღრიცხვა და მათი შესრულების კონტროლი; საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების სისტემატიზაცია და მინისტრისათვის წარდგენა; ე) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის დავალებებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა შესრულების კონტროლი; ვ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სპეციალურ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება; ზ) საქართველოს მთავრობისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებზე სამინისტროს მიერ წარსადგენ საკითხთა მომზადების კოორდინაცია; თ) მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიების სხდომების მომზადება და ოქმების შედგენა; ი) მინისტრის მონაწილეობით შექმნილი კომისიებისათვის საჭირო მასალების მომზადება; კ) მინისტრის საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტების შედეგების ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების, წინადადებებისა და შესაბამისი მასალების მომზადება, მათი შესრულების კონტროლი; ლ) საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების ანალიზი და განზოგადება, შესაბამის რეკომენდაციათა შემუშავება და სათანადო წინადადებათა მომზადება სამინისტროს საქმიანობის ცალკეული სფეროების რეფორმირების მიზნით; მ) სამინისტროს სისტემაში შემავალი ბიუჯეტის მხარჯავი ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების კანონიერების, მიზნობრიობისა და ეფექტიანობის კონტროლი.     მუხლი 9🔗. ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტი 1. ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ევროპის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს მათ მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ, ასევე წარმართავს მუშაობას როგორც ევროკავშირთან, ისე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების მიმართულებით და ამ მხრივ უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამის გადაწყვეტილებათა მისაღებად. 2. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ევროპის ქვეყნებსა და ევროკავშირში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა მუშაობის წარმართვა; ბ) ევროპის ქვეყნებისა და ევროკომისიის საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამშრომლობა, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან მჭიდრო თანამშრომლობა; გ) ევროპის ქვეყნებსა და ევროკავშირში საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების, აგრეთვე ევროპის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურებისა და მთავრობათა წარმომადგენლების, ევროკავშირის ხელმძღვანელი პირების საქართველოში ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებით დოკუმენტების (ანალიზური ცნობები, სასაუბროები, ვიზიტის შედეგები, ანგარიშები) მომზადება; დ) ევროპის ქვეყნებთან და ევროკავშირთან საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებების მომზადება; ე) ხელმძღვანელობის მითითებათა შესაბამისად სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც ევროპის ქვეყნებთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება; ვ) ევროკავშირთან საქართველოს თანამიმდევრული და სრული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქართველოს სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში; ზ) საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რეალიზაციის ხელშეწყობა, მისი განხორციელების პროცესის პოლიტიკური შეფასება და მონიტორინგი; თ) საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ინსტიტუტების სხდომების მომზადება, წარმართვა და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომებში მონაწილეობა; ი) საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა; კ) ევროკავშირის ახალ წევრ და წევრობის კანდიდატ ქვეყნებთან თანამშრომლობა ევროკავშირში მათი ინტეგრაციის გამოცდილების შესწავლა-გაზიარების მიზნით; ლ) თანამშრომლობა ევროკავშირის ინსტიტუტებთან (ევროკომისია, ევროპარლამენტი, ევროკავშირის საბჭო და სხვ.); მ) ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობა; ნ) ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპულ საკონსულტაციო ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში.     მუხლი 10🔗. უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი 1. უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის მუშაობის მიმართულებები მოიცავს უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების ფართო სპექტრს და ამ სფეროში სამინისტროს საქმიანობის კოორდინაციას, აგრეთვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან პოლიტიკური ურთიერთობების დიპლომატიურ უზრუნველყოფას. 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის კოორდინირება; ბ) ახალ საფრთხეებთან და გამოწვევებთან დაკავშირებულ გარემოებათა ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;    გ) უსაფრთხოების სფეროში უცხოეთის ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ საფუძველზე თანამშრომლობა; დ) გაეროსა და ეუთოს ფარგლებში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კოორდინირება; ე) განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და მისიებთან, აგრეთვე საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან აქტიური თანამშრომლობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებების მომზადება.     მუხლი 11🔗. ამერიკის დეპარტამენტი 1. ამერიკის დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ამ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის მიმართულების შესწავლის საფუძველზე საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტისათვის წარსადგენად ამზადებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს პოლიტიკისა და ურთიერთობის წარმართვის, ამ სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრისა და კორექტირების შესახებ. 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო და საშინაო პოლიტიკის ანალიზი; ბ) ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონცეფციისა და ძირითადი მიმართულებების შემუშავების შესახებ შესაბამის წინადადებათა წარდგენა; გ) ამერიკის შეერთებული შტატებთან საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის პარლამენტისა და მთავრობისთვის წინადადებათა და რეკომენდაციათა წარდგენა; დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის რეალიზაციის სრულყოფის მიზნით; ე) ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს წარმომადგენელთა მოლაპარაკების მომზადება და მონაწილეობა; ვ) კანადასთან საქართველოს ერთიანი საგარეო-პოლიტიკური კურსის თანამიმდევრული გატარება და ამ მიმართულებით შესაბამისი საქმიანობის განხორციელება; ზ) მექსიკასთან საქართველოს ერთიანი საგარეო-პოლიტიკური კურსის თანამიმდევრული გატარება და ამ მიმართულებით შესაბამისი საქმიანობის განხორციელება.     მუხლი 12🔗. რუსეთის დეპარტამენტი 1. რუსეთის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ამ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტისათვის წარსადგენად ამზადებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს რუსეთის ფედერაციის მიმართ საქართველოს პოლიტიკისა და ურთიერთობის წარმართვის, ამ სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრისა და კორექტირების შესახებ. 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) რუსეთის ფედერაციის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ანალიზი; ბ) რუსეთის ფედერაციის მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონცეფციისა და ძირითადი მიმართულებების შემუშავების შესახებ შესაბამის წინადადებათა წარდგენა; გ) რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის, პარლამენტისა და მთავრობისათვის წინადადებათა და რეკომენდაციათა წარდგენა; დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება რუსეთის ფედერაციის მიმარ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის რეალიზაციის სრულყოფის მიზნით; ე) რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს წარმომადგენელთა მოლაპარაკების მომზადება და მონაწილეობა; ვ) რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს საპარლამენტთაშორისო კავშირურთიერთობის ხელშეწყობა; ზ)რუსეთის ფედერაციასთან საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებების მომზადება; თ) რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს ერთიანი საგარეო-პოლიტიკური კურსის თანამიმდევრული გატარების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია.     მუხლი 13🔗. მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტი 1. მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც სამხრეთ კავკასიისა და სუუამის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, აგრეთვე დსთ-ს საწესდებო ორგანოებთან საქართველოს ურთიერთობისა და ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკის მიმართულებათა შესწავლის საფუძველზე ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ამ სფეროში საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით. 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა მუშაობის წარმართვა; ბ) სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამშრომლობა; გ) სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან საქართველოს ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის უზრუნველყოფა; დ) სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების, აღნიშნულ სახელმწიფოთა მეთაურებისა და მთავრობათა წარმომადგენლების საქართველოში ოფიციალურ და სხვა ვიზიტებთან დაკავშირებული მასალების შემუშავება; ე) სუუამის და დსთ-ს საწესდებო და სხვა ორგანოებში განსახილველად მომზადებული მრავალმხრივი შეთანხმებების, კონვენციების, დეკლარაციებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების შემუშავება, წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება; ვ) ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც სუუამის წევრ და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, აგრეთვე დსთ-ს საწესდებო ორგანოებთან საქართველოს ურთიერთობის სფეროს განეკუთვნება; ზ) სუუამის წევრ სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრების, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტისა და სუუამის ფარგლებში მოქმედი სამუშაო ჯგუფების სხდომების მომზადება; თ) დსთ-ს სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს, მთავრობების მეთაურთა საბჭოსა და საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომების მომზადება; ი) საერთაშორისო რეგიონალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა; კ) სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც სამხრეთ კავკასიის, სუუამისა და დსთ-ს წევრ ქვეყნებს შორის მრავალმხრივ ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება; ლ) სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, სუუამისა და დსთ-ს ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებების მომზადება.     მუხლი 14🔗. საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი 1. საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ფუნქციაა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების მიზნით უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების დიპლომატიური უზრუნველყოფა და კოორდინაცია.  2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საერთაშორისო ეკონომიკური საქმიანობისა და კავშირურთიერთობის კოორდინაცია და მათი შეთანხმებული ურთიერთმოქმედების ხელშეწყობა უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ერთიანი პოლიტიკური კურსის გატარებისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების მიზნით; ბ) ორმხრივი, მრავალმხრივი და რეგიონალური საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე წინადადებათა და რეკომენდაციათა შემუშავება; გ) დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საერთაშორისო რეგიონალური საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით; დ) დადგენილი წესით ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებათა და რეკომენდაციათა მომზადება; ე) საქართველოს საშინაო და საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის, კერძოდ, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის, მისი საინვესტიციო კლიმატისა და ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობის შესახებ საზღვარგარეთ ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა; ვ) სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, სუუამისა და დსთ-ს ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებების მომზადება.     მუხლი 15🔗. აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტი 1. აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების მიზნით აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან ახორციელებს ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარების დიპლომატიურ უზრუნველყოფასა და კოორდინაციას, აგრეთვე შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს აღმოსავლეთის ქვეყნებთან საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობათა პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ. 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საერთაშორისო ეკონომიკური საქმიანობისა და კავშირურთიერთობის ხელშეწყობა აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით; ბ) ორმხრივი და რეგიონალური საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან თანამშრომლობის საკითხებზე წინადადებებათა და რეკომენდაციათა შემუშავება; გ) დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება აღმოსავლეთის ქვეყნებიდან საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საერთაშორისო რეგიონალური საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით; დ) დადგენილი წესით აღმოსავლეთის ქვეყნებთან საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებათა და რეკომენდაციათა მომზადება; ე) საქართველოს საშინაო და საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის, კერძოდ, ქვეყნის საინვესტიციო კლიმატისა და ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შესახებ აღმოსავლეთის ქვეყნებში ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა; ვ) აღმოსავლეთის ქვეყნებთან ორმხრივი პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარების დიპლომატიური უზრუნველყოფა; ზ) აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობის წარმართვა; თ) საქართველოში აკრედიტებულ აღმოსავლეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა.     მუხლი 16🔗. საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა და დიასპორებთან კავშირურთიერთობის დეპარტამენტი 1. საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა და დიასპორებთან კავშირურთიერთობის დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულებაა კულტურის, განათლების, მეცნიერების, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის, ქართულ სათვისტომოებთან კავშირის, ჯანდაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კოორდინაცია. 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) კულტურის, განათლების, მეცნიერების, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის, ჯანდაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა განვითარების ხელშეწყობა; ბ) საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის მოძიების, ფიქსაციის, აღდგენისა და დაცვის სფეროში შესაბამისი საქმიანობის განხორციელება და სათანადო რეკომენდაციათა და წინადადებათა მომზადება; გ) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, ქართულ სათვისტომოებთან, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის საზოგადოებებთან და ჯგუფებთან ურთიერთკავშირისა და თანამშრომლობის კოორდინაცია; დ) საზღვარგარეთ ქართული კულტურის, სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკური და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენა, ამ მიზნით უცხოეთის ქვეყნებში საქართველოს დღეების ორგანიზებაში, ხელოვნებისა თუ სამეცნიერო სფეროებში გამოფენების მომზადება-მოწყობაში სხვადასხვა უწყების ხელშეწყობა; ე) კულტურის, განათლების, მეცნიერების, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის, რელიგიის, ჯანდაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს შესაბამის სამინისტროებთან თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადება, ზემოაღნიშნულ სფეროებში საქართველოს სხვადასხვა უწყებათა და ცალკეულ სპეციალისტთა მიერ მომზადებული საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;  ვ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის ურთიერთობათა კოორდინაცია; ზ) კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია; თ) იუნესკოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია; ი) წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციასთან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან და სხვა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა; კ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებათა მომზადება.     მუხლი 17🔗. საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტი 1. საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულებაა საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საერთაშორისო-სამართლებრივი უზრუნველყოფა და ევროპის საბჭოსთან ურთიერთობის წარმართვა. 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობა; გ) საქართველოს სხვადასხვა უწყების მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია; დ) საქართველოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების საერთო ზედამხედველობა, აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დედნების დაცვა-შენახვა; ე) საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის თაობაზე წინადადებათა მომზადება და საქართველოს შესაბამის უწყებებში წარდგენა; ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, ტექსტების შემუშავების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების მიზნით გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება აუცილებელი წესით და/ან ამგვარ საკითხებზე მოლაპარაკების წარმართვა; ზ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოდგენა საერთაშორისო ორგანიზაციებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში; თ) ევროპის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკის წარმართვის საკითხებზე რეკომენდაციათა შემუშავება; ი) საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის ყოველწლიური პროგრამების შემუშავება და ამ პროცესის ზედამხედველობა; კ) ევროპის საბჭოს ჩარჩოებში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების საერთო ზედამხედველობა და ამ ვალდებულებათა შესასრულებლად საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობის კოორდინაცია; ლ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; მ) აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებიდან და სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესრულების ანალიზი, მონიტორინგი და კონტროლი.     მუხლი 18🔗. პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი 1. პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ხელმძღვანელობას დახმარებას უწევს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების შემუშავებაში და განსაზღვრავს საზოგადოებისა და მასმედიისათვის ამ პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ხერხებსა და ფორმებს. 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრიფინგების საინფორმაციო უზრუნველყოფა და ორგანიზება, სამინისტროს განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება და გავრცელება; ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენ­ლო­ბებ­თ­­ან ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველყოფა; გ) მსოფლიოს წამყვანი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ყოველდღიური მონიტორინგი და მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სპეციალური საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება; დ) სამინისტროს ელექტრონული ვებგვერდის ოპერატიული მუშაობის უზრუნველყოფა; ე) ინფორმაციის სფეროში მოქმედ სხვადასხვა საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან, აგრეთვე საქართველოში აკრედიტებულ უცხოეთის სახელმწიფოების საელჩოებთან თანამშრომლობა, მათთან ერთობლივი ღონისძიებების, შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება.     მუხლი 19🔗. დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი 1. დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ორგანიზებას უწევს უმაღლესი დონის სახელმწიფო და სამთავრობო დელეგაციათა ვიზიტების მომზადება-გამართვას.  2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საზღვარგარეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, მათი მოადგილეების, ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათი წარმომადგენლების, აგრეთვე მაღალი დონის საქართველოს დელეგაციების, საგარეო საქმეთა მინისტრის, მისი მოადგილეების საზღვარგარეთის ქვეყნებში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება; ბ) საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური, საერთაშორისო მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობათა თანამშრომლებისათვის დიპლომატიური, საკონსულო და სამსახურებრივი ბარათების გაცემა; გ) საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების თანამშრომელთა იმუნიტეტისა და პრივილეგიების დაცვის კონტროლი; დ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ელჩების რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის გამართვის ორგანიზება; ე) საქართველოს ელჩის დანიშვნის შესახებ აგრემანის მოთხოვნა და საქართველოს ელჩისათვის რწმუნებათა სიგელის დამზადების უზრუნველყოფა, ამასთანავე რწმუნებათა სიგელების თარიღების რეგისტრაცია; ვ) საქართველოს ეროვნულ დღესასწაულებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა; ზ) საჭიროებისას დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე წამოჭრილი სხვადასხვა ოპერატიული პრობლემის განხილვა-გადაწყვეტა.     მუხლი 20🔗. კადრების დეპარტამენტი 1. კადრების დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელებას. 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს კადრების შერჩევა, მომზადება, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ზრუნვა და დაწინაურება; ბ) დიპლომატიური რანგების მინიჭების დადგენილი წესის განუხრელად დაცვის უზრუნველყოფა; გ) დიპლომატიური კადრების როტაციის გეგმისა და როტაციის სრულფასოვან განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შემუშავება და მათი თანამიმდევრული განხორციელება; დ) დიპლომატიური სამსახურისათვის კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი სისტემის შექმნა; ე) დიპლომატიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადება და მისი სათანადო დონეზე წარმართვის ორგანიზება; ვ) სამინისტროს თანამშრომელთა მიერ შრომითი დისციპლინის დაცვის სისტემატური კონტროლი და სამსახურებრივ გადაცდომებზე რეაგირება.     მუხლი 21🔗. საკონსულო დეპარტამენტი 1. საკონსულო დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს საკონსულო ურთიერთობას და კოორდინაციას უწევს საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა საქმიანობას. 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა და მათთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეწყობა; ბ) საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფისა და გაფართოების შესახებ წინადადებების შემუშავება; გ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა; დ) საგარეო-ეკონომიურ, სამართლებრივ და კულტურულ სფეროებში საქართველოს ინტერესებისა და პოლიტიკის განხორციელების პროცესში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა; ე) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიგრაციულ გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხთა შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში მიგრაციული პროცესების მართვაში მონაწილეობა; ვ) საკონსულო სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების, საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და/ან წინადადებების შემუშავება; ზ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს სავიზო ურთიერთობის შესწავლა და საქართველოს სავიზო პოლიტიკის თაობაზე წინადადებათა შემუშავება; თ) საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და საქართველოს მოქალაქის პასპორტების გაცემა, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება; ი) საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინებით მიმავალ პირთა სავიზო დოკუმენტაციით უზრუნველყოფა და მათთვის დავალების შესრულების განხორციელებაში კომპეტენციის ფარგლებში ხელის შეწყობა; კ) საქართველოს ვიზების გაცემა, მათი მოქმედების ვადის გაგრძელება, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება; ლ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტებში არსებული საკონსულო-სავიზო პუნქტების საქმიანობის ხელმძღვანელობა და კონტროლი; მ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობა; ნ) საზღვარგარეთ გამოსაყენებლად განკუთვნილი საქართველოს ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაცია; ო) საქართველოს საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების შესახებ წინადადებათა შემუშავება; პ) საქართველოს მოქალაქეთა ოფიციალური დოკუმენტების საზღვარგარეთის სახელმწიფოებიდან გამოთხოვის ორგანიზება; ჟ) საკონსულო პატენტისა და საკონსულო ეგზეკვატურის მომზადება, მათი გადაცემის ორგანიზაცება; რ) საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების დაარსების, საკონსულო დაწესებულებების მეთაურთა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა, აგრეთვე საპატიო საკონსულოების თანამდებობის პირთა ფუნქციების შესასრულებლად დაშვების საკითხის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა.     მუხლი 22🔗. სამართლებრივ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი  1. სამართლებრივ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს სამინისტროს სისტემის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფასა და პარლამენტთან ურთიერთობების კოორდინაციას. 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს ქვედანაყოფებთან ერთად დიპლომატიური სამსახურის მომწესრიგებელი კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; ბ) მინისტრის ადმინისტრაციული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; გ) სამინისტროში შემოსული კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; დ) სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ე) სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის“ შესახებ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა; ვ) პარლამენტთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; ზ) სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში; თ) დიპლომატიური სამსახურის მოსამსახურეთათვის სამართლებრივი საკითხების განმარტება და კონსულტირება; ი) მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების შესრულება.     მუხლი 23🔗. საფინანსო სამსახური 1. საფინანსო სამსახური არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს სამინისტროს სისტემის ფინანსურ უზრუნველყოფას. 2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს ბიუჯეტის ფორმირება და კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის სამინისტროებთან შეთანხმება; ბ) შესაბამის სამუშაოთა განხორციელება საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების გახსნასა და მოწყობასთან დაკავშირებით ხარჯთა ნუსხის შედგენისა და სხვა საფინანსო-ეკონომიკური საკითხების გადასაწყვეტად; გ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით, დამტკიცებული გეგმის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების დაფინანსების განხორციელება და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების მდგომარეობის შესწავლა; დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვა და განხორციელება.     მუხლი 24🔗. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური 1. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს სამინისტროს აპარატისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების სამუშაო პირობების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. 2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა; ბ) უძრავი ქონების სანიტარიული წესების დაცვის კონტროლი, შენობებისა და საინჟინრო სისტემების ტექნიკური მომსახურება და ექსპლუატაცია; გ) დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე, კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოთა ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა; დ) სამინისტროს შიდა სატელევიზიო ქსელით უზრუნველყოფა, ბალანსზე რიცხული კომპიუტერული და ორგტექნიკის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთება, მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, შიდა სატელეფონო და საერთაშორისო კავშირის ორგანიზება; ე) სამინისტროს მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების მიღება, დაბინავება და გაცილება, კონფერენციების, მიღებებისა და ბრიფინგების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.     მუხლი 25🔗. ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობისა და საორგანიზაციო საკითხების სამმართველო 1. ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობისა და საორგანიზაციო საკითხების სამმართველო არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობის მართვას, რაც მოიცავს დოკუმენტთბრუნვის ორგანიზებას, დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემების შექმნას, დავალებათა შესრულების კონტროლს და მასალების მომზადებას სამინისტროს არქივში გადასაცემად, აგრეთვე სამინისტროს ქვედანაყოფებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შიდა ინფორმაციული წესრიგისათვის საქმიანობის კოორდინაციას. 2. სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის სისტემატიზაცია და ინვენტარიზაცია, მისი ოპერატიული მიწოდება სამინისტროს ხელ­მძღვანელობისა და უშუალო შემსრულებლებისათვის, სამინისტროს ქვედანაყოფებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შიდა ინფორმაციული წესრიგის უზრუნველყოფა და მისი დაცვა; ბ) საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტაციის მიღება და აღრიცხვა, აგრეთვე მისი მომზადება და გადაცემა სამინისტროს არქივისათვის არსებული წესის თანახმად; სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დოკუმენტების დაცვისა და საქმეთა გაფორმების კონტროლი, სამინისტროსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმეთა ნომენკლატურების შედგენა და დამტკიცებული ნომენკლატურის შესაბამისად საქმეთა ფორმირების შემოწმება; გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებების, ბრძანებულებების, გადაწყვეტილებებისა და დავალებების, პრემიერ-მინისტრისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ კონტროლზე აყვანილ დავალებათა დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან მიღებული დოკუმენტების შესრულების კონტროლი; დ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომად­გენლობებთან კავშირის სისტემის (დიპლომატიური ფოსტა, ელექტრონული ფოსტა, საფაქსო კავშირი) სრულყოფა; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ქვედანაყოფების, აგრეთვე საქართველოს სხვა სამინისტროებსა და უწყებებთან სამინისტროს მუშაობის კოორდინაცია; ვ) ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ წლიური ანგარიშების დადგენილ ვადაში წარმოდგენის კოორდინაცია და კონტროლი; ზ) სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; თ) სამინისტროს პროგრამული და ადმინისტრაციული მართვის სისტემების მოდერნიზაცია და მათთან დაკავშირებით უცხოეთის სახელმწიფოებთან და დონორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ტექნიკური დახმარებისა და თანამშრომლობის პროექტების შემუშავება; ი) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა.     მუხლი 26🔗. ბუღალტერია ბუღალტერია არის სამინისტროს დამოუკიდებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს სამინისტროში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმართვას; საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებიდან საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის პერიოდულ საბუღალტრო აღრიცხვას, ანგარიშგებების (ბალანსების) მიღებას, ნაერთი ანგარიშგების შედგენასა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენას.     მუხლი 27🔗. საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები 1. საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები არიან: ა) დიპლომატიური წარმომადგენლობები; ბ) საკონსულო დაწესებულებები. 2. დიპლომატიური წარმომადგენლობა არის საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფი, რომელიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობისას წარმოადგენს საქართველოს. 3. საკონსულო დაწესებულება არის საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფი, რომელიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან საკონსულო ურთიერთობისას და იმ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობისას, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ არის დაარსებული, წარმოადგენს საქართველოს. 4. დიპლომატიური წარმომადგენლობები არიან: ა) სხვა სახელმწიფოში განლაგებული საქართველოს საელჩო; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა და დიპლომატიური მისია. 5. საკონსულო დაწესებულებები არიან: ა) გენერალური საკონსულო; ბ) საკონსულო; გ) ვიცე-საკონსულო; დ) საკონსულო სააგენტო. 6. დიპლომატიური წარმომადგენლობის დაარსებისა და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო საკონსულო დაწესებულების შესახებ _ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 7. დიპლომატიური წარმომადგენლობა საქმიანობას ახორციელებს უშუალოდ სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამის ტერიტორიულ და ფუნქციონალურ დეპარტამენტთან კოორდინაციით.     მუხლი 28🔗. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები 1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის დიპლომატიური პროტოკოლის სამმართველო. 2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფეროს, უფლება-მოვალეობებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს მისი დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.     მუხლი 29🔗. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები 1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირები, რომელთა საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, არიან: ა) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მათთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახური „დიპლომატი“; ბ) საქართველოს საინვესტიციო ცენტრი; გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო; დ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო სამმართველო „დიპტრანსი“; ე) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობების მომსახურების სააგენტო „მთაწმინდა“; ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მომსახურების ბიურო. 2. კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. თავი IV სამსახურებრივი ზედამხედველობა     მუხლი 30🔗. სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება 1. მინისტრი, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სამინისტროს სისტემაში მოქმედი ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას. 2. მინისტრი სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს. თავი V დასკვნითი დებულებანი     მუხლი 31🔗. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.